სადღესასწაულო დღეებში, მთავარ თემად მათ აქციეს მორიგი ტყუილი

news_71964„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ენდიაის მორიგ კვლევებს ქართველი ხალხისა და ქართული ტრადიციებისთვის შეურაცხოფად მიიჩნევს

მის  მიერ დღეს  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია

„ჯერ ერთი „ენდიაის” კვლევები რეალობას   არ ასახავს და არავითარი საერთო არ აქვს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებულ კვლევასთან, ეს ორგანიზაცია აკეთებს იმას, რაც უნდა შემკვეთს, ანუ  დასავლეთის გარკვეულ რეაქციულ წრეებს. მაგრამ ყველაფერი რომ მართალი იყოს ენდიაის კვლევებში და საეჭვოდ  რომ არაფერი მიგვაჩნდეს, დავაკვირდეთ, როდის გამოაქვეყნა ამ ორგანიზაციამ კვლევის შედეგები – ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, როგორიცაა მცხეთობა  მოწამეთობა,  თბილისობა  და ეს პოლიტიკური თემა ტაძრებში განსჯის საფუძვლად აქცია.ეს არის ქვეყნის ტრადიციებისადმი  და სულიერი ფასეულობებისადმი უპატივცემულობა და აგდებული დამოკიდებულება. 

ნამდვილი მეგობრები ასე არ იქცევიან! ყველა ქართველი მართლმადიდებელისათვის მნიშვნელოვან დღეებში,   მთავარ თემად მათ აქციეს მორიგი ტყუილი და ქართველი ხალხის აზრის შეურახმყოფელი დამახინჯება.  არაფერს ვამბობთ, რომ კვლევები სრულიად აყალბებს საქართველოში მოსახლეობის განწყობის რეალურ სურათს.

ტანკებითა და მძიმე იარაღით ნაკლები ზიანი მიადგებოდა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ენ-დიაი აყენებს თავისი გაყალბებული კვლევებით .და რაოდენ მძიმეა იმის აღიარება, რომ დღევანდელი ხელისუფლების 80 პროცენტი პრეზიდენტიდან და პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული და მინისტრებით გაგრძელებული  და წინა ხელისუფლება 100 პროცენტი ენდიაის და სოროსის მიერ გამოზრდილი კადრებით  არის დაკომპლექტებული.  ეს არის სრული კატასტროფა ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. თუ კაცები ვართ, თუ გვაქვს ქართული სისხლი,დავდგეთ საქართველოსთვის!”

18.10.2015წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *