თემურ შაშიაშვილი: საზოგადოება უნდა  გაერთიანდეს  სისტემური ცვლილებების, ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის ირგვლივ

დღეს, ქ. ოზურგეთში, მოქალაქეთა ერთ ჯგუფს შეხვდა პოლიტიკური პარტია „თეთრების“ დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილი. რომლის ჩამოსვლის მიზანი მეცნიერებათა კონგრესის პროგრამის _მომავალი საქართველოსათვის გაცნობა იყო.თემურ შაშიაშვილის თქმით, ქვეყნის მომავალი არა ბელადებთან და მილიონერებთან, არამედ განათლებულ და ღირსების მქონე ხელისუფლებასთან, არა პარტიულ, არამედ პიროვნებათა, პროფესიონალთა ხელისუფლებასთან და მეცნიერულ პროგრამებთანაა დაკავშირებული. ამიტომ სთხოვს გაერთიანდეს საზოგადოება სისტემური ცვლილებების, მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამის ირგვლივ. მან  შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მეცნიერებათა კონგრესის წერილი  საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი._ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს მისი კონსტიტუციური მოვალეობა: ხალხს ჰქონდეს საარსებო მინიმუმი, საცხოვრისი, დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა და ქვეყანაში იყოს განათლების მიღების თანაბარი პირობები.. დაცული იყოს სამართლიანობა, კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს, მოიხსნას ყოველგვარი პრივილეგიები დეპუტატებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთათვის და გაცნობიერდეს, რომ ხელისუფლება უფროსი კი არა,  მსახურია, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელისუფლება უნდა ასრულებდეს მის უპირველეს და უმთავრეს ფუნქციას: ქმნიდეს კონკურენტულ გარემოს და ადამიანი იყოს დაცული.შეიძლება თქვენ მიგაჩნდეთ, რომ ხელისუფლება ყველაფერ ამას ასრულებს. ღია დისკუსია ყველაფერს მოჰფენს ნათელს. თუნდაც იმას, რომ დღეს საარსებო მინიმუმი არა 200-250 ლარის ფარგლებშია, როგორც ამას გვარწმუნებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ 1100-1300 ლარის, როგორც ამას ჩვენ და დამოუკიდებელი ექსპერტები ვამტკიცებთ, და თუ აშშ და ევროპის საარსებო კალათის ღირებულებიდან ამოვალთ, ეს ციფრი 2-3-ჯერ გაიზრდება.

დიახ, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ, ადამიანებს არსებობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვცხოვრობდეთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში _განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „თეთრების“ წარმომადგენლები, მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე და ნოდარ აბზიანიძე.

წყარო “ალიონი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *