დიდი დღეა,მეტს აღარ ვიტყვი….

გილოცავთ წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის დღეს-ილიაობას-სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის დღეს.
ბედნიერებაა,რომ ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში გვყავს გამორჩეული სულიერი მოძღვარი,რომლის ავტორიტეტი მთელ მსოფლიოშია აღიარებული,ამას ადასტურებს მსოფლიოს ყველა ეკლესიის,სრულიად განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა განწყობა პატრიარქისადმი.
ვიყავი ამაყი,როცა რამდენიმე დღის წინ მქონდა პატივი ბერლინის კლინიკაში ვწვეოდი პატრიარქს და საკუთარი თვალით მენახა გერმანელთა დამოკიდებულება მისადმი.
ბევრს უჭირს ამის დაჯერება,მაგრამ ,მართლაც,პატრიარქისადმი სასწაულებრივად კეთილ განწყობას ადასტურებს ის,რომ კლინიკის წინ,სადაც პატრიარქი გადიოდა მკურნალობის კურსს,გერმანულ სახელმწიფო დროშასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშა იყო აღმართული.
დიდი სურვილი მქონდა გერმანელთა ეს,მართლაც,გამორჩეული ჟესტი გადაეცა ყველა ტელევიზიას,ეთქვა ბეჭდვით,თუ ელექტრონულ მედიას….დიდი დღეა,მეტს აღარ ვიტყვი.
გილოცავთ ილიაობას!ღმერთმა დიდანს გვიცოცხლოს და ჯამრთელად გვიმოფოს ჩვენი პატრიარქი!
თეიმურაზ შაშიაშვილი
2 აგვისტო,2015 წელი



