პოლიტიკურ პარტიებს წავართვათ საარჩევნო კოდექსზე მონოპოლია (სტენოგრამა)

„თეთრების“ პოლიტსაბჭომ გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ ხასიას და მე , პარტიის თავმჯდომარეს დაგვავალა, რომ ჩვენი მოსაზრებები გამოგვეთქვა იმ პერიოდში, როცა პოლიტიკური სივრცე გაივსო დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებით. ერთმანეთის მტრად ქცეული პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან და ისევ რადიკალიზმი იმარჯვებს ქვეყანაში.
ჩვენს პარტიაში ძირითადად მეცნიერებასთან და ხელოვნებასთან, კულტურასთან დაკავშირებული ადამიანები არიან, ისინი შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პოლიტიკური რადიკალიზმი ძლიერდება ქვეყანაში. დამოუკიდებელი საქართველო პოლიტიკური რადიკალიზმით ცხოვრობს , 1992 წლიდან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ქუჩით მოდიან, რადიკალიზმის მომხრეა მოსახლეობის დაახლოებით 10% და პოლიტიკოსების 90 პროცენტი. ქვეყანა პრაქტიკულად რადიკალებს უჭირავთ ხელში.
სწორედ ამის გათვალისწინებით გვინდა დღეს ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ . თავშივე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომელიც სახელისუფლებო პარტიებს აქვთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მეორე ძალის, დაპირისპირებული ძალის პოზიცია, რომელიც ერთიანდება, არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით. ვთვლით რომ ერთიც და მეორეც დამღუპველია.
საერთოდ, პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს პოზიცია ასეთია: პოლიტიკურმა ძალებმა დაკარგეს ზომიერება ამ ქვეყანაში. პასუხისმგებლობა არც არასდროს გვქონდა და ზომიერება დავკარგეთ. ეს გათავხედება, რომელიც ბოლო წლებშია პოლიტიკურ პარტიებში, ძალიან მძიმედ დააწვება ქვეყანას.
მე ვეთანხმები ჩვენი პარტიის მეცნიერთა გუნდის მოსაზრებას, რომლებიც თვლიან, რომ ბატონმა ბიძინა ივან იშვილმა ერთი ნაწილი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ძალებისა გაამარგინალა და გააბოროტა. მეორე ნაწილი – გააფეტიშა. არც გამარგინალებული და გაბოროტებულია ქვეყნისთვის კარგი და არც გაფეტიშებული. ამ ორი ძალის ჭიდილია ქვეყანაში დღეს. ეს ისევ რადიკალიზმია. ამიტომ ჩვენ მოვედით სერიოზულ საკითხებზე სასაუბროდ.
ჩვენ თავშივე ვამბობთ: საარჩევნო კოდექსი უნდა იყოს ხალხისთვის. არ შეიძლება მონოპოლიზება გაუკეთოს საარჩევნო კოდექსს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, ან პოლიტიკურმა გუნდმა, თუნდაც ხელისუფლებამ. ჟურნალისტებს, ტელევიზიებს გთხოვთ ადამიანურად,, ხალხს უნდა გავაგებინოთ მთავარი: საარჩევნო სისტემა არის ხალხის. ხალხმა უნდა იცოდეს, რა საარჩევნო სისტემა გვაქვს. პოლიტიკური პარტიები არ უნდა ადგენდნენ საარჩევნო სისტემას , არამედ ამაზე უნდა მუშაობდნენ პროფესიონალები. იკითხავთ, ჩვენი წინადადება რა არის. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოსახლეობამ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოც უნდა წაართვას და ეს უნდა დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკურ პარტიებს წავართვათ საარჩევნო კოდექსზე მონოპოლია. ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი და ცალსახა. საარჩევნო კოდექსზე უნდა მუშაობდეს მეცნიერებათა აკადემია. საარჩევნო კოდექსზე უნდა მუშაობდნენ მეცნიერები. თავშივე ვამბობთ, რა განსხვავებაა პოლიტიკოსებსა და მეცნიერებს შორის? მეცნიერი ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და არა სკამზე, პოლიტიკოსი ფიქრობს ხელისუფლებაში მოსვლასა და სკამზე. ეს სრულიად განსხვავებულია.
რატომ იყო ყველაზე კარგი ის არჩევნები, რომლებიც ჩატარდა 1990 წელს? საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია. საარჩევნო კომისიაში იყო თითქმის ყველა მეცნიერი. თითქმის ყველა მეცნიერი. ყველაზე მშვიდი, ყველაზე წყნარი და თანაც ფორმაცია შეიცვალა ქვეყანაში უმტკივნეულოდ, პირველ ეტაპზე კომუნისტური ფორმაცია შეიცვალა და მოვიდნენ ეროვნული ძალები. და ამ განწყობამ ქვეყანა საერთოდ ეროვნულ ძალად აქცია, ანუ როცა მეცნიერებს ეკითხებოდნენ რაღაცას , როცა მეცნიერებს გავლენა ჰქონდათ ქვეყანაში, მაშინ პროცესები მშვიდად წყნარად და სწორად მიდიოდა. როგორც კი პოლიტიკოსებმა წაართვეს მეცნიერებს, განათლებულ ადამიანებს და ხალხს საქართველო, დაიწყო საქართველოში უბედურება.
ვეკითხები ჟურნალისტებს და მოსახლეობას. ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში? ხელისუფლებაში არიან ის ძალები, რომლებიც იყვნენ რვიანის შემადგენლობაში, რასაც თავად ხელი მოაწერეს, დღეს, როცა შევიდნენ პარლამენტში აკეთებენ იმის საწინააღმდეგოს. დღეს მათ მიერვე ხუთი წლის წინ, ანუ ოპოზიციაში ყოფნის დროს ხელმოწერილი დოკუმენტი რომ მიიღონ, აბსოლუტურად ბევრი რამ დალაგდება კარგად. მაგრამ ამას არ აკეთებენ.
დავაკვირდეთ მეორეს. არასაპარლამენტო ოპოზიციად წოდებული პარტიების გაერთიანება, რომელიც შედგება თერთმეტი პარტიისაგგან რომელიც სულაც არ მოიცავს მთელს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ჩვენი პარტია არ შედის ამ გაერთიანებაში, მიუხედავად იმისა,რ ომ ჩვენ ვართ სხვებთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, ჩვენ პატივს ვცემთ ყველას ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც და მიუღებლად მიგვაჩნია, ასე უხეშად სხვის იგნორირება. ჩვენ არც მივდივართ მათთან სასაუბროდ და ვამბობთ ხმამაღლა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 59 დეპუტატმა, ვინც დღეს არასაპატლამენტო ოპოზიციურ გაერთიანებას წარმოადგენს,ხელი რომ მოაწერა მაჟორიტარული სისტემის მოთხოვნას. დღეს იგივე ხალხი პარალმენტში აღარ არის და ებრძვიან მაჟორიტარულ სისტემას. ამ პოლიტიკოსებს შეიძლება მოუსმინო? აი ნახეთ , ვინ არიან ხელისუფლებაში. რომლებიც არ აკეთებენ იმას რასაც 5 წლის წინ ხელი თავად მოაწერეს და ხელსიუფლების გარედან დღეს მათ ებრძვიან ისინი, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ეს არის პოლიტიკური აბსურდი, რომლის გარემოშიც ცხოვრობს დღეს ქვეყანა.
ამიტომაც ვამბობთ ჩვენ , რომ ეს მეცნიერებათა აკადემიას უნდა დაუქვემდებარდეს. მე არ ვიცი , მეცნიერებათა აკადემია ამ წინადადებას მიიღებს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერთა კრებული შეიძლება შეიკრიბოს, ისინი პროფესიონალები არიან , იციან მსოფლიო გამოცდილება როგორია არჩევნების.
დღეს ლაპარაკობენ, ამერიკული სისტემა გვინდაო და იგივე პიროვნებები, ებრძვიან მაჟორიტარულ სისტემას. ამერიკა არის მაჟორიტარულ სისტემაზე აგებული ქვეყანა. მე არ მესმის ამ ადამიანების. ესენი უბრალოდ, იმაზე ფიქრობენ როგორ შევიდნენ პარლამენტში, და არა კოდექსზე, არა იმაზე, რაც იქნება ქვეყნისთვის კარგი და საუკეთესო.
კარგად მესმის, რომ ჩვენი მდგომარეობა არის მძიმე, რადგან ერთის მხრივ ვუპირისპირდებით იმ ხალხს, რომლებიც პარლამენტში არიან და ვთვლით, რომ აბსურდია, როგორ გადაწყვეტილებებსაც ღებულობენ ისინი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და მეორე, აბსურდია ის,რასაც ითხოვენ, გარეთ ვინც არიან.
თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ორთავე ძალა აგებულია ბელადზე.უნდათ პროპორციული არჩევნები, რომ ბელადი ჩაუდგეთ სათავეში. მოვიდა შევარდნაძე და შევარდნაძის ხათრით ავირჩიეთ უამრავი ვინმე. ბედნიერი ვარ იმით, რომ თავის დროზე უარი ვთქვი შევსულიყავი მოქკავშირის საარჩევნო სიაში. ეს ელდარ შენგელაიას შეუძლია დაადასტუროს, და არჩევნებში მონაწილეობა მივიღე დამოუკიდებულად . უფრო მეტიც, ქუთაისში როცა კენჭს ვიყრიდი, ჩემი ოფისი არ განვათავსე, იქ, სადაც შევარდნაძის პარტიას ჰქონდა განტავსებული შტაბი და ამით გავემიჯნე მათ. ვთქვი, რომ არავითარი პარტიები მე არ მჭირდება, მე არასდროს პარტიების ასეთ გაფეტიშებას მხარს არ დავუჭერ, ვიქნები ხელისუფლებაში თუ არ ვიქნები, ვიქნები პარტიის ლიდერი თუ არ ვიქნები, მე მიმაჩნია, რომ ქვეყანა ეკუთვნის ხალხს, ქვეყანა ეკუთვნის მოაზროვნე ადამიანებს და არა პარტიებს და პოლიტიკოსებს, როგორც ეს დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს.
მე ამ დეტალს ვამბობ იმის გამო, რომ დააკვირდით, სისტემა მინდა გითხრათ ჩვენ ვლაპარაკობთ, რატომ უნდა იყოს მეცნიერებათა აკადემიაში? მეცნიერებათა აკადემიაში უნდა იყოს თუნდაც იმიტომ და მე ვიცი ახლა ვიღაცა გაიცინებს, თუნდაც პარტიები, ვიცი მათ ი დამოკიდებულება მეცნიერების და ხელოვნების მოღვაწეებისადმი. ჩვენ პირიქით, ჩვენ ვართ ლამის ერთადერთი ძალა (ძალიან მინდა რომ ასეთი ბევრი იყოს, ალბათ სხვებიც არიან კიდეც ასეთები). ჩვენ ვთვლიდით, რომ ეროვნული ყრილობა უნდა შედგესს. ჩვენ ვიყავით ინიციატორები იმისა, რომ ბატონი ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით 50-მდე ცნობილი მოღვაწე იკრიბებოდა, ბატონი გოგი ქავთარაძე , რომელიც დღეს პარლამენტშია, მათ მინდა მივმართო, ხომ იყავით თქვენ იმ კომისიის შემადგენლობაში, რომელშიც ბატონი გიგა ლორთქიფანისთან თეატრალურ მოღვაწეთა კავშირში მოდიოდა ყველა პარტია და ხდებოდა შეხვედრები ამ მეცნიერებთან. ჩვენ ამის მომხრე ვიყავით. ვამბობდით, რომ ჩვენ გავთამამდით, გავყოყოჩდით, გავთავხედდით პოლიტიკური პარტიები და ძალები და აღარავინ აღარ გვინდა ამ ქვეყანაში გარდა სკამისა, ეს არის კატასტროფა, ამიტომ ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ ეს სისტემა უნდა დამთავრდეს.
მე ვთქვი, რომ შევარდნაძის დროს მე არ ვიყარე მათთან ერთად კენჭი,.მიხედევად იმისა, რომ შევარდნაძემ მე პირველი ნომერი შემომთავაზა სიაში და მე უარი ვთქვი იმის გამო, რომ არ მსურდა ვყოფილიყავი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში და რომელიმე ბელადს ამოვფარებოდი. დღეს კი პოლიტიკური პარტიები ისევ ეძებენ ბელადს.
პროპორციული სისტემა ვის უნდა? ვისაც არ შეუძლია მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება სწორედ ისინი ითხოვენ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. მე არ ვამტკიცებ იმას, რომ მხოლოდ მაჟორიტარულ სისტემაშია გადარჩენა, ასევე არ ვამტკიცებ იმას, რომ პროპორციულ სისტემაშია გადარჩენა, მე გეუბნებით ფაქტებს, დღეს დღეს არა ჰყავს სერიოზული პოლიტიკოსები ქვეყანას… ეშინიათ პოლიტიკოსებს მაჟორიტარული არჩევნების და ეშინიათ სწორად იმის გამო, რომ ფული იგებს, იმის გამო რომ ბელადის გამო იგებენ არჩევნებს .
ტელევიზიამ, პარტიამ ჟურნალისტებმა ყველამ, ხალხს უნდა ვუთხრათ , რომ არც ფულიანშია ქვეყნის გადარჩენა და არც ბელადშია ქვეყნის გადარჩენა. ქვეყნის გადარჩენა არის წესიერ ხალხში და მოაზროვნე ადამიანებში.
ჩვენი პარტია ხმამაღლა ამბობს, გვირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი გვიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გვიკრავდნენ ტაშს. იმიტომ,რომ ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე და პროგრესთანაა ქვეყანა დაკავშირებული და არა იმასთან რომ ხალხის ენაზე ილაპარაკო და ხალხს ებრძოლო, არისტოტელე კარგად ამბობდა: „ხალხის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსი არის ქვეყნის მტერიო“ . დღეს პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ხალხის ენაზე, მაგრამ არ ესმით ხალხის. არ იზიარებენ ხალხის მოსაზრებებს, უბრალოდ ხალხის ენაზე ლაპარაკობენ იმიტომ, რომმ არჩევნებზე გავიდნენ. მათ ისწავლეს ძალიან კარგად პიარი, ამ საქმეში ყველაზე კარგად არიან ამერიკისაგან დაფარული პოლიტიკური პარტიები,ამ სიტყვის მნიშვნელობით მათ ასწავლეს პიარი, თავად ამერიკამ უარი თქვა უკვე პიარის პოლიტიკაზე და რეპუტაციის ინსტიტუტზე გადავიდა, ანუ ამერიკაში აღარ ირჩევენ უკვე პიარით ადამიანებს, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოშიც უნდა შემოვიღოთ რეპუტაციის ინსტიტუტი რადგან მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციას შეუძლია სიტუაციის შეცვლა.
ამ მიმართებით, გენიალური იყო ბატონი მიხეილ ქურდიანის წინადადება, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი უნდა შეიქმნასო, და ამას ასაბუთებდა ასე, რომ პოლიტიკოსები ხან ერთს ლაპარაკობენ, ხან მეორეს და ფიქრობენ სკამზე და არა ქვეყანაზე . მაგალითები იყო ასეთი: ვინც რკინიგზის გადაკეტვით გვეუბნებოდა , რუსეთს დავაჩოქებ და გავანადგურებთო,, ცოტა ხანში გვითხრა, რომ რუსეთშია გადარჩენა. ვინც გვიმტკიცებდა, რომ დსთ-ში შესვლა არის გადარჩენა, ბარამიძე იყო ასეთი, რომელიც მაშინ შევარდნაძესთან იყო, მერე თავადვე გვიმტკიცებდა იმას, რომ დსთ – მ დაგვანგრია . მაჟორიტარულ სისტემაზე გითხარით, ყველაზე კლასიკური მაგალითი არის ერთი რამ,რვიანებზე მოგიყევით, პოლიტიკოსები, რომლებმაც რუსეთის ინტერესები განახორციელეს ქვეყანაში საქართველოს წინააღმდეგ, პიარის საშუალებით გვევლინებიან ყველაზე ანტირუსულ ძალად ქვეყანაში. სააკაშვილი დღეს გამოდის ქვეყანაში და არის მთავარი ანტირუსული ძალა. მე ვერ გეტყვით, რომ რომელიმე ეპოქაში ვინმეს გაეტარებინა ისეთი რუსული პოლიტიკა, ანუ იმდენი მიეღო რუსეთს, საქართველოდან, რამდენიც მიიღო სააკაშვილის დროდ. დღეს მთელი ეკონომიკა რუსეთის ხელშია, ტერიტორიები წაგვართვა, კაცი, რომელმაც მთელი ეკონომიკა განსაკუთრებით ენერგეტიკა, ჩაუგდო ხელში რუსეთს , დღეს ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთის მტერი ვარო. აი, რას ნიშნავს პიარი, რატომაა საჭირო რეპუტაციის ინსტიტუტი.
მე ხმამაღლა ვსაუბრობ და ჩვენს გვერდზე tetrebi,org გამოვაქვეყნე ყველაფერი, რას ვამბობდი, მერი რომ ვიყავი, მერე გუბერნატორი რომ ვიყავი, რას ვლაპარაკობდი შევარდნაძეზე, რას ვლაპარაკობდი მერე… მე ყველაფერი მაქვს მოცემული ერთად. მე მივესალმები ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც მიჩვენებს იმას, რომ პოზიცია სხვა მქონდა. შევარდნაძე მეუბნებოდა, ოპოზიცია არ მაკრიტიკებს ისე, როგორს შენ მაკიტიტიჯებოო, მე კი ვეუბნებოდი, მე კი არ მძულხარ, და კი არ გებრძვი, მინდა რომ იპრეზიდენტო, რასაც იგი არ აკეთებდა და ეს იყო უბედურება,
გამოკვეთილად მინდა ვთქვა, პოლიტიკოსების გამოსვლებში აშკარად ჩანს, ვინ საიდან იმართება. ვინც მარიხუანას ლეგალიზაციაზე ლაპარაკობს,გასაგებია, საიდან იმართება, ვინც სექსუალურ უმცირესობების უფლებებზე საუბრობს, გასაგებია, საიდან იყვნენ , ვინც ამბობს რკინიგზა გავიყვანოთ, გასაგებია ვის ენაზე ლაპარაკობს … სად არის ქართული ლაპარაკი ?! სად არის საქართველო,? საქართველო არ არის არსად, დაიკარგა.ამიტომ გვინდა რომ რომ მეცნიერებათა აკადემიაში, მეცნიერთა მონაწილეობით, დაბრუნდება საქართველო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი
დღეს არის 40 დღე რეზო ჩხეიძის ამქვეყნიდან წასვლიდან. ბოლო წერილში რომელიც მან ასე დაასათაურა, „ჩემი თხოვნა ერისა და ბერისადმი.იქნებ უკანასკნელიც“ მან გამოხატა რამდენიმე თხოვნა, პირველი – მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი მეორე – შოთა რუსთაველის 850 წლისთავი ღირსეულად აღინიშნოს მომდევნო წელს, მესამე – 16 წლამდე ბავშვების და 65 წელს გადაცილებულ ქალების ან მამაკაცების (თუ მათ მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ) პატიმრობიდან განთავისუფლება…. არც ქართველთა კონგრესის აღნიშვნისთვის სცალიათ დღეს პოლიტიკოსებს, არც რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნისათვის, და არც პატიმართა გასაჭირისთვის. „ქართული ერთობის დარბაზს“ არავინ შეერთებია ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ორმელიც გამოეხმაურა მათ მოწოდებას და შევუერთდით . ჩვენ ვიყავით ეროვნული ყრილობის მოწვევის სათავეებთან. ჩვენ ვიყავით“ სახალხო კრებაში“ იმიტომ რომ იქ მარტო პოლიტიკოსები არ იყვნენ , ჩვენ ვართ მეცნიერებათა აკადემიასთან, იმიტომ რომ მეცნიერებათა აკადემისათან არის ქვეყნის გამარჯვება. ჩვენ ვართ „ ქართული ერთობის დარბაზში“, იმირომ რომ იქ არიან გენიალური ადამიანები ჩვენი ქვეყნის და კიდევ უფრო მეტი შეუერთდება. სადაც მარტო პოლიტიკოსები არიან იქ არის ნგრევა. ჩვენ არასდროს არ ვიქნებით იმ საკონსულტაციო ჯგუფებში, სადაც არიან მხოლოდ პოლიტიკოსები, ჩვენ ვთავაზობთ პოლიტიკოსებს: მეცნიერებათა აკადემია, დამოუკიდებელი ექსპერტები, ყველა პარტია – შევიკრიბოთ მეცნიერებათა აკადემიაში და ეს გადაცემები გაშუქდეს ტელევიზიით რათა მთელმა საქართველომ ნახოს ვინ რით ასაბუთებს, როგორ ასაბუთებს, რა პროგრამები აქვთ, ხომ უნდა იცოდეს საქართველოში ხალხმა, რომელ პარტიაში ვინ არის, ჩვენ არ გვყავს პარტიაში ის ადამმიანები, რომლებიც ქუჩაში იყვირებენ. ვინც ქუჩაში ყვირის, დღეს იმას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.მ
რეზო ჩხეიძე, უნიკალური რამე თქვა წერილში: ინტელიგენციის შეცდომა და ჩვენი შეცდომა ის იყო რომ პოლიტიკოსებს დავუთმეთ საქართველოო.“ დაიბრუნეთ განათლებულმა ადამიანებმა, მეცნიერებმა საქართველო პოლოტიკოსებისგან და საქართველოში ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ვისაც გეგონათ, რომ ბელადი გადაგვარჩენდა, ცდებოდით, ბატონებო! ვისაც გეგონათ,რ ომ მილიარდერი გადარგვარჩენდა – ცდებოდით ბატონებო! ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე ჩემს შეფასებაში, მაგრამ მიმაჩნია რომ საქართველოს გადარჩენა არის განათლებული ადამიანების ხელისუფლებაში, იმ ხელისუფლებაში, რომელიც გარედან არ იმართება. .



