რაც არ ეპატიება უპატრონო კრიმინალს,ეპატიება -პატრონიანს

 

news_72292ვადასტურებ, რომ საქართველოში ყვავის შერჩევითი სამართალი. ამის დადასტურებას არ სჭირდება მაღალი რანგის ევროპარლამენტართა ჩამოსვლა და შეფასებითი განცხადებები, მით უფრო დაინტერესებული პიროვნებების,რომელთაგანაც სრულიად განსხვავებული პოზიცია მაქვს. ამის დასტურის ის, რომ მართალია რამდენიმე ბობოლა “ნაციონალი” ზის  ციხეში და გარეთ ნავარდობენ ის „ნაციონალები“, რომელთაც მოძებნეს საერთო ენა “ქართული ოცნების” მაღალ ეშელონებში.

„უამრავის ფაქტის  დასახელება შეიძლება, მაგრამ ერთის განზოგადებით კარგად გამოჩნდება საერთო სურათი.

გავიხსენოთ,”ნაციონალების”ჯერ გზების,შემდეგ კი,რეგინული მართვის მინისტრი ნიკოლაიშვილი… მას სრულიად სამართლიანად თვლიდნენ ბიჯეტის ფულის ხაზინადარად – კარგად ახერხებდა ბიუჯეტის ძარცვას და მისი ნაწილით „ნაციონალების”დაფინანსებას…  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოცარ შეფასებებს აკეთებდნენ მის კრიმინალურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნების და ახალი ხელისუფლების პირველ პერიოდში. შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა, როგორც ჩანს, კახი კალაძესთან მისი კავშირების გამო. დღეს ეს კაცი დიდი ფიგურაა და მისი ხელმოწერით დასტურდება სახელმწიფოს მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან აღებული მილიარდ ნახევრის ხარჯვა აზერბაიჯანული მხარის მიერ… ფული იხარჯება, ვალი გვედება, საქმე კი არ კეთდება,”ნაცების” დიდ ხაზინადარ-კრიმინალს კარგი პატრონი ჰყავს ამ ხელისუფლებაშიც. მსგავსი ფაქტებით სავსეა დღევანდელობა, რაც ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. ამას ადასტურებს ისიც,რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც არაერთი მდიდრდება წარმატებულად, იციან კიდეც, მაგრამ….მაგრამ რაც არ ეპატიება უპატრონო კრიმინალს, ეპატიება-პატრონიანს. პატრონიანებმა დაიბრუნეს წართმეული ქონება, უპატრონოები აღარც ოცნებობენ “ოცნების” მიერ “ნაცების” წართმეულის დაბრუნებაზე

პარტია “თეთრების” თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

29.07.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *