ამ დამანგრეველ პროცესსაც აქვს ერთი პოზიტივი….მას დანახვა უნდა!

 

„არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს ყველაზე ძლიერმა საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესად ტელევიზიებმა,  თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრახვების განხორციელებას, რომ მას არ ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა. ამ საქმეში  „რუსთავი 2“ პირველობდა მრავალი სხვა კი მას ემსგავსებოდა.  იქნებოდა სააკაშვილიც და “ნაც.მოძრაობაც” არარაობა იქნებოდნენ  მათ გარეშე. სწორედ მათ შეიყვანეს ხალხი შეცდომაში.

მოსახლეობაზე საინფორმაციო ტერორის განხორციელების ეს დამანგრეველი პროცესი დღესაც გრძელდება. სამწუხაროა, რომ აგიტპუნქტ-ტელევიზიებს მხარდამჭერი და მაყურებელი ჰყავს.

ამ დამანგრეველ პროცესებმა  წარმოაჩინეს პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის ვაჭრული სული და ნამდვილი სახე. ამაზრზენია პოლიტიკოსთა საკმაოდ დიდი ნაწილის ქცევა,პოზიცია,რომელსაც გამოხატავენ დღეს იმასთან დაკავშირებით,რასაც გუშინინ საშინელებას ეძახდნენ.  დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა,რომ პოლიტიკოსთა ამ შემადგენლობით არც ხალხი უნდა ელოდეს სიკეთეს და არც ქვეყანას ექნება მომავალი…მაგრამ ამას დანახვა უნდა და მოქმედრბა არა ემოციით,არამედ გონებით!

პარტია თეთრების თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

23.10.2015წ

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *