პრესრელიზი

ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშია, პირდაპირ ვიტყვით, საგანგაშოა, როცა საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი თავს ოპოზიციად აცხადებს და უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას და მთავრობას.

foto80მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებული 30 ორგანიზაციის სახელით საორგანიზაციო ჯგუფი პროტესტს იწყებს თბილისში, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შერჩეული დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილიდან. სააკაშვილის რეჟიმმა აღმაშენებლის ძეგლს ხალხთან და ავტორთან შეუთანხმებლად, თვითნებურად ადგილი შეუცვალა.
სიმბოლურად პროტესტის ფორმა გაგრძელდება ქუთაისში. კერძოდ, 19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ვეწვევით ქუთაისს. 19 დეკემბერი მართლაც ტრაგიკული დღეა. 3 წლის წინათ, ნიკოლოზობა დღეს ქუთაისში აფეთქებული იქნა „ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად“ შერაცხული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელთქმნილი დიდების მემორიალი. აფეთქებას შეეწირა უმანკო ბავშვისა და მისი დედის სიცოცხლე. სამწუხაროდ ამ ცოდვილ ადგილზე აგებულ იქნა საქართველოს პარლამენტის შენობა. აქცია შედგება 19 დეკემბერს, 14 საათზე, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა დიდების მემორიალი.
20 დეკემბერს შეხვედრებს გავმართავთ ქუთაისის ინტელიგენციასთან.

21 დეკემბერს მარტვილში, ჭყონდიდელის ადგილ-სამყოფელს ვესტუმრებით.

22 დეკემბერს საპროტესტო აქციები გაიმართება ზუგდიდსა და ფოთში.

23 დეკემბერს – ოზურგეთში.

24 დეკემბერს კი – ბათუმში.

ბათუმის შემდგომ შემაჯამამებელი შეხვედრა შედგება თბილისში მერაბ ბერძენიშვილის ცენტრ „მუზაში“.

ქართველი ხალხის მიზანია, 2013 წლის 4 იანვარს დამთავრდეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა. საქართველოს მოქალაქეების საპროტესტო მუხტი შედეგს გამოიღებს და სააკაშვილი ვეღარ შეძლებს თვითნებურად გაიხანგრძლივოს ვადა 2013 წლის ოქტომბრამდე.

პრეს-სამსახური
საკონტაქტო პირი: ქეთი ყველაშვილი
ტელ. 599 58 22 90

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *