რწმენით და სიყვარულით გილოცავთ შობას და ახალ წელს !

ვილოცოთ სამშობლოსთვის ,ოჯახისა და ერთმანეთისთვის,ავმაღლდეთ შურსა და მტრობაზე, სიკეთითგავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

საახალწლო ბლიც-ინტერვიუ თემურ შაშიაშვილთან.
ბატონო თემურ, აი კიდევ ერთი წელი მიიწურა. როგორ შეაფასებთ მას. და რას უსურვებდით საკუთარ თავს?
– ვისურვებდი ზნეობის ტყვეობაში ცხოვრებას!
– ვის თვლით სრულყოფილ ადამიანად?
– ვინც საკუთარ თავზე გაიმარჯვა და აქვს სხვისი გახარების უნარი! !
 – რა არის ქვეყნისთვის ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი?

– დაპირისპირება! დაპირისპირება სუსტების მოგონილია ძლიერებზე  გამარჯვებისა და გაბატონებისთვის!
რომელია ქვეყნისთვის ყველაზე საშიში ხელისუფლება?
– ძალაუფლების და ფულის მოყვარული,თვითკმაყოფილი,გარედან მართული !
– რუსეთი,აშშ თუ ევროკავშირი?
– არც ერთი…საქართველო!საქართველო უნდა იყოს თანამშრომლობის ეროვნული სივრცე! საქართველო არ შეიძლება იყოს სხვა,მით უფრო,ზესახელმწიფოთა დაპირისპირების ქვეყანა!
– საგარეო პოლიტიკა?...
– დანაშაულია,როცა ჩვენ ვიქეცით სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ქვეყნად..ჩვენ უნდა შევძლოთ ქართულ ინტერესზე სხვა,უპირველესად,ზესახელმწიფოთა ინტერესების ზედდება!
– ვის მიიჩნევთ ქვეყნისთვის საშიშ ოპოზიციად?
– რევანშისტულს, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გაბოროტებულს!
– “ოცნება”,თუ ნაცმოძრაობა?
– არც ერთი..პროფესიონალთა ხელისუფლება, “მეცნიერთა კონგრესის” მიერ შემუშავებული”ეროვნული თანხმობის ხელისუფლების” შექმნის პრინციპების გათვალისწინებით !
– ვინ არის ინტელიგენტი ?
– ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან!
– ხელისუფლება მსახურია,თუ უფროსი?
– მსახური , მხოლოდ მსახური !
– როგორ ხელისუფლებას ისურვებდით?
– რომელსაც შეუძლია ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობა და თვითონ კი არ მდიდრდება,არამედ ხალხს ამდიდრებს!
– ვისი გეშინიათ ყველაზე მეტად ?
– მდიდარი მონის !
– რას ისურვებდით ქვეყნისთვის?
– გონების დაბრუნებას პოლიტიკაში, სიყვარულის გამეფებას ხალხში!
– როგორ წარმოგიდგენიათ გამარჯვების ფორმულა?
– მთავარში -ერთობა, სადაოში – თავისუფლება,ყველაფერში – სიყვარული ! მთავარი სამშობლოა სადაო პოლიტიკური შეხედულება!
– როგორ შეიძლება ამის მიღწევა ?
– ოთხი წლით უარის თქმით პარტიულ პარლამენტზე და “მეცნიერთა კონგრესის” პრინციპებით “ეროვნული თანხმობის პარლამენტი”ს არჩევით!
– რა არის ყველაზე ძნელი ამ გზაზე ?
– ინტელექტუალური რევოლუცია,ანუ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქიდან,მეცნიერების ერაში გადასვლა !
– როგორი გამარჯვება გვჭირდება ?
– სიკეთით,დიახ,მხოლოდ სიკეთით გამარჯვება! კიდევ ერთი,ადამიანურად მთავარი! ო,როგორ მინდა,რომ საქართველოში ყველა კაცს გვინდოდეს,რომ ჩვენ შვილებს ლაჩარი მამა არ ჰყავდეს! ო,როგორ მინდა,რომ ყოველი კაცი ვამბობდეთ -“ჩემგან ღალატი არ იქნება!

ლირიკულ თემებზეც გადავიდეთ. ბატონო თემურ.
– ქალისადმი დამოკიდებულების ფორმულა
– ქალი სულიერებაა ,მიუწვდომელია- მზეციური არსებაა,სამყაროს მშვენიერებაა და მამაკაცი იმის მიხედვით იზომება, ნრამდენად მიწვდება მას !… და მთავარი მხოლოდ კაცების ქვეყანაშია ქალი ბედნიერი და ის ქვეყანაა ძლიერი,სადაც ქალია ბედნიერი..მეტიც , ქალი და კაცი არის სამყაროს ერთიანობის სიმბოლო : კაცი დედამიწის დასასრულს-მის ბოლო წერტილში დგას ,ქალი-ზეცის დასაწყისში საწყის წერტილში და ასე აერთიანებენ სამყაროს!

– როგორია თქვენი პასუხი  მათთვის,,ვინც გვეუბნება, მშვიდობაა მთავარი და ხომ გვაქვსო !?
– ეს დიქტატორობის გამართლების და ფეოდალური წყობის დამკვიდრების მიდგომაა! ჩემთვის თავისუფალი ადამიანი და თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებაა პირველადი! მშვიდობა ჩრდილოეთ კორეაშიც არის,მაგრამ…თავისუფალ ადამიანსა და თავისუფალი საზოგადოების პრინციპებზე აგებული მშვიდობაა ფასეული და განვითარების, პროგრესის გარანტი…
ანუ მშვიდობა,თუ თავისუფლება ჩემთვის მენტალური საკითხია.. შინაგანად თავისუფალი,მოაზროვნე ადამიანი,ვინც თავისუფალია მისივე პასუხისმგებლობის ფარგლებში ,–თავისუფლებას ირჩევს,მან კარგად იცის,რომ თავისუფლება სიმართლეშია, მას გაცნობიერებული აქვს ბიბლიური მრწამსი “თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ღმერთმა !
რას ვფიქრობთ მეფეზე ?
– დღეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სწორედ კონსტიდუციური მონარქიის ქვეყნებია! მეფის ინსტიტუტს იმ ქვეყნებში ებრძვიან,რომლებშიც თვითმარქვია პოლიტიკოსების სიმრავლეა,რადგან ყოველ ასეთს მეფობა უნდა!
– თქვენი აზრი განათლებაზე?
– მესამე ათასწლეულში სამყაროს ერთი მეფე ჰყავს-განათლება…განათლებული ადამიანი მეფეა, გაუნათლებელი-მონა!
საქართველო განათლების და განათლებულ ადამიანთა ქვყანა,ანუ ბედნიერებით სავსე ქვეყანა უნდა იყოს!

დაბოლოს, რწმენით და სიყვარულით გილოცავთ შობას და ახალ წელს!
ვილოცოთ სამშობლოსთვის ,ოჯახისა და ერთმანეთისთვის,ავმაღლდეთ შურსა და მტრობაზე, სიკეთით გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

პ.ს.ეს ინტერვიუ პირველად 2025 წლის 1 ელ იანვარს გამოქვეყნდა !

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *