თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლების კრიტიკის უფლება უნდა გქონდეს

დიდი დრო დავკარგეთ-ქვეყანა კატასტროფამდე მივიყვანეთ.დასავლელი “მეგობრებისათვის”დასავლელი “მეგობრებისათვის” კოჭის გაგორებით

224008_146438458758212_6848026_n

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეფასებას უკეთებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.  მისი თქმით, ხელისუფლებას დღეს აკრიტიკებს ის ძალები, რომლებსაც ამის არანაირი უფლება არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “თეთრების” ლიდერმა სპეციალური განცხადება გააკეთა .

“დღეს მოდაშია ხელისუფლების უკიდეგანო კრიტიკა.აქვს კი ყველას ამის უფლება…ჩვენ მიგვაჩნია,რომ არა…ამის უფლება სართოდ არ აქვს ქვეყნის დამანგრეველ “ნაცსექტას”, არ აქვს მათ,ვინც მუდმივად გუნდრუკს უკმევდა და დღეს უცბად შეცვალა პოზიცია..ალბათ, არც იმათ, ვინც თავიდანვე დაუპირისპირდა,კრიჭაში ჩაუდგა “ოცნებას”…ანუ ხელისუფლების კრიტიკის უფლება არ აქვთ არც ხელისუფლების დაკარგვით გაბოროტებულთ, არც ხელისუფლებაში ვერმისვლით გაბოროტებულთ და არც ხელისუფლებაში მისვლით გაბოროტებულთ. .ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საზოგადოებისათვის იმათ სიტყვას აქვს ძალა, ვინც არ გაბოროტდა,არც ბატონი ბიძინას უაზრო კრიტიკას  აჰყვა, აანალიზებდა სიტუაციას და ხელისუფლებას კეთილ რჩევებს აძლევდა.

სამწუხაროდ,ხელისუფლება უაზროდ ეკამათებოდა მას,ვინც უნდა გაესამართლებინა უაზროდ ეკამათებოდა კრიჭაში ჩადგომილთ და ასევე უაზროდ ეყრდნობოდა და ეყრდნობა მათ,ვინც ასევე უაზროდ აქებდა და აქებს დღესაც,- მტრად თვლიდა ყველას,ვინც რჩევებს აძლევდა.ამ უკანასკნელთ,პრაქტიკულად ეუბნებოდა-თქვენი რჩევა რად გვინდა ,ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს სწორად ვაკეთებთო.ხალხმა განსაჯოს,ასე იყო თუ არა.

საიტზე www.tetrebi.org ჩვენ ვიწყებთ მასალების გამოქვეყნებას რუბრიკით -“დიდი დრო დავკარგეთ-ქვეყანა კატასტროფამდე მივიყვანეთ.დასავლელი “მეგობრებისათვის” კოჭის გაგორებით…”ყველა დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია გაეცნოს და თავისი მოსაზრება გამოთქვას.   სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოვუწოდებთ ანალოგიურის გაკეთებას…

ეს 2012 წლის ოქტომბერში ითქვა.დასკვნა თქვენთვის მოგვინდია….

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

30.10.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *