თემურ შაშიაშვილი: ხალხის ხსნა არც მილიარდელებშია და არც ბელადებში

 

news_72292ბოლო ხანს ვრცელდება ინფორმაცია ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშეების გამოჩენის შესახებ, რომლებიც დიდი ფულით და ავტორიტეტით სარგებლობენ,  შეავიწროვბენ ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკურ პროცესებს „თავდაყირა დააყენებენ“…

არავინ იცის, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას,  თუმცა დამაფიქრებელია პოლიტიკაში ფულისა და ფულიანი ადამიანების დიდი გავლენა. ამის  თაობაზე „თეთრების“ ლიდერს არაერთხელ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება. მისი აზრით, არ არსებობს ბელადებისა და  მილიარდერების მიერ გადარჩენილი სახელმწიფო. რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ და პატიოსან, ზნეობრივ ადამიანებს   შეუძლია.

„გამოგონილი ბელადებისა და მათი გემოვნებით შექმნილი პარლამენტებისა და მთავრობების ეპოქაში უკვე ვიცხოვრეთ.

ეს გზა არ  არის ქართული – ტაძართან ვერ მიგვიყვანს, ტაძრიდან იქ დარჩენილებსაც კი გამოიყვანს. ქვეყნის და ხალხის ხსნა არაა არც მილიარდელებში და არც ბელადებში, მით უფრო ყალბში. ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში,  ფრანგი ფილოსოფოსი და განმანათლებელი ვოლტერი ამბობდა: „ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს“. დღევანდელ საქართველოსთან მიმართებაში  კი ვიტყვი – ქვეყნის ხსნა მილიონერებში კი არა,  განათლებულ და ზნეობრივ ადამიანებშია.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

6.08.2015წ

იხ. ყველა მასალა 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *