(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: ქუჩის აქციები დღეს აწყობს ყველა მოთამაშეს – გარდა საზოგადოებისა

12211337_758414214270250_1303112519_oხელისუფლებამ შუალედური არჩევნების მგვარად ჩატარებით, თავად მოახდინა ქუჩისპროცესების პროვოცირება. მით უფრო, რომ საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიკვეთა მაღალითანამდებობის არაერთი პირის უკადრისი საქციელი“, – პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი” გთავაზობთ: 

ქვეყანა დაღუპა ქუჩის პოლიტიკამ და ქუჩის პოლიტიკოსებმა, დღეს კვლავ გამოჩნდამცდელობა, პრობლემების სამართლებრივი და კონსტიტუციური გზით გადაჭრის ნაცვლად,გარკვეულ პროცესებზე ზოგჯერ სამართლიანი, ზოგჯერ უსამართლო პროტესტით ქუჩაშიგაირჩეს მტყუან-მართალი. აქ არ შევეხებით, თუ ვინ რა ზომით და დოზით არის მართალი.

 ქუჩის აქციები დღეს აწყობს ყველა მოთამაშეს – გარდა  საზოგადოებისა; ნაცმოძრაობასიმიტომ, რომ  ამ საქმეში დიდი გამოცდილება და უცხოეთის უდიდესი მხარდაჭერაგააჩნია;ქართულ ოცნებას” იმიტომ, რომ მეორეხარისხოვან საკითხებზე  გადაიტანსინფლაციითა და უმუშევრობით გაუბედურებული მოსახლეობის ყურადღებას; ოპოზიციასიმიტომ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის ახლავე იწყებს ქულების დაგროვებას. 

დღეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ნარჩენები და ერთგული მომსახურენი არიანქუჩაში, ან გვევლინებიან მათ მაპროვოცირებლად, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანიწლებიდან დაწყებული, სწორედ ქუჩით მოდიოდნენ  ხელისუფლებაში. ქუჩისპოლიტიკოსებს ჯერ არც ერთი ქვეყნისათვის სიკეთე არ მოუტანიათ.  ქვეყანა არაერთხელდაანგრია ქუჩაში პოლიტიკის გატანამ. ქვეყანა არაერთხელ დაანგრიეს ქუჩისპოლიტიკოსებმა… ერთნი  იბრძვიან სკამის შენარჩუნებისთვის, მეორენი  –დაბრუნებისათვის, მესამენი – მოპოვებისათვის. სამთავე, პირადი ინტერესების წინა პლანზე წამოწევით, ამგვარად ებრძვის სახელმწიფოს სიძლიერეს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *