… სწორედ მან აირჩია – ვინც განზე გაუდგა საქართველოს მომავლისათვის ბრძოლას…

„ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით მოევლინა ორი პრეზიდენტი, რომელთაგან ერთმა თავს „ქინძი“ უწოდა, მეორემ – „პლასტელინი“. დრომ დაადასტურა, რომ ასეთი სიმართლე როგორც ერთს, ისე მეორეს, ჯერ არ უთქვამთ!
რაოდენ სამარცხვინოა, ქვეყანაში, რომელშიც ხალხმა სახელმწიფოს ხელმძღვანელები თუ სულიერი მამები დააჯილდოვა ეპითეტებით „აღმაშენებელი“, „ბრწყინვალე“, “თავდადებული”, “მართალი“ … არსაიდან გაჩნდნენ „ქინძები“ და პლასტელინები“;
რაოდენ დასანანია, რომ პრემიერი, რომელიც სულ სხვა დონეა, აჰყვა ამ უკადრისთ და ბრძანა – „ქინძის“ სიტყვებზე კომენტარს არ ვაკეთებო“;
რაოდენ უკადრისია, სახელმწიფოს ძლიერების და სამართლიანობის გარანტი ასოცირდებოდეს მწვანილთან, ან ხელგარჯილობის მასალასთან;
ხშირად თავს ვიმშვიდებთ – ჩვენ არ აგვირჩევიაო!
სწორედ მან აირჩია – ვინც არ მივიდა არჩევნებზე
სწორედ მან აირჩია – ვინც ფიქრობს, ჩემი საქმე არ არისო
სწორედ მან აირჩია – ვინც განზე გაუდგა საქართველოს მომავლისათვის ბრძოლას.
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
4.11.2015წ



