თეიმურაზ შაშიაშვილი: ამ პოლიტიკურ თამაშებს უკვე ათწლეულებია ეწირება ქვეყანა….

 

„ამ პოლიტიკურ თამაშებს უკვე ათწლეულებია,. ეწირება ქვეყანა…“, – .ასე ეხმაურება  „თეთრების“ ლიდერი და მეცნიერთა კონგრესის წევრი თეიმურაზ შაშიაშვილი ‘ქართული ოცნებიდან“ წასული ე.წ. ოთხეულისა და ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ხალხის ძალის“ შექმნას,  ასევე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.

„ღმერთმა ჰქნას ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია,რომ ამ პოლიტიკურ თამაშებს უკვე ათწლეულებია ეწირება ქვეყანა….გარე ძალთა პოლიტიკა კი არ იცვლება- ძალაუფლების შენარჩუნების ერთი და იგივე სისტემაა მოქმედებში:

გაიყო გამსახურდიას გუნდი, გაიყო შევარდნაძის გუნდი, გაიყო სააკაშვილის გუნდი,იყოფა ივანიშვილის გუნდი! ვინ იქნება შედეგი?

შენარჩუნებულია ქვეყნის გარედან მართული ხელისუფლებები…ძალაუფლება სოროსული გუნდების ხელშია.. ხალხს ართობენ სანახაობით..ქვეყანა იცლება ქართველებისგან, მას უცხოტომელები ეპატრონებიან..გარეთაც სხვისი მსახურები ვართ და ქვეყანაშიც… პარტიიდან პარტიაში მომთაბარე და გამყიდველი ქართველები ცხოვრობენ ფუფუნებაში,ქვეყნის ერთგულები მონობასა და სიდუხჭირეში!

გამოსავალი ერთშია, გამოვფხიზლდეთ,დავასრულოთ ეს პრიმიტიული პოლიტიკური ეპოქა და დავიწყოთ მეცნიერების ერა ! სხვა გზა არ გვაქვს ფულით , ქურდებით და გარე ძალთა დახმარებით კი არა,სიკეთით გამარჯვება სჭირდება დღეს ჩვენს სამშობლოს!„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ამ საკითხებს გან იხილავს მეცნიერთა კონგრესი ყოველკვირეულ ოთხშაბათის შეხვედრებზე, უახლოესი შეხვედრა გაიმართება სიმონიანთხევში ტარიელ ხარხელაურის ეზო-გარემოში… შეხვედრებს აშუქებს ტელეკომპანია „ქართული TV” შეხვედრები ღიაა ყველს მსურველისთვის, ვისაც საქართველოს მდგომარეობა აწუხებს და ვითარების გამოსწორებაზე ფიქრობს.

დასწრება თავისუფალია..

ამ თემაზე ისაუბრებს თავად შაშიაშვილი პარასკევის 19:00 საათზე ტრადიციულ ფეისბუქლაივში, რომელიც ტრადიციულად, ცოტნე დადიანის N26 – დან იმართება. მასზე დასწრება ასევე ყველას შეუძლია, ვინც იზიარებს ან არ იზიარებს რესპონდენტის მოსაზრებებს.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

4.10.2022

პ.ს. მასალა დაეგზავნა საქართველოს წამყვან  საინფორმაციო სააგენტოებს. რომელთა შორის არიან: მედიანიუსი  პრაიმერი ინფო კვირა.ჯი,ჯი-ეიჩ-ენი, აიპრესი, პია.ჯი, ინტერპრესნიუსი,. პალიტრანიუსი, რეპორტიორი , ნიუპრესი,. ჯიემთივი,. ტოპნიუსი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *