(postaliono)„პოლიტიკამ დაკარგა გონება, ასპარეზი აქვთ გამყიდველებს – პარტიიდან პარტიაში მომთაბარეებს“

1445„ოდითგან ოქტომბერი ქართველთათვის ეროვნული სიამაყის თვე იყო. ამ თვესთანაა დაკავშირებული დიდი ქართული დღესასწაულები. სულიერებასთან, უფლის დიდებასთან, ტრადიციებთან დაკავშირებული დღესასწაულები. ქართველთა და საქართველოს შვილთა ამ განწყობას საბჭოთა პერიოდმაც კი ვერაფერი დააკლო. მე ვფიქრობ, რომ გააძლიერა კიდეც. 1990 წლის 28 ოქტომბერმა დიდი ქართული გვირგვინი დაადგა ოქტომბერს და საქართველო ერთ ეროვნულ ძალად აქცია. ქვეყანა თავისუფლების და დამოუკიდებლობის გზა-ს დაადგა, მაგრამ როცა გვეგონა, რომ ყველაფერი ცუდი დამთავრდა, ვიფიქრეთ, რომ სამშვიდობოს გავედით, მაშინ დაიწყო უბედურება. ერთ ეროვნულ მუშტად შეკრულ ქვეყანაში, შიდა გამყიდველების და ყოველგვარი ეროვნულის _ მართლმადიდებლობის, ტრადიციების მომშლელ გარე ძალების შეკავშირებით დაიწყო მძლავრი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პროცესი, 1991 წლიდან საქართველო გამყიდველებიდან -გამყიდველებამდე პოლიტიკური ეპოქებით ცხოვრობს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში მთავარ პოლიტიკურ არენად იქცა ქუჩა, ქვეყანაში მძლავრობს ემოცია. პოლიტიკამ დაკარგა გონება, ასპარეზი აქვთ გამყიდველებს – პარტიიდან პარტიაში მომთაბარეებს, ასპარეზი აქვთ ქუჩის პოლიტიკოსებს. დამოუკიდებელ საქართველოს პრაქტიკულად ქუჩა და ქუჩის პოლიტიკოსები მართავენ. ქუჩა აერთებს ქუჩის პოლიტიკოსებს სკამისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლაში და ხელისუფლებაში მისულთ ქუჩავე შლის სკამების გაყოფისათვის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში დაიკარგა საქართველო.

თითქოს ეს ყველამ ვიცით, ვსაუბრობთ, ამაზე, მაგრამ ყველა არჩევნებში ისევ და ისევ გონებას ფული ამარცხებს. ფული კი ყოველგვარი ტრადიციულის წინააღმდეგ მიმართულ გარე ძალებს ბევრი აქვთ, საყრდენებიც კარგი იშოვეს ქვეყანაში და ქვეყანა, რომელსაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან წარმატების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, დაამშიეს და დააუძლურეს. ხალხი ადვილად მართვადი გახადეს.

მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ ვამბობ პირდაპირ. ქვეყანაში,სადაც უფალი უნდა მეფობდეს, პოლიტიკური ფულით გავსებული მედროვენი და მოღალატენი მეფობენ!

სწორედ ოქტომბერი იქცა ასეთი ძალების გაფეტიშების თვედ.

1998 წლის 19 ოქტომბერი და ენდიაი -ს კვლევების გამოქვეყნება ჩემთვის ერთი მედლის ორი მხარეა, ერთი სასწორის ორი ჯამია. მაშინ რუსეთიდან ანტიქართული ძალებისგან იყო მართული ყველაფერი. ცენტრად ბათუმი იყო მიჩნეული, ბათუმიდან იმართებოდა დასავლეთიდან თბილისისაკენ ტანკების მსვლელობა.

ბოლო წლების და განსაკუთრებით, წლევანდელი ოქტომბერის, მთავარი მამოძრავებელი ძალა დასავლეთის მასონურ-სატანისტური ძალებია. მაშინაც დოლარებით სავსე ჩემოდნები ეჭირათ ხელში ანტიქართული საქმეების სათავეებთან მდგომთ, დღესაც დოლარებით სავსე ჩემოდნებით ებრძვიან ყველაფერს ქართულს, განსხვავება ერთშია: რუსული ტანკი შეცვალა მეგობრად წოდებულმა სატანამ.

პრაქტიკულად არ შეცვლილა მთავარი მოქმედი გმირები. 1998 წლის 19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი სწორედ ბათუმში იყო, როგორც მერე თვითონ იტყვის „შემთხვევით“. ჩემი აზრით კი სიტყვა „შემთხვევითობა“ მოყვა დამარცხებას, გამარჯვების შემთხვევაში კი ის დროშით შემოვიდოდა თბილისში.

დღესაც, ჩვენს ქვეყანაში ანტიქარტულ პროცესებს უკვე მეორე საზღვაო ქალაქიდან -ოდესიდან მართავენ მისი ხელდასმით ანტიქართულად მომართული ძალები. გარე ძალებისათვის დიდი სიმდიდრეა ასეთი ფიგურა, რომელიც ადვილად მართვადია და დემოკრატიის თამაშით, პატრიოტიზმის საფარველს ქვეშ ყოველგვარი ქართულის დაცვის საბაბით რეალურად ანტიქართულ საქმიანობას ეწევა. ერთი, ყველაზე საშიში განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ მოვლენებს შორის იმაშია, რომ 1998 წელს საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა პოლიტიკური პარტია – სექტა. დღეს კი ნაცმოძრაობის ნარჩენები გადაიქცა ერთ პოლიტიკურ სექტად და დარჩენილი წევრები პრაქტიკულად პოლიტიკური სექტის წევრებად იქცნენ აქედან გამომდინარე შედეგებით,

საქართველოსთვის მეტად მძიმე შედეგების მომტანია ისიც, რომ 1998 წლის უმძიმესი დღის ანალიზი არ მოხდა, იმ მოვლენების როგორც დამარცხებულ, ასევე გამარჯვებულ მონაწილეებს არ აწყობდათ იმ კაცის პროპაგანდა, ვინც ავბედით დღეს თბილისისაკენ დაძრულ ოცზე მეტ საბრძოლოდ გამართულ ტანკს და საომარი ჟინით ანთებულ, ემოციების ზღვარზე მყოფ კბილებამდე შეიარაღებულ სამხედროებს საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაუდგა წინ და თბილისში დაძრული კოლონები არ გამოატარა. ხაზს ვუსვამ, კოლონები მხოლოდ თბილისისკენ მოიწევდნენ, ისინი მხოლოდ გატარებას მოითხოვდნენ არაფერი სხვა არ სურდათ, მაგრამ იმერეთმა და ქუთაისმა არ გაუშვეს ტანკები და დედაქალაქი კატასტროფისგან იხსნეს. ბევრს არ აწყობდა იმ პიროვნების და იმერეთის პროპაგანდა, ამიტომაც მიიჩქმალა ეს ყოველივე.

მინდა ვიფიქრო, რომ მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე მოქმედებდა, უფრთხილდებოდა რა ჩემს სიცოცხლეს, როცა მთხოვდა, რომ კოლონები გამეტარებინა. შევარდნაძესთან ჩემი სატელეფონო საუბრის მომსწრეა ორი პიროვნება: მაშინდელი ქუთაისის მერი ბატონი ბადრი მელქაძე და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ბატონი რამაზ მხეიძე.

ამ საუბარს პარალელურ ტელეფონზე ისმენდა მეუფე კალისტრატე (პრეზიდენტმა მაშინ დარეკა როცა ტელეფონით ვსაუბრობდი მეუფესთან)

შევარდნაძის თხოვნაზე ჩემი პასუხი იყო: „გადაივლიან ჩემზე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ თბილისაკენ წამოსვლას! თქვენ შეგიძლიათ გამათავსუფლოთ, მე ვიქცევი ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია იმერეთს და ქუთაისს!“. ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს. უარყოს ვინმემ, რომ დილით როცა სამტრედიაში მარტო ჩავედი და დავხვდი ტანკებს წინ, 50-მდე პოლიციელი, სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად, განიარაღებული და ხელებაწეული ჰყავდათ იარაღის ქვეშ. იქ დაბეჩავებულ მდგომარეობას სიკვდილს ვამჯობინებდი…

წლებია გასული იმ მოვლენიდან, მაგრამ დღემდე არც 19 ოქტომბრის, არც ეპოქის ანალიზი გაუკეთებია ვინმეს. ერთადერთი, ვინც ხმამაღლა თქვა ამ ხნის განმავლობაში, რომ ეპოქის ანალიზის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს, არის „ქართული ერთობის დარბაზი“ და მე სრულად ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

მაინც რა მოხდა 1998 წელს? უამრავი კითხვა არსებობს. რატომ ჩატარდა ლტოლვილთა ყრილობა აჭარაში მაინდამაინც იმ დღეს? რატომ იყო, მიხეილ სააკაშვილი ზუსტად 19 ოქტომბერს ბათუმში, საიდანაც დაიწყო ამბოხი? რატომ ჩავიდნენ ლტოლვილთა ყრილობის მონაწილეები იმავე დღეს სამტრედიაში? რატომ გაემართა ფეხით მაინცდამაინც იმ დღეს თბილისისკენ ლტოლვილთა ჯგუფი კაკუბავას ხელმძღვანელობით ? რატომ ჩამოვიდნენ ისინი სამტრედიაში მანქანებით და მხოლოდ სამტრედიიდან დაიწყეს ფეხით მსვლელობა,რატომ არ წამოვიდნენ ფეხით ბათუმიდან, თუ ფეხით მსვლელობა იყო მთავარი? რატომ დაემთხვა მათი მსვლელობა სენაკის სახედრო ნაწილში ამბოხს და ნაწილიდან ტანკების მსვლელობას თბილისისკენ? რატომ მოყვებოდა ამბოხებულებს მხოლოდ რუსთავი-2-, მაშინ როცა იქ სხვა ტელევიზიებს არ უშვებდნენ.? დღემდე რატომ არ არის სრულად ნაჩვენები მთლიანად ის მასალა, რაც ტელევიზიამ გადაიღო? რატომ დღემდე არ გამოქვეყნებულა სამხედრო პროკურატურაში გაკეთებული ჩემი ვიდეოჩვენება, რომელიც იმ პირობით მივეცი, რომ ის საჯარო გახდებოდა? რატომ არის ამბოხის ყველა მთავარი ორგანიზატორი მოკლული ? რატომ და ვინ მოკლა ამბოხის ხელმძღვანელი აკაკი ელიავა მაინდამაინც ზესტაფონში? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა… ერთია მხოლოდ ფაქტი, პროცესებს ხელმძღვანელობდა „მოქალაქეთა კავშირი“ რომლის გენერალური მდივანიც მაშინ იყო მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ დღემდე ამ მოვლენების შეფასება არ გაკეთებულა, შედეგი კი ყველასთვის სავალალოა.

დღესაც იგივე ხდება, მაგრამ თუ პროცესებს წლების წინ რუსეთიდან დაფინანსებული, არცთუ შეკრული პოლიტიკური პარტიები მართავდნენ, დღეს უკვე სექტებად ქცეული, დასავლეთიდან გაცილებით უფრო მძლავრად დაფინანსებული პოლიტიკური ძალები აწარმოებენ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას .

ეჭვი მეპარება, რომ დღეს, რომელიმე გაზეთი ან ტელევიზია გაიხსენებს 1998 წლის 19 ოქტომბერს, რადგან მაშინაც და დღესაც საქართველოში მოქმედებს ერთი და იგვე გარედან მართვადი ანტიქართული ძალები, რომლებსაც არ აწყობთ ამ მოვლენების გახსენება და ანალიზი.

ერთი შემიძლია ხაზგასმით ვთქვა. საქართველოს ისტორიამ არ იცის უფრო მეტად გარედან მართული პიროვნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია. ხატოვნად რომ ვთქვათ, ის დღეს ოქროს ფონდია როგორც რუსეთის რეაქციული, ასევე დასავლეთის მასონური ძალებისთვის, თუნდაც იმ მიზნით, რომ საქართველოში მუდმივი დაპირისპირებები გააღვივონ, აქ მეფობდნენ ქუჩის პოლიტიკოსები და ვერასდროს გაიმარჯვოს გონიერმა ძალამ.

ჩვენ, ვისაც ქართული სული გვიდგას, ვინც პატივს სცემს წარსულს და ვინც ეროვნული იდეით გაერთიანებულ სახელმწიფოზე ვფიქრობთ, უნდა შევძლოთ მასონურ ძალების შეჩერება, რომელსაც საქართველოში წარმოადგენენ სოროსის ფონდი, ენდიაი, თავისუფლების ინსტიტუტი, ასევე ის არასამთავრობოები, ვინც გარედან ფინანსდება და მალავს დაფინანსების მასშტაბებს. კატასტროფაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების 80 პროცენტი და წინა ხელისუფლების 100 პროცენტი სწორედ ამ ინსტიტუტების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, საუბარია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებზე პრეზიდენტიდან დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარითა და მინისტრებით, რიგითი პარლამენტარებით დამთავრებული.

დღეს ქართველობა, ქართულისადმი პატივისცემა, საქართველოს შვილობა და ნამდვილი მეგობრობა მძიმე ჯვარის ტარების ტოლფასია. მაცხოვარმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანებს თავისუფლება მისცა. ჩვენ მოვალენი ვართ თავისუფლების ჯვარი ღირსებით ვატაროთ!“

ეს განცხადება ამჟამად უცხოეთში ვიზიტად მყოფმა „თეთრების“ ლიდერმა გააკეთა , სადაც იგი ჩვენს თანამემამულეებთან მართავს შეხვედრებს. „თეთრების“ ლიდერი მზადაა დაინტერესების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებთან გაიხსენოს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დრამატული თარიღი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც თვითონ იყო იმერეთის გუბერნატორის რანგში და რომელიც გარკვეული ძალების მცდელობით სურთ, დავიწყებას მიეცეს.

19.10.2015წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *