ქართული ინტერესი   –  ბედნიერი ქართველი

 

qar„ქართული ინტერესი“ თემა, რომელზე საუბრის დაწყებას დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს „თეთრების“ ლიდერი.

„დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება  იმის გაცნობიერება, თუ რაში მდგომარეობს „ქართული ინტერესი“.  თუ რამე დაიჩრდილა  საქართველოში, სწორედ  ქართული ინტერესია. ჩვენ ვიცით ამერიკული, ევროპული, რუსული ინტერესი, ვიცნობთ ხალხს, ვინც ამ ინტერესებს ემსახურება, მაგრამ არ ვიცით რას ნიშნავს „ქართული ინტერესი“ და  არც  ის ვიცით, რეალურად, ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს, საერთოდ არის კი ქვეყანაში  ადამიანები,  ვინც ამ ინტერესებს ახორციელებს.

რაში მდგომარეობს ქართული ინტერესი?

ამ კითხვაზე  პასუხი ბევრია. ერთნი  ამბობენ რომ ეს არის ძლიერი საქართველო, მეორენი – რომ ეს არის გაერთიანებული, გაბრწყინებული საქართველო, მესამენი თავისუფალ საქართველოზე საუბრობენ. მე კი მიმაჩნია, რ ომ ქართული ინტერესი  უპირველეს ყოვლისა    არის ბედნიერი ქართველი.  ბევრს საუბრობენ თავისუფლებაზე,  ჩემის აზრით კი  თავისუფლება  არაფერს ნიშნავს თუ ბედნიერი არ ხარ.  ამიტომ ვამბობ, რომ სწორედ ბედნიერი ქართველია ქართული ინტერესი.  ბედნიერი ქართველი, ანუ განხორციელებული „ქართული ინტერესი“  არავისთვის იქნება ზიანის მომტანი, რადგან ქართველი არასდროს სხვის დამარცხებაზე, სხვის შევიწროვებაზე არ ფიქრობდა. ქართველი საკუთარ თავზე  გამარჯვებაზე ფიქრობდა ყოველთვის. სწორედ  ამით იზომება ქართველობა.

რა ებრძვის და რა ემსახურება ქართულ ინტერესს?

საქართველოს უბედურებაა ქუჩიდან მოსული ხელისუფლებაა.   ბოლო ოცი წელია დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩიდან. თუ გვსურს დიდი მომავალი , ქუჩის პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ქუჩის აქციებს ემხრობა,  საკუთარ სკამზე ფიქრობს უპირატესად. ქუჩის პოლიტიკოსებმა დაღუპეს საქართველო. სწორედ ეს ებრძვის ქართულ ინტერესს .

დღეს ცალკეული პიროვნებები ამბობენ,  რომ მათ გააცნეს საქართველო მსოფლიოს, რაოდენ  სასაცილოა ეს, როცა საქართველოს ჰყავს შოთა რუსთაველი!  მომავალ წელს დიდი პოეტის იუბილეა. მისი  მსოფლიო მასშტაბით ღირსეულად აღნიშვნა სწორედ ქართველთა ღირსების საქმეა, და ქართული ინტერესის გატარებას ემსახურება.

დიდი ქართული დღეა  დიდგორობა. დიდგორით აღმაშენებელმა გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია. მართალია, დღეს ევროპა ამას არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ მთელს მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ რომ დიდგორმა და დავით აღმაშენმებელმა ევროპა და ცივილიზაცია იხსნა.  სწორედ ამაშია  ქართული ინტერესი.

ქართული ინტერესი უნდა იყოს მთავარი ქვაკუთხედი, რასაც დაეყრდნობა ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ყველა ქართველი და საქართველოს შვილი. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ნაკლებად ფიქრობენ ამაზე.  მათ მეტად სკამების მოპოვება  აწუხებთ, სწორედ ამიტომ ვამბობ, საქართველოში დღეს პარტიების და პოლიტიკოსების დრო კი არა განათლებული ადამიანების დროა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა მივიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. პოლიტიკოსები აპირისპირებენ, მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება კი აერთიანებს. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, ურთიერთობათა ჰარმონიზაცია კი ძლიერთა, სწორედ ამაშია  ქართული ინტერესი – ქვეყანაზე  და არა სკამზე, თანამდებობაზე  ფიქრი, რაც გამოარჩევს კულტურის, მეცნიერების მოღვაწეებს,  სახელმწიფო კაცებს ზოგადად.

 

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სექტემბრიდან ტელევიზია „ქართული“ იწყებს გადაცემათა ციკლს „ქართული ინტერესი“ რომელსაც წაიყვანს პოლიტოლოგი ირაკლი მაჭავარიანი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *