გასაკვირი არაფერია, გარდა ერთისა, პლასტელინად თვითაღიარებული კაცის რეკომენდირება და არჩევა

გასაკვირი არაფერია, გარდა ერთისა, პლასტელინად თვითაღიარებული კაცის რეკომენდირება და არჩევა.
ბატონ ბიძინას აქვს ძალა, საკუთარი შეცდომა აღიაროს, მაგრამ მას არ შესწევს ძალა, არ სძულდეს ის, ვინც თავის დროზე არ შეცდა და სიმართლეს ამბობდა.
საოცარია,უფრო ზუსტად კი ,სამარცხვინო,რომ ასეთი პრეზიდენტი ყავს საქართველოს .მას საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ მისცემდნენ ხმას და არა თუ საქართველოს მოსახლეობა აირჩევდა პრეზიდენტად, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. კარგია, რომ ივანიშვილმა დღეს ამის შესახებ ისაუბრა, მაგრამ მთავარში არ ვეთანხმები, მარგველაშვილი არ შეცვლილა, მან ზუსტად თქვა ვინც იყო-პლასტენილი ვარო და რასაც მეტყვიან იმას გავაკეთებ, როგორ ფორმასაც მომცემენ, ისეთს დავემორჩილები და შესაბამისადაც ვიმოქმედებო.ასეც იქცევა.
ბატონ ბიძინას ეგონა, მარგველაშვილი მის მიმართ იქნებოდა პლასტელინი და მის მითითებებს შეასრულებდა, სწორედ ამაში შეცდა . მარგველაშვილი პლასტელინი თავის პატრონების მიმართაა. მისი პატრონი კი “თავისუფლების ინსტიტუტია”. სოროსის ფონდია,NdI-ია, ანუ ის ორგანიზაციები, რომელთა რეგიონული ორგანიზაციები საქართველოში მან დააფუძნა. ამის შესახებ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ხმამაღლა ვსაუბრობდით, ბატონ ივანიშვილს ვაფრთხილებდით, მაგრამ ჩვენი მოწოდებები პასუხგაუცემელი დარჩა. შედეგი სახეზეა და ყველასთვის სავალალო.
ეჭვი არ მეპარება,რომ მართლა უნდოდა ისეთი ყოფილიყო,როგორადაც საუბრობდა არჩევნებამდე. მაგრამ ის პლასტენილია და მას ხელმძღვანელებად ანტიქართული უცხოური ძალები ჰყავს. ისინი არჩევნებამდე ზუსტად იმას ავალებდნენ,რასაც ამბობდა და არჩევნების შემდეგ კი,როგორც მოქმედებს. გასაკვირი არაფერია,გარდა ერთისა, პლასტელინად თვითაღიარებული კაცის პრეზიდენტად რეკომენდირება და არჩევა.
საპრეზიდენტო არჩევნები ბატონმა ბიძინამ ქართველი ხალხის დიდ გამარჯვებად შეაფასა, პარტია „თეთრებმა“ კი ჩათვალა, რომ, საპრეზიდენტო დონეზე საქრთველოში ქართული განწყობა დამარცხდა.არჩევნების მეორე დღეს თეთრების განცხადებაში ვწერდით: „დრო დაადასტურებს, რომ გუშინ საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა.“ ჩვენი განწყობა საპრეზიდენტო არჩევნებისადმი არ შეცვლილა. როგორც ჩანს, არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ბატონი ბიძინაც აღიარებს თავის შეცდომას, თუმცა, მას აქვს ძალა შეცდომა აღიაროს, მაგრამ არ ყოფნის ძალა არ სძულდეს ის, ვინც არ შეცდა!
25.10.2015წ
ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილს ვუთხარი, აღარ დამირეკოთქო და დავემშვიდობეთ



