(საზოგადოება)”ევროპას არ ახსოვს, ან არ უნდა ახსოვდეს, რომ დიდგორზე გამარჯვებით დიდმა მეფემ ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა” – თემურ შაშიაშვილი საზოგადოებას დიდგორობას ულოცავს

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი საზოგადოებას „დიდგორობის“ დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს დიდგორობაა-ქართველთათვის ეროვნული ღირსების დღე. გილოცავთ!

ევროპას არ ახსოვს, ან არ უნდა ახსოვდეს, რომ დიდგორზე გამარჯვებით დიდმა მეფემ ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა. ბედნიერებაა, როცა ცხოვრობ იმ განწყობით, რომ შენ დავით აღმაშენებლის შთამომავალი ხარ და იცი,რომ “თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდე პანტას!”

დიდგორის მემორიალი ერთერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ვოცნებობ ისეთ დროზე,როცა იგი ქართული ჯარის სულის ნაწილად იქცევა, როცა ქართველობა, საქართველოს შვილები და მეგობრები იამაყებენ ამ ადგილის დიდებით!

სწორედ ამისთვის შექმნა იგი სწორუპოვარმა მერაბ ბერძენიშვილმა-ეროვნული სულის პლანეტარულად მოაზროვნე კაცმა..

მინდა ვიფიქრო,რომ დავით აღმაშენებელის ძეგლი დაბრუნდება იმ ადგილზე,სადაც მისი აღმართვა საქართველოს პატრიარქმა აკურთხა. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს,უნდა გავაკეთოთ ხალხმა.“ – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *