ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და არავის სახვეწარი არაფერი გვაქვს!

12208941_758415147603490_1733171708_o„ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და არავის სახვეწარი არაფერი გვაქვს“ – ასეთ კომენტარს აკეთებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის განცხადებაზე, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ.

ყოველთვის შვეიცარული მოდელის მომხრე ვიყავი,ვარ..შვეიცარია არც ნატოშია,არც ევროკავშირში…შვეიცარიელებს აზრადაც არ მოსდით რომელიმეს წევრობა.ასეთმა შვეიცარიამ შეძლო გამხდარიყო ყველა ქვეყნისათვის საინტერესო,მიეღწია მსოფლიოში საუკეთესო პირობებისათვის მოსახლეობის ცხოვრების დონის მიხედვით,მოეპოვებინა ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს სახელის მოპოვება [არჩევნები ფოსტით ტარდება,არავის აქვს სურვილი პრეზიდენტობის-მთავრობიშ 7 წევრი მორიგეობით იკავებენ პრეზიდენტის პოსტს]

დრო ადასტურებს,რომ შვეიცარული მოდელი საქართველოსთვის უნიკალურია…ამის პირობა ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობაშია..მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო გეოგრაფია ექცია პოლიტიკად.ამ დროის საქართველო უძლიერესი იყო.

ბატონი ოლანდის განცხადებაც ამას ადასტურებს..ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ და არავის სახვეწარი არაფერი გვაქვს….ერთი მუჭა ავადმყოფური აზროვნების ადამიანთა გამო თავს ნუ ვიმცირებთ…!“

‘თეთრების“ პრეს-ცენტრი

21.11.2015წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *