პარტია “თეთრებში” რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო ( სტენოგრამა შემოკლებით)

 

12210924_758414234270248_2023373553_o (1)ზურაბ ხასია (პარტია „თეთრების“ გენერალური მდივანი)  დღევანდელ ბრიფინგზე ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე საკითხზე. სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე, „რუსთავი 2“ მიმართ ატეხილ აჟიოტაჟზე, ქუჩის პოლიტიკოსებზე და დანიშნულ ბიზნესმენებზე.

პარტია „თეთრების“ მიერ მე დამევალა პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის რეორგანიზაცია. დღევანდელ ბრიფინგზე მოსაზრებებს გამოთქვამ ს პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე,

თემურ შაშიაშვილი: ჩევნ ვეყრდნობით მეცნიერებს, ვთანამშრომლობთ მეცნიერებთან მათთან ერთად ვაკეთებთ ანალიზს,  ვეცნობით მათ მოსაზრებებს. მოგვაჩნია, რომ პარტია, რომელსაც არ გააჩნია ანალიზი თუ რა პოტენციალი აქვს ქვეყანას  და ვერ სახავს   პროექტს, რომლითაც შეიძლება ეს პოტენციალი მოქმედებაში მოიყვანოს – პარტია არ არის.  ჩვენ წინააღმდეგობაში მოვდივართ პარტიებთან, რომლებიც იქმნება მეგობრობით, ძმაბიჭობით, კუთხურობით. ნაკლებად ვმონაწილეობთ იმ პარტიულ შეხვედრებში, რომლებიც იმართება და ბევრ საკითხებთან მიმართებაში გვაქვს განსხვავებული პოზიცია.

ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლება,  რომელიც გადასახადებით   ცდილობს ბიუჯეტის შევსებას  და მით უფრო ჯარიმებით. არ არის  ქვეყნის ხელისუფლება.

ჩვენი პოზიცია მარტივია: საჭიროა ისეთი მეცნიერული პროგრამა, რომ ადამიანს მისცეს საშუალება საკუთარი თავის რეალიზაციისა, ერთი მაინც რომ მოსულიყო ხელისუფლება, რომ ქართველ ხალხისთვის  საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება მიეცა, ჩვენ ვიცხოვრებდით სამოთხეში. ხალხს კი არ უნდა ეუფროსო, უნდა მისცე საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება.

გადასახადების გადახდას  რომ თავი დავანებოთ. ხელისუფლება არის ის, რომელიც ხალხს გადამხდელუნარიანს გახდის. მითხარით ხელისუფლება რომელიც ფიქრობს ადამიანს ჰქონდეს ფული და თავად გადაწყვიტოს, სად და როგორ გადაიხადოს. ჩვენ ვმუშაობთ მეცნიერებთან და პროფესიონალებთან  და ჩვენი პროგრამები მათ დასკვნებსა და რჩევებს ეყრდნობა.

პარტიაში მიღება იყო შეჩერებული. ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესებს, ხალხმა უნდა იცოდეს სად მიდის. ჩვენ გვაქვს ვებ.გვერდი tetrebi.org, სადაც ყველას შეუძლია ნახოს ჩვენი პროექტები, ჩვენი პროგრამები, ჩვენ  იმ ადამიანებთან ვთანამშრომლობთ, ვინც იზიარებს ამ პროექტებს, პირიქით, აღრმავებს მათ, გვეთათბირება და გვეუბნება უკეთესს.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს. არც მე, არც ბატონ ზურაბს არც პარტიის წევრებს, სიამოვნებას არ გვანიჭებს, რაც უნდა ვთქვათ. მაგრამ რეალობა მოითხოვს, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ,  ჩვენ ჩვენი პრინციპები გვინდა გავაცნოთ ხალხს, რომ გადაწყვიტონ ითანამშრომლონ თუ არა ჩვენთან.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი პრობლემა  – ქუჩის პოლიტიკა

დავიწყებ იმით, რომ  ჩვენ  საქართველოში ყველაზე მთავარ პრობლემას  ვხედავთ იმაში, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ხელისუფლება მოდის ქუჩიდან. ქუჩის პოლიტიკოსების დრო  თუ არ დამთვრდა, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. პოლიტიკოსების 90 პროცენტი იყურება ქუჩისკენ.

ქუჩას საქართველოში ჰქონდა კულტურული ფუნქცია და ეს წაართვეს პოლიტიკოსებმა . პოლიტიკური ფუნქცია აქვს რუსთაველის გამზირს. არა მარტო თბილისში მოხდა რუსთაველის პროსპექტზე, ეს მოხდა ყველა დიდ ქალაქში,  ყველა იმ ქუჩამ, რომელსაც კულტურული ფენომენის ფუნქცია ჰქონდა, სადაც აზრის სიდიადე იყო, თავისუფლება  იყო, განწყობა იყო, სადაც განათლებული ადამიანები იყვნენ, სადაც თუნდაც ჩაცმულობის დემონსტრირება იყო, ეს ადგილი დაიპყრეს პოლიტიკოსებმა.

ბატონმა რეზო ჩხეიძემ კარგად თქვა. „ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვაპატიეთ პოლიტიკოსებს და  ბევრი რამ დავუთმეთ და იმიტომ არის ასე ცუდად საქმე ამ  ქვეყანაშიო! „იგივეს ფიქრობს ბატონი მერაბ ბერძენიშვილი, იგივეს ფიქრობს ბატონი ანზორ ერქომაიშვილი , იგივეს ფიქრობს ყველა მოაზროვნე ადამიანი ვინც კულტურასთან არის დაკავშირებული, ვინც მართლაც აზროვნებს. ჩვენ ვიზიარებთ  განათლებული ადამიანების  ამ მოსაზრებას.  ვინც ფეხქვეშ ეგება ხელისუფლებას და ხან ერთი ხელისუფლების და ხან მეორის ტაშის დამკვრელია, იმ ადამიანებისგან მომავალი ვერ იქნება.

 

საქართველოს უბედურება  – დანიშნული ბიზნესმენები

რა აძლიერებს ქუჩას?   ქვეყანას ჰყავს დანიშნული პოლიტიკოსები და დანიშნული ბიზნესმენები.შევარდნაძემ დანიშნა ბიზნესმენები, სააკაშვილმა დანიშნა ბიზნესმენები, დღევანდელი ხელისუფლებაც ნიშნავს ბიზნესმენებს…

ვერ წარმოიდგენთ, როგორი ჭკვიანი ხალხი ჰყავს ქვეყანას, რომელთაც ბიზნესში სასწაულის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ  დანიშნული ბიზნესზმენები ყველაფერს აკეთებენ, რომ ისინი ბიზნესში ვერ შემოვიდნენ. მათ მონოპოლიზებული აქვთ   ყველაფერი და ხალხი თუ არ გამოფხიზლდა, ხალხი თუ არ გამოცოცხლდა , ეს თუ არ დამთავრდა, ქვეყანა წინ ვერ წავა…

ის პოლიტიკოსია დასაფასებელი, ვისაც შეეძლო გამდიდრებულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან კანონით ეს არ შეიძლებოდა  და  ვინც ეს უკანონოდ გააკეთა, იმას ტაშს ნუ უკრავთ. ეს არის ხალხის პრობლემა.

დღეს საქართველო არის დანიშნული ბიზნესმენების ხელში, ისინი ქმნიან პოლიტიკურ პარტიებს . შეიძლება პირდაპირ არ იდგნენ, მაგრამ მათ უკან დგანან. აფინანსებენ ამ დანიშნულ პოლიტიკოსებს. საქართველოში ძალიან ცოტა პოლიტიკური პარტიაა, რომლის უკან დანიშნული ბიზნესმენები არ იდგნენ. დანიშნულ ბიზნესმენებს აწყობთ,  რომ ხელისუფლება ვერასდროს ვერ წავიდეს პროგრესის გზით. დანიშნულ ბიზნესმენს არ აწყობს, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი, ქვეყანაში იყოს თანამედროვე პირობები ბიზნესისთვის შექმნილი, არ აწყობს რომ იყოს კონკურენტული გარემო.  ის მიჩვეულია მისთვის სასარგებლო გარემოში მუშაობას. ის მიჩვეულია იმას, რომ ყიდულობს ხელისუფლებისგან კარგ პირობებს და ხელისუფლებაც ყიდის მასზე კარგ პირობებს. როგორც კი ხელისუფლება დაადგება რაღაცის კეთების გზას, იმ წამში დანიშნული ბიზნესმენები ქუჩას აძლიერებენ და დანიშნული პოლიტიკოსები გამოყავთ ქუჩაში.  თუ საქართველოში არ დავამთავრეთ  ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა, თუ არ დამთავრდა აგრესიული,, მაგინებელი, მყვირალა , მაჩხუბარი პოლიტიკოსების ეპოქა, თუ არ დამთავრდა ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული პოლიტიკოსების ეპოქა, თუ არ დამთავრდა, საქართველოს მომავალი არ ექნება!  ქალი პოლიტიკოსი ამბობს, თავისი პარტიის წევრზე, სადაც შევხვდები, გავლახავო.  ხალხი ამას ტაშს უკრავს! პოლიტიკოსი საერთოდ ბუნებით ვაჭარია და ის ყიდის იმას, რაც ხალხს მოწონს. და როცა ხედავს, რო მ ხალხს მოწონს ასეთი პოლიტიკოსი, ისიც იქცევა ასე.

ხალხს მინდა მივმართო: აგრესიულ პოლიტიკოსებს შეაქციეთ ზურგი, მე ვარ აგრესიული? შემაქციეთ ზურგი, ნებისმიერს , ვინც არის აგრესიული, შეაქციეთ ზურგი . ჩვენ გვჭირდება არა ემოციაზე აგებული პოლიტიკოსი, ჩვენ გვჭირდება არა ყვირილზე, ლანძღვაზე აგებული პოლიტიკოსი, არამედ, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსი, რომელიც გონებით მუშაობს,  რომელსაც ანალიზი აქვს, რომლის ინსტრუმენტი არის თანამშრომლობა განათლებულ ადამიანებთან, მეცნიერებთან და მოღვაწე ადამიანებთან. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი, რის სათქმელადაც მოვედით.

ვიმეორებ: საქართველოს უბედურება არის დანიშნული ბიზნესმენები! 90 პროცენტი ვინც იყო შევარდნაძის დროს ბიზნესში, ყველა დანიშნულია. სააკაშვილი შევარდნაძის დროს იყო პარტიის გენერალური მდივანი, ამიტომ გადმოყვა ისინი და არავითარი დარტყმა არ მიუღიათ, მათ იმდენად დიდი ფული აქვთ , რომ ძლიერდებიან  და საქართველოს მათ ხელში არავითარი მომავალი არ ექნება!

დანიშნული ბიზნესმენები თავიანთ შვილებს ასწავლიან უცხოეთის ქვეყნებში . სწორედ მათგან შემოვიდა ფენომენი:  ჩვენს ქვეყანაში უნდა იყვნენ მხოლოდ ის პოლიტიკოსები, ვინც განათლება უცხოეთში მიიღო. ისინი თავიანთ შვილებზე ფიქრობენ.

ჩვენი დედაუნივერსიტეტი, რომელიც გენიოსებმა შექმნეს, თურმე არაფერია!გენიალური პროვნებები გვყავს უნივერსიტეტებში, მაგრამ აქ დამთავრებულ კაცს არავითარი პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ რომ დანიშნულმა  ბიზნესმენებმა და ფულიანებმა სხვაგან ასწავლეს თავის შვილებს სხვაგან მიაღებინეს განათლება. თუ ჩვენ ამ პროცესს ეხლა არ შევაჩერებთ, ათი – თხუტმეტი  წლის შემდეგ  გვეყოლება დანიშნული ბიზნესმენთა შვილების და მათი განწყობის ადამიანების, მათი ოჯახების ხელისუფლება.

სოფელში მცხოვრები ბავშვის ოჯახს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს შვილს ასწავლოს ლონდონში, ამერიკაში, სხვაგან და მას არ აქვს პერსპექტივა. მე ბევრი რამ ვისწავლე უცხოეთში, მაგრამ დედაუნივერსიტეტი მირჩევნია ყველაფერს, ჩვენი პროფესორები, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი მეცნიერებათა აკადემია მირჩევნია ყველაფერს.  ჩვენი განათლების სისტემა მირჩევნია ყველაფერს. ჟენევაში განათლების საერთაშორისო ცენტრში მითხრეს, ჩვენთან რა გინდათო, თქვენ უზნაძის ქვეყნიდან ხართ და ჩვენ გვინდა მთელი  მსოფლიოს განათების სისტემა უზნაძეზე გადავიდესო. ჩვენ კი თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო,ისე მოგვდის.

ქვეყნის უბედურენაა დანიშნული ბიზნესმენი და ის ხელისუფლება, რომელიც ეფერება დანიშნულ ბიზნესმენს. და არა ძლევს საშუალებას განწყობის ადამიანებს, რომ   შევიდნენ პოლიტიკაში.

რა შეძლეს დანიშნულმა ბიზნესმენებმა? დანიშნულმა ბიზნესმენებმა შეძლეს, რომ თავისი პარტიები ჰყავთ,  ქუჩა აიღეს ხელში, სახელისუფლო აპარატებში მოიყვანეს გამოუცდელი ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები.

მითხარით, რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი? ამერიკაში, ჩინეთში, იაპონიაში 50-65 წლის თუ არ არის ადამიანი და პროფესიონალი, თანამდებობაზე არ ინიშნება. საქართველოში დიდი ხანია, პარლამენტში და მინისტრად მისვლის დროს ხსნიან შრომის წიგნაკებს. ამიტომ დანიშნული ბიზნესმენი ათამაშებს პიროვნებას, რომელიც ხელისუფლებაშია და მაღალი პროფესიონალი არ არის, მან დაიქირავა პოლიტიკოსები და მის უკან დგას და მათ ხელში ვართ გამომწყვდეული.

პარტია „თეთრები“ იწყებს სერიოზულ ბრძოლას დანიშნული ბიზნესმენების წინააღმდეგ, ვისაც აქვს იყოს ამ ბრძოლაში, მოდით გავერთიანდეთ!    ეს არის ეროვნული იდეით გაერთიანება, რომ საქართველო იყოს სარაჯიშვილების, ზუბალაშვილების ქვეყანა იყოს საქართველო და არა იმათი, ვინც ცხვირაწეულნი დადიან რადგან ფული აქვთ ჯიბეში. ფული კი არაა მთავარი, განათლებაა მთავარი!  საკუთარი თავით რომ დადიხარ,  ის არის მთავარი, საკუთარი თავი რომ გახლავს,  ისაა სიმდიდრე და არა ის, რომ ფული გიდევს ჯიბეში! საქართველოში ფული ჯიბეში უდევთ და განათლება არ გააჩნიათ არავითარი. დამოუკიდებელ საქარველოში შევარდნაძემაც სააკაშვილმაც და ბიძინა ივანიშვილმაც ძალიან მაგრად დანიშნეს. ყოჩაღ, ბატონო ბიძინა. ხალხს ეგონა. რომ თქვენ მოდიოდით ბიზნესიდან. არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენც დანიშნული ბიზნესმენი იყავით, იმირომ, რომ თქვენ მოგწონთ დანიშნული ბიზნესმენები! თქვენ ვერ მიეცით საშუალება ახალგაზრდებს, რომ ბიზნესში წასულიყვნენ.

ჩვენ ვამზადებთ პროექტს „ახალგაზრდობა და ბიზნესი“. როგორ უნდა წავიდეს ახალგაზრდობა ბიზნესში, იმიტომ თუ ეს არ მოხდა და ისევ დანიშნულმა ბიზნესმენებმა შეცვალა მძიმე მდგომარეობა იქნება.

 

„რუსთავი 2“   – ხალხის სამსახურში!  

რაც ხდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით მეტი არაფერი არაა. დანიშნული ბიზნესმენები დგანან არა მარტო პარტიების, არამედ ტელევიზიების უკანაც. ბატონი რეზო ჩხეიძის, და დიდი ადამიანების გადაწყვეტილება იყო, ერთი ისეთი ტელევიზია ყოფილიყო, რომლის უკან არც მილიარდერი იქნებოდა არც პოლიტიკოსები და არც პოლიტიკური პარტია და ხალხი, განათლება, კულტურა იქნებოდა. ნელნელა ქმნიან ამას, ეს ძნელი პროცესია, დანიშნულ ბიზნესმენებს რომ ასეთი პროცესი არ აწყობთ, გასაგებია.

მინდა ვიკითხო,   რუსთავი2-თან დაკავშირებით, რაც ხდება ,  არის ეს ბრძოლა  სიტყვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, თუ საკუთრების დაცვისთვის? არაფერი მსგავსი. რუსთავი 2 ჩამოყალიბდა  უმძლავრეს    ინსტრუმენტად   ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის.  უბედურება ის არის, რომ ან ხელისუფლებას სურს მისი ხელში ჩაგდება, ან ოპოზიციას. მე არ მესმის, ჩემთვის ერთნაირია სახელისუფლებო ტელევიზიაც და ოპოზიციური ტელევიზიაც. ერთიც და მეორეც უბედურებაა!

მე ვიცი, რომ რუსთავი 2-ში 90 პროცენტი ძლიერი პროფესიონალები არიან. მათ არ აწყობთ, რომ ვინმეს გავლენის ქვეშ იყვნენ,მაგრამ ამ ხალხმა სიმაღლე ვერ აიღო, ეს არის სამწუხარო! მე ვისურვებდი, რომ მათ სიმაღლე აეღოთ და ეთქვათ, ჩვენ არ  ვიქნებით არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის!

ბატონ ქიბარ ხალვაშს მინდა ვუთხრა, არ ვიცი რა გიხარიათ, ერთი წლის შემდგომ თქვენ ხელისუფოლებას უდიდეს პრობლემებს შეუქმნით, იმიტომ კი არა, რომ გააკრიტიკებთ ხელისუფლებას… თუ ეს ნამდვილად დემოკრატიული და მართალი ტელევიზია არ იქნა, ხალხი იფიქრებნს.რ ომ ის წაართვეს სააკაშვილს, რომელიც ველურად  აჯდა ამ ტელევიზიას და აზის დღესაც თავზე

ვდგევარ ნაღდი ჟურნალისტების გვერდზე, რომ გამოვგლიჯოთ სააკაშვილს და ხელისუფლებას ასეთი სერიოზული ინსტრუმენტი ხელიდან.  მაგრამ იგი არ შეიძლება გახდეს ან სახელისუფლებო, ან ქიბარ ხალვაშის იდეოლოგიის ტელევიზია. მე ვთვლი, რომ ქიბარ ხალვაშიც დანიშნული ბიზნესმენია. დანიშნული ბიზნესმენების იდეოლოგია ქვეყანაში ვერ იქნება.

თუ ვინმეს მიაყენა „რუსთავი 2“ მა დარტყმა, მე ვარ . რომელსაც ერთ დღეს, წარმოგიდგენიათ, სამ პიროვნებას, დაარტყა ერთდროულად გადაცემით 60 წუთი. უნივერსიტეტის რექტორს, როინ მეტრეველს, სასამართლოს თავმჯდომარეს, უნიკალურ პიროვნებას, უწესიერეს კაცს, რომლისაც ეშინოდათ, ბატონ ლადო ჭანტურიას და მე . სამ პიროვნებას, ოც-ოცი წუთი დაგვითმეს  და დღესაც მივმართავ რუსთავი 2 -ს . თუ ხართ იქ, ნამდვილი ჟურნალისტები ამოიღეთ ის ჩანაწერა და ნახეთ, ერთი ფაქტი თუ ითქვა მართალი, ჩემს წინააღმდეგ, დედაუნივერსიტეტის წინააღმდეგ და  ლადო ჭანტურიას წინააღმდეგ. ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ გაენადგურებინათ დედაუნივერსიტეტი – მთავარი ღერძი, გაენადგურებინათ პიროვნება – ლადო ჭანტურია, რომელსაც ფიქრობდნენ, რომ შევარდნაძე მასზე ფიქრობდა  სამომავლოდ  რაღაცას  ამზადებდა, თუმცა შევარდნაძე მასზე სამომავლოდ არც ფიქრობდა და ჩემზე, რადგან სააკაშვილმა ჩემზე რამდენჯერმე დაწერა, მომავალი პრეზიდენტი ეს  იქნებაო. მთხოვდა , ერთად შეგვექმნა პარტია, მაგრამ რადგან ეს ნაბიჯი არ გადავდგი, დაგვარტყა სამ პიროვნებას ერთდროულად. მაგრამ მე არ ვარ აგრესიულად განწყობილი „რუსთავი2“ მიმართ . პირიქით, მინდა რომ არც ხელისუფლების იყოს და არც ოპოზიციის, ვთვლი, რომ დიდი პოტენციალი აქვს  ტექნიკურიც და განსაკუთრებით ინტელექტუალური პოტენციალი. ეს პოტენციალი ხალხის სამსახურში ჩაყენებული, იქნება უდიდესი რამ. ყველა ტელევიზია დაიწყებს უკვე ამ პოტენციალისკენ სვლას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

 

ხელისუფლებამ თქვა, მე არ მაინტერესებს ხალხის აზრი!

რაც შეეხება საგარეჯოს არჩევნებს. ხელისუფლებამ თქვა, მე არ მაინტერესებს ხალხის აზრი, ნამდვილი არჩევანი, მე მაინტერესებს  ჩემი კაცი პარლამენტში. ხელისუფლება, რომელიც ამ გზით მიდის,ის ხალხის ხელისუფლება არ არის. მე სამარცხვინოდ მიმაჩნია, ორმა მინისტრმა რაც გააკეთა. თუ აქვს ძალა და ვაჟკაცობა, ბატონ ღარიბაშვილს, რაშიც ეჭვი მეპარება,  ერთი და მეორე მინისტრიც უნდა წავიდნენ მთავრობიდან, იმიტომ რომ ხმებს ითვლიდნენ საარჩევნო შტაბში. მთელი სამინისტროები მუშაობდნენ ამაზე.    ჯარისკაცებს მიაყენეს  შეურაცხყოფა, როცა  ჯარისკაცებს უთხრეს ერთ პიროვნებას მიეცით ხმაო.

მე არ ვარ ისეთი პიროვნების მომხრე, ერთ-ერთი კანდიდატს ვგულისხმობ, ვინც იყრიდა კენჭს. ირმა ინაშვილი  შეიძლება საინტერესო ჟურნალისტია, მაგრამ პარლამენტში   აგრესიული ხალხის ყოფნის მომხრე არ ვარ, როგორიც ინაშვილია. მაგრამ ის, თუ როგორ ჩაატარეს არჩევნები, არის ქუჩის გზა და რევოილუციის გზა. ხელისუფლებამ თქვა არავინ მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ჩემი ხალხი იყოს პარლამენტში. ჩვენ წინ არჩევნები გველოდება და თუ ხელისუფლება ამის ელემენტს დაუშვებს, მაშინ მართლაც სხვა გადაწყვეტილებაა მისაღები!

ვიმეორებ, ვინმეს გონია მე არ ამირჩევია პრეზიდენტიო! არჩევნებზე ვინც არ მიდის, ის ირჩევს უბედურ ხელისუფლებას! ეს არის დიდი ფილოსოფოსების ნათქვამი! ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა თქვა ასეთი რამ, დავუჩოქებ საქართველოს მოსახლეობას და ვთხოვ არჩევნებზე მივიდეს, იმიტომ ვინც არ მიდიხართ არჩევნებზე, იმათ მოჰყავთ ეს უბედური ხელისუფალნიო! გენიოსი კაცია ბატონი მერაბ ბერზენიშვილი და ყველა გენიოსი წარსულშიც და დღესაც ამბობს, რომ ვინც არ მიდის არჩევნებზე, ისინი არმისვლით ირჩევენ ცუდ ხელისუფლებას! ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ.

 

ამერიკა გინდათ, ფეხქვეშ ეგებით, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნები არ გინდათ!

დღეს დიდი აჟიოტაჟია მაჟორიტარი დეპუტატები უნდა იყვნენ თუ არა. დღეს ყველა პარტია, რომელიც ამერიკას ეგება ფეხქვეშ, არიან მაჟორიტარული დეპუტატების წინააღმდეგ, მაგრამ ამერიკაში მაჟორიტარული არჩევნების გარდა არ არის სხვა არჩევნები!  ამერიკა გინდათ, ფეხქვეშ ეგებით, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნები არ გინდათ! ჩვენ მაჟორიტარული არჩევნების წინააღმდეგი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ იმის, რომ ხალხი მონური ფსიქოლოგიით არ ირჩევდეს.

საქართველოს ტრაგედიაა, და დანიშნულმა ბიზნესმენებმა მოგვიგეს იმით, რომ ჩვენ ერთი კაცის ხათრით არჩეული ხელისუფლება გვყავს. დანიშნულია არა მარტო ბიზნესმენი, დანიშნულია არამედ ხელისუფლებაც. ხელისუფლება დანიშნულია ფულიანი ბიზნესმენების მიერ,ისინი იმათ მოყავთ. თავიანთი ხელისუფლებები მოყავთ,  არ მოეწონებათ, შეკრიბავენ ფულს, გამოიყვანენ პარტიებს  ქუჩაში და გადააადგილებენ.

დანიშნულმა ბიზნესმენებმა დაღუპეს გამსახურდია, რომელსაც ძალიან კარგი იდეები ჰქონდა, მაგრამ მისი უბედურება ის იყო, რომ მისი ხათრით აირჩიეს ხალხი, შევარდნაძის ხათრით ავირჩიეთ პარლამენტში და სასაცილო იყო, როგორი ხალხი ავირჩიეთ, ავირჩიეთ ხალხი სააკაშვილის ხათრით, ავირჩიეთ ხალხი პარლამენტში კი არა, პრეზიდენტი ივანიშვილის ხათრით და ივანიშვილი ამბობს, პრეზიდენტს თუ ასეთი ბიოგრაფია ჰქონდა არ ვიცოდიო! რა უნდა ენდო კაცს, რომელმაც გვითხრა, თუ ამ კაცს არ აირჩევთ წავალ ყველაფრისგან და ეხლა ამბობს შევცდი პრეზიდენტში, შევცდი ქალაქის მერში… თუ ამდენ რამეში შეცდი, პოლიტიკაში რა გინდა?

მე ივანიშვილის წინააღმდეგი არ ვარ. ივანიშვილი ძალიან კარგია თავის ადგილზე. მაგრამ საქართველო ვერ მოიმართება ბანკირის ფსიქოლოგიით.   საქართველო იმართებოდა ინტელექტუალის ფსიქოლოგიით, გამსახურდია იყო ასეთი, მხოლოდ პოლიტიკოსის ფსიქოლოგიით იმართებოდა შევარდნაძის დროს, რეალურად გაუგებარი აზროვნების პიროვნების ფსიქოლოგიით  და აგრესიული აზროვნების პიროვნების ფსიქოლოგიით იმართებოდა სააკაშვილის დროს და დღეს იმართება ბანკირის ფსიქოლოგიით, გამორიცხულია რომ ბანკირის ფსიქოლოგიით იმართებოდეს ქვეყანა, მით უფრო საქართველო! ილია ჭავჭავაძე იყო გენიოსი, რომელმაც შექმნა ბანკი, მაგრამ ბანკირის ფსიქოლოგია არ შემოიტანა,

 

მე არ მესმის იმ პარტიებთან თანამშრომლობა, რომლებიც დღეს ლაპარაკობენ და ხვალ მეორეს.

საქართველოს უბედურებაა ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს ჰყავს. ჩვენ არ დავჯდებით ამ პარტიებთან ერთად.  მე არ მესმის იმ პოლიტიკური პარტიის, რომელიც ბოდიშს არ მოუხდის ქვეყანას იმ მდგომარეობის თვის რა მდგომარეობაშიც ჩააგდო ქვეყანა, ჩვენ გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის, პარტია „თეთრები“ ხალხს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმისთვის რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაშია, ან ჩვენი აქტიურობის თუ პასიურობის შედეგია  რომ ასე გაყოყოჩდნენ ის ადამიანები, რომლებსაც დანიშნული ბიზნესმენები ჰქვიათ და რომელთა იდეოლოგიაა გაძლიერდა ქვეყანაში, მე არ მესმის იმ პარტიებთან თანამშრომლობა, რომლებიც დღეს ლაპარაკობენ და ხვალ მეორეს.

ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რკინიგზა უნდა გადავკეტოთ და რუსეთი დავაჩოქოთო და დღეს გვეუბნებიან რუსეთის გარეშე მომავალი არ აქვს ქვეყანასო, ჩვენ გვეუბნებოდნენ თუ ესენგეში არ შევალთ ქვეყანა დაიქცევამე მაკრიტიკებდნენ მაშინ გუბერნატორი ვვიყავი და ვამბობდი, არ შეიძლება ესენგეში შესვლა. მაკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ ნულოვანი ვარიანტზე ხელისმოწერის წინააღმდეგი ვიყავი. მაშინ ვინც გვიმტკიცებდნენ ბარამიძის თავკაცობით , დღეს ამბობენ, რომ ესენგე უბედურებაა. ის პარტიები, ვინც მოაწერეს ექვსიანის და რვიანის  პრინციპებს შევიდნენ პარლამენტში, აბსოლუტურად არ იზიარებენ იმას, რასაც თვითონვე მოაწერეს ხელი. ასეთი პოლიტიკოსებს თუ უჭერთ მხარს, თქვენ საქართველოს მხარეზე არ ხართ!

 

21 საუკუნის ორი პრეზიდენტი  „ქინძი „ და „პლასტელინი“

დღეს არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია, რომ 21 საუკუნეში ქვეყანა წინ წაიყვანოს. 21 საუკუნეში ჩვენ გვყავს ორი პრეზიდენტი, რომელთაგან ერთმა თავის თავს უწოდა ქინძი, მეორემ  კი პლასტელინი. რომ არ ავირჩიოთ მომავალში კარტოფილი, ან ვინმე, მომავალში უნდა დავფიქრდეთ, ქვეყანაში, სადაც მეფეები იწოდებოდნენ „ღმაშენებლად“, „ბრწყინვალედ“ , „თავდადებულად“, 21 საუკუნის ორი პრეზიდენტი თვითონ ირქმევს ასეთ სახელებს.

მე არ ვაკადრებდი სააკაშვილს ასეთ სახელს და გული დამწყდა, რომ პრემიერმა ასე მოიხსენია. თუმცა  სააკაშვილმა  თვითონ უწოდა ასე საკუთარ თავს, მაგრამ მცხვენია რომ პრემიერმა ეს გაიმეორა. მე პირადად, საზღვარგარეთ არსად არ ვიტყვი, რომ საქართველოს პრეზიდენტი „ქინძია“, ან „პლასტელინი“.

გულდასაწყვეტია, რომ ივანიშვილი მხარს უჭერდა პლასტელინს, იმიტომ რომ ეგონა მარგველაშვილი პლასტელინი იქნებოდა მის ხელში, მარგველაშვილი  პლასტელინია „თავისუფლების ინსტიტუტის“, სოროსის ფონდის და  იმ უცხოური ორგანიზაციების ხელში, რომლებიც დააჯდნენ ქვეყანას თავზე.

პარტია „თეთრები“ იმ ხალხთანაა, ვინც ფიქრობს, რომ ეს პროცესი უნდა დამთავრდეს. სრულიად სხვა პოლიტიკური პროცესია საჭირო ქვეყანაში. ჩვენ იმ ადამიანებთან ერთად ვართ, ვინც ამ ახალ პროცესს უჭერს მხარს.

 ვიდეო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *