ქვეყნის მომავალი არის განვითარების ბიუჯეტი (მოკლე სტენოგრამა)

news_83318თემურ შაშიაშვილი: ჩვენ დღეს ძალიან კონკრეტული თემა გვაქვს და არაპოპულარული განცხადებების გაკეთება მოგვიწევს. სოციალური თუ განვითარების ბიუჯეტი.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, აქაც, რამდენიმე შეხვედრაზე ჩვენი პოლიტიკური პოზიცია გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ იმ პოლიტიკური ფილოსოფიით, რაც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს მომავალი არ ექნება.

ჩვენ სერიოზული რეორგანიზაცია გვაქვს პარტიაში. ბატონი ზურაბ ხასია ხელმძღვანელობს ამ პროცესს.  ყველა განცხადებას ვაკეთებთ ყველასთვის, ეს ეხება პარტიის წევრებსაც. ვისაც არ მოსწონს ჩვენი განცხადებები, შეუძლია წავიდეს პატიიდან. ვისაც სურს ჩვენთან ურთიერთობა, უნდა იცოდეს, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ .

უმწვავეს საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბოლო პერიოდში  ჩვენი მოსაზრებები. ერთ-ერთი მთავარია, რომ ქვეყნის გადარჩენა არც ბელადებშია და არც მილიარდერებში. ჩვენ ერთმაც და მეორემაც დაგვღუპეს. ასეთივე პოზიციაზე ვრჩებით დღეს.

ციტატა:  ქვეყნის გადარჩენა არც ბელადებშია და არც მილიარდერებში.”

გამოკვეთილად ვთქვით, რომ ჩვენ ვემიჯნებით საარჩევნო სისტემის შესახებ თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. რადგან პარტიები თითქმის შეთანხმდნენ ჩვენს გარეშე ,  ჩვენ ამ საკითხებზე კონსულტაციებზე არც გვეძახიან. რადგან იციან, რომ დაგვიძახონ რა პოზიციაც გვექნება. არა მარტო ამ, სხვა საკითხებზეც. არ შეიძლება საუბარი რომ მაჟორიტარული სისტემაა კრიმინალური  – გამოთქვა ასეთი მოსაზრება ერთმა პოლიტიკოსმა. პარტიებია საქართველოში კრიმინალური, ეს ძალიან სამწუხაროა და განვიცდით,რ ომ ეს ასეა.

არსებობს მაჟორიტარული, შერეული და პროპორციული სისტემები. ჩვენ ვერც ერთში ვერ ვხედავთ პანაცეას. დემოკრატიული შეიძლება იყოს როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული და შერეული სისტემები. პარტიები დემოკრატიული არჩევნებისთვის და საარჩევნო სისტემისთვის კი არ იბრძვიან, არამედ, როგორ შევიდნენ პარლამენტში. აქ მოქმედებს  ისევ ბელადების სისტემა,.ვიღაც ჩაუდგება პარტიას სათავეში და პარლამენტში 5-6 კაცს შეიყვანს. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ სისტემას და ვიხრებით იქეთ, რომ საქართველო ძირითადში უნდა წავიდეს მაჟორიტარული არჩევნებისკენ.

ადრეც ვთქვით და ეხლა ვადასტურებთ, გვიკვირს, ამერიკის მორჩილი პოლიტიკური პარტიები გამოდიან ამერიკული საარჩევნო მოდელის საწინააღმდეგოდ,. ამერიკაში არის მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რომ გამოკვეთილად შერეული იყოს არჩევნები. თუმცა ზვიად გამსახურდიას არჩევნების დროს ხდებოდა რანჟირება. რამდენიმე კაცი იღებდა მონაწილეობას, შეიძლება სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. მიმაჩნია,რ ომ იმ სისტემის სერიოსული განხილვა იქნებოდა სასარგებლო.

ჩვენ გამოკვეთილად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია ქუჩის პოლიტიკოსებთან  დაკავშირებით. დამოუკიდებელ საქარველოში ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩით და ქუჩიდან და საქართველოში აღზევებულია  ქუჩის პოლიტიკა. ქუჩის პოლიტიკის უკან დგანან დანიშნული ბიზნესმენები, რომლებსაც უჭირავთ ბიზნესის 90%. დანიშნულ ბიზნესმენებს მძიმე მდგომარეობა ელით, იმიტომ რომ ხალხში მოთმინება ივსება მათ მიმართ, ვინც ხელში ჩაიგდო მთელი ქონება, დააჯდა ქვეყანას თავზე და ფიქრობს არა ქვეყანასა და ხალხზე,  არამედ თავის სიმდიდრეზე, თავის ოჯახსა და მეგობრებზე. ქუჩა გახდა დანიშნული ბიზნესმენების და დანიშნული ბიზნესის დაცვის მექანიზმი.  ჩვენ, „თეთრები“ ვემიჯნებით ქუჩის პოლიტიკას,.  მიგვაჩნია, რომ აღარ შეიძლება ხელისუფლებები მოდიოდნენ ემოციით და აღარ შეიძლება ემოციაზე აგებული პოლიტიკოსები მოდიოდნენ ამ ქვეყანაში. ჩვენ გონებაზე ორიენტირებული  ვართ და ამის გამო ასე გამოკვეთილად ვამბობთ, რომ სწორედ ასე უნდა იყოს.

ციტატა ჩვენ, „თეთრები“ ვემიჯნებით ქუჩის პოლიტიკას,.  მიგვაჩნია, რომ აღარ შეიძლება ხელისუფლებები მოდიოდნენ ემოციით და აღარ შეიძლება ემოციაზე აგებული პოლიტიკოსები მოდიოდნენ ამ ქვეყანაში.

ყველა პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებით, გაშალეთ გაზეთები, ყველა პარტია იძახის „მე ვარ ერთადერთი პარტია“ , მე თუ არ მოვედი, დაიქცევა ქვეყანა“… თეთრებს გაგვაჩნია ღირსება, პატივს მივაგებთ საქართველოს მოსახლეობას და  არ ვამბობთ, რომ ვართ ერთადერთი და გამორჩეული პარტია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტია სავსეა გონებით მეცნიერებით, განათლებული ადამიანებით.ჩვენ  არ ვამბობთ იმას, რომ ერთადერთი პარტია ჩვენ ვართ, მაგრამ იმას კი ვამბობთ რომ ამ პოლიტიკური ფილოსოფიით რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ, ქვეყანას მომავალი არ აქვს.  ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან, ვისაც სახელმწიფო კაცები ქვია, ვთათბირობთ ხალხთან, რათა გავხდეთ ნაწილი, იმ პოლიტიკური შენაერთისა, რომელიც იქნება ორიენტირებული საქართველოს მომავალზე და არა სკამზე. ეჭვი არ მეპარება, რომ თებერვლის ბოლოს ასეთი მძლავრი პოლიტიკური შენაერთი გამოჩნდება. მე ამის კონტურებს უკვე ვხედავ და ძალიან ბევრ პიროვნებასთან უკვე მიმდინარეობს  ამაზე მუშაობა.

ციტატა: ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან, ვისაც სახელმწიფო კაცები ქვია, ვთათბირობთ ხალხთან, რათა გავხდეთ ნაწილი, იმ პოლიტიკური შენაერთისა, რომელიც იქნება ორიენტირებული საქართველოს მომავალზე და არა სკამზე.

ეხლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე. პოლიტიკური პატიები იმის მიხედვით იზომება, ბიუჯეტის რა პოლიტიკას უჭერს მხარს. პარლამენტში მყოფი პოლიტიკური პატიები საკუთარ თავს მემერჯვენეებს უწოდებენ და ბიუჯეტს სთავაზობენ ქვეყანას მემარცხენეს. არეულია ყველაფერი., თუ ხარ მემარცხენე, გამოიტანე სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, მაგრამ ყველანი იძახით ,რ ომ მემარჯვენეები ვართ და გამოგაქვთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, ეს უკვე არ არის პოლიტიკა, ეს არის სკამისთვის ბრძოლა. იციან, რომ  ადამიანზე მალამოსავით მოქმედებს, თუ იტყვი,“ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი“. გაგიზრდი პენსიას, ხელფასს, დაგიხნავ გადაგიხდი გაზის გადასახადს, გადაგიხდი შუქის გადასახადს… გაანადგურეს ქვეყანა, გააზარმაცეს ხალხი, ქვეყანა და ამ სოციალურმა დემაგოგებმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანეს. ეს ერთი.

მაგრამ, არის თუ არა ეს ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული. მე მზად ვარ ნებიემიერთან კამათისთვის  და  ვამბობ: ბატონებო, თქვენ ატყუებთ ხალხს, როცა ამბობთ, რომ  ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული  სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს როცა იღებს ქვეყანა,  იქ, ხელფასი,. პენსია, შრომითი შემწეობა და სტიპენდია არ არის საარსებო მინიმუმზე ნაკლები. თუ თქვენ მეტყვით, რომ რომელიმე ერთში ეს პირობა დაცულია, თქვენს მხარეს ვიქნები,. მითუმეტეს ,რ ომ დღეს ქვეყანაში საარსებო მინიმუმს აყალიბებს თვითონ ხელისუფლება. ესეც პარადოქსია, დემოკრატიულ ქვეყანაში საარსებო მინიმუმს ანგარიშობენ დამოუკიდებელი ექსპერტები.  დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშით კი საარსებო  მინიმუმი დღეს ქვეყნაში არის 500 ლარის ფარგლებში.

ციტატა: ბატონებო, თქვენ ატყუებთ ხალხს, როცა ამბობთ, რომ  ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული  სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს როცა იღებს ქვეყანა,  იქ, ხელფასი,. პენსია, შრომითი შემწეობა და სტიპენდია არ არის საარსებო მინიმუმზე ნაკლები. თუ თქვენ მეტყვით, რომ რომელიმე ერთში ეს პირობა დაცულია, თქვენს მხარეს ვიქნები,.

უმუშევრებითაა სავსე ქვეყანა. ამ ადამიანებს დახმარება არ აქვთ, ასე მიტოვებული სტუდენტობა  წარმოუდგენელია. არ არსებობს ინსტიტუტი, სადაც ათასობით სტუდენტმა არ შეაჩერა სტუდენტის სტატუსი იმიტომ რომ ფულს ვერ იხდიან და  უკეთეს ვითარებას ელოდებიან. ეს არ არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი.

მე მივმართავ ფინანსთა მინისტრს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. იმ ბიუჯეტს , სადაც საშემოსავლო გადასახადი 20% ქვია სოციალურად ორიენტირებული? შეიძლება, რომ კაცს რომ აძლევ 500 ლარს, იქედან მის 20% – ს ანუ  100 ლარს უკან იბრუნებდე და მერე ლაპარაკობდე ბიუჯეტი გავზარდეო? რუსეთსაც კი აღარ აქვს 20% საშემოსავლო გადასახადი, იქ  გაცილებით დაბალია. მე არ ვიცი რომელიმე ქვეყანა, სადაც საშემოსავლო გადასახადი ასეთი მაღალია.

მე როცა ვნახე ბიუჯეტში რა  შემოდის მოგების შემოსავლიდან. ეს უკვე არ არის ქვეყანა ქვეყანას არ აქვს ეკონომიკა. ნორმალურ ქვეყანაში ბიუჯეტის მთავარი შემოსავალი არის დამატებითი ღირებულების გადასახადი  და მასთან გატოლებული არის მოგების გადასახადი. მოგების გადასახადი არის კატასტროფულად მცირე დაგეგმილი. რეალურად გამოდის, რომ ქვეყანას არ აქვს ეკონომიკა  და თუ ქვეყანას არ აქვს ეკონომიკა, როგორ ზრდი ხელფასს  და პენსიას? ეს ხომ ხალხის მოტყუებაა ისევ!

ყველა პენსიონერს ვეუბნები. თქვენს ირგვლივ გაიხედეთ თუ გაიხსნა საწარმოები. თუ არ გახსნილა, არ შექმნილა რაღაც, როგორ გიზრდიან პენსიას? იმით რომ გეუბნებიან, მიწას დაგიხნავო? დავით აღმაშენებელი ამ პოლიტიკით არ მიდიოდა. დავით აღმაშენებელი იმ გზით მიდიოდა, რომელზეც დღეს მსოფლიო საგადასახადო სისტემა დგას. ოთხჯერ ნაკლებ  გადასახადს ახდევინებდა იმას, ვინც მიწას არ  ამუშავებდა  და ვინც მიწას ამუშავებდა, იმას ყოველნაირად ახალისებდა. ოღონდ თვითონ ხნავდა, თვითონ აკეთებდა, თვითონ უვლიდა… ჩვენ ვეუბნებით რომ გიხნავ მიწას, მაგრამ მოხვნის გარდა ათასი რამაა საჭირო . ამ პოლიტიკის მხოლოდ 5-10 % ია კმაყოფილი, ის რაც ბატონმა ბიძინამ 700 მილიონი ჩადო, ჩვენ ვუჭერთ რა მხარს განვითარების ბიუჯეტს, ამ თანხით სოფელს შევცვლიდით. ანუ იმ ფულით, რაც მან დახვნაში ჩადო,  ამ ფულით სოფლის  შეცვლა შეიძლებოდა, კაცი ხელებს დაიკაპიწებდა… და  რამეს გააკეთებდა. ჩვენ გავაზარმაცეთ ხალხი  იმის ლაპარაკით რომ ბიუჯეტი სოციალურადაა ორიენტირებული, ჯერ ერთი ეს არც არის სოციალური ბიუჯეტი. ეს ტყუილია.

რას ნიშნავს განვითარების ბიუჯეტი.  ხელისუფლება ფასდება ორი რამით: შექმნა თუ არა ქვეყანაში კონკურენტული გარემო და გახადა თუ არა ხალხი გადამხდელუნარიანი. კონკურენტუნარიანი რომ გახადო საერთოდ, სამეწარმეო სფერო, ამისათვის საგადასახადო სისტემა უნდა შეცვალო. ჩვენი საგადასახადო სისტემა არ არის კონკურენტული გარემოს საწინდარი. პირველი და მთავარი – შესაცვლელია საგადასახადო სისტემა. ისეთი  სისტემაა საჭირო, რომელიც საქმის მკეთებელს დაუჭერს მხარს. ეს საგადასახადო სისტემა, რაც ჩვენ გვაქვს, ებრძვის საქმის მკეთებელს. ამიტომ არის საშინელი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, მე მცხვენია,  რომ ხალხს ურიგებენ ფულს. ვიცი, რომ ბევრს ეწყინება  რასაც ვამბობ, მაგრამ ამას სიყვარულით ვამბობ. ტვინით გატენილ ხალხს, მეცნიერებს ფულს ურიგებენ და ეუბნებიან, თქვენი მეცნიერება არ გვინდაო. მე კი თქვენი მეცნიერება მინდა , ბატონებო, თქვენი მეცნიერებით შეიძლება ქვეყნის შეცვლა…

ციტატა: “კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, მე მცხვენია,  რომ ხალხს ურიგებენ ფულს”.

 

ციტატა:”მე კი თქვენი მეცნიერება მინდა , ბატონებო, თქვენი მეცნიერებით შეიძლება ქვეყნის შეცვლა…”

 

სწორედ ის მინდა, რომ  ხელისუფლებამ ერთხელ მაინც თქვას, რომ სტუდენტი იხდის სწავლის გადასახადის 10% -ს და სწავლის გადასახადი რეალურ ღირებულებაზე უფრო ძვირია. დანარჩენში კი სახელმწიფო ეხმარება და ხელშეკრულების გაფორმებისას ეუბნება, მე დაგამთავრებინებ,  10% ზე მეტს არ გადაგახდევინებ  და როდესაც დაამთავრებ, თუ ისეთი პოლიტიკა იქნება რომ კარგი სამუშაო მიიღო რომ მინიმალურ ხელფასზე სამჯერ მეტი ხელფასი აიღო, იქედან გადაიხდი და დააბრუნებ თანხას, რაც მე შენ მოგახმარე. აი, ეს არის განვითარება და სტუდენტზე ფიქრი. განვითარება ნიშნავს, რომ შენი ბიუჯეტის 10% მაინც ჩადო მეცნიერებაში. განვითარება ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ყოველ ნაწილში  საუბარი იყოს სამუშაო ადგილის შექმნაზე. ყველგან, აბსოლუტურად ყველგან, ვარიგებთ ხელფასს, პენსია, შემწეობას, რომელიც ნახევრადაც არ ყოფნის საარსებო მინიმუმს და გავამათხოვრეთ ქვეყანა.

დააკვირდით, საბჭოთა კავშირის დროს, ყველა ბიუჯეტი იყო სოციალურად ორიენტირებული, ბატონ ზვიადს ათქმევინეს რომ მისი ბიუჯეტი სოციალურადაა ორიენტირებული. შევარდნაძის ყველა ბიუჯეტი იწყებოდა ასე: ეს არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, სააკაშვილის დროს ყველა ბიუჯეტზე იწერებოდა სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტია,ეს ხელისუფლებაც მოვიდა და იძახის, რომ მისი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, გეკითხებით, კი მაგრამ 1990 წლიდან თუ 25 წელია სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვაქვს, რატომ ვცხოვრობთ ცუდად? რატომ ვცხოვრობთ უარესად ვიდრე ვცხოვრობდით? ხელისუფლება გვეუბნება სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტზე და ოჯახი არ დარჩა ქვეყანაში, რომლის ვალიც არ ჰქონდეს  ხელისუფლებას და არ უბრუნებს და ბიუჯეტში არ არის ეს თანხები ჩადებული. ხელისუფლებას ვეუბნები მომეცი რაც მერგება და მე მოვუვლი ჩემს თავს. მე არ მინდა არც შენი დახნული, არც შენი დარიგებული, შექმენი ნორმალური სამუშაო ადგილი. არ შეიძლება, რომ  ხელსახოცს ვერ აწარმოვებდეს  პირსახოცს, ასანთს ელემენტარულ რამეებს ვერ აწარმოებდეს და ყველაფერი გარედან შემოქონდეს.

ციტატა: “ჩვენი ავადმყოფობა მათთვის ბიზნესად იქცა..”

მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მოწონება აქვს საქართველოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბისმარკმა გააკეთა პირველი სამედიცინო რეფორმა. წარმოუდგენელია, 1 მილიარდამდე ფული იხარჯებოდეს მედიცინაში და დააკვირდით, ვისია სამედიცინო დაწესებულებები.  ყველას თუ არა, 60-70 % სამედიცინო დაწესებულების უკან დგას უცხოური კაპიტალი. ჩამოვიდა სომეხი, ყოჩაღ! ჩამოვიდა აზერბაიჯანელი, თურქი…მომდევნო კვირაში ჩატარდება კონკურსი და იგებენ ავსტრიელები, ანუ ყიდულობენ საწარმოებს…  როგორ ფიქრობთ, რატომ მოდიან ისინი ჩვენთან? ჩვენი ავადმყოფობა მათთვის ბიზნესად იქცა. ანუ ხელისუფლებამ გახადა გარანტირებული, რომ უხდიან ფულს და  ქართველ მეწარმესთან არაფერი არ მიდის. სამედიცინო მომსახურების მთავარი ფიგურა არის ექიმი. რომელიც ვერ იღებს შემოსული თანხების 7%-საც კი. მე ექიმების მხარეს ვარ. ამ ფულის ნახევარით, რომელიც მედიცინაში იხარჯება, ნახევარით და მესამედითაც კი, შეიძლება გაცილებით უკეთესი სამედიცინო მომსახურება იყოს, საყოველთაო დაზღვევა იყოს გაცილებით უკეთესი ხარისხით. მე არ ვარ დაზღვევის წინააღმდეგი. ჩვენს პროგრამაში გვიწერია ერთ-ერთი სოციალური მომენტი,  აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის შესახებ. უფრო მეტიც გვიწერია, დღეს ადამიანს ეუბნებიან, შენი ფულით გაესინჯეო. ჩვენ პირველ რიგში მხარს ვუჭერთ იმას, რომ გასინჯვა იყოს უფასო,. ადამიანი არ უნდა ხარჯავდეს ფულს იმაში, რომ გაიგოს მისი ჯანმრთელობა რა მდგომარეობაშია. მედიკამენტები გაძვირდა საშინლად. 7-10 თეთრად შემოაქვთ უცხოეთიდან და შემდგომ აქ კატასტროფულ ფასებში ყიდიან. ეს ადამიანები, ოქიაშვილი და სხვები, დღეს პარლამენტში არიან.

ციტატა: “ჩვენს პროგრამაში გვიწერია ერთ-ერთი სოციალური მომენტი,  აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის შესახებ. უფრო მეტიც გვიწერია, დღეს ადამიანს ეუბნებიან, შენი ფულით გაესინჯეო. ჩვენ პირველ რიგში მხარს ვუჭერთ იმას, რომ გასინჯვა იყოს უფასო,. ადამიანი არ უნდა ხარჯავდეს ფულს იმაში, რომ გაიგოს მისი ჯანმრთელობა რა მდგომარეობაშია”

ჩანართი მინდა გავაკეთო, ვისაც ეშინოდა ბიძინა ივანიშვილის მოსვლის და ეგონათ რომ ბატონი ბიძინას მოსვლის შემდგომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ, ეს ბიზნესმენები ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ვინც არიან წამლის ბიზნესში, ოქიაშვილები და სხვები და სხვები… ის დანიშნული ბიზნესმენები, ვინც შევარდნაძის დროს დაინიშნენ, ან სააკაშვილის დროს დაინიშნენ, ჩაიგდეს ხელში ყველაფერი და , როგორც იტყვიან, დააწვნენ ქვეყანას თავზე.

მე ხალხის ფულის ასე ხარჯვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან პარტიაში ძალიან ძლიერი ადამიანები არიან. მათ შორის მედიცინის სპეციალისტები და ისინიც იზიარებენ ამ აზრს, რომ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, განვითარების ბიუჯეტის გარდა. სოციალური ბიუჯეტი არის საქართველოსთვის კატასტროფა.

ჩვენ ვთავაზობთ ყველას და ვეუბნებით ბატონებო, ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე, ვიფიქროთ განვითარების ბიუჯეტზე, ვიფიქროთ იმაზე, რომ ხელისუფლება გადამხდელუნარიანს გვხდიდეს, კონკურენტულ გარემოს ქმნიდეს.  თავის ნაცნობს, მეგობარს და ახლობელს კი არ ეხმარებოდეს,

ტვინით გატენილი ადამიანები არიან, რომლებსაც ხელს უშლიან ეს დანიშნული ბიზნესმენები და საგადასახადო სისტემა, ისინი ვერ შემოდიან ბიზნესში, ნადგურდება მთავარი ეკონომიკური ღერძი. ჭიათურა – ზესტაფონი – ტყიბული, ამას რომ  დავამატოთ ფოთი, დავამატოთ მადნეული, და რუსთავი, ეს იყო ვეებერთელა ეკონომიკა საქართველოსთვის. გაჩერდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, გაანადგურეს ჭიათურა, ანუ მთავარი ეკონომიკური ღერძი ნადგურდება ქვეყანაში. და ამაზე ჩვენ ზარები არ შემოვკარით. გაჩუმებული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკა, ფოთთან დაკავშირებული ეს საწარმოები, ეს იყო ვეებერთელა ეკონომიკური ღერძი და ეს ნადგურდება და ჩვენ ვართ გაჩუმებული. გაჩუმებული არიან მეცნიერები, რადგან მათი  მეცნიერება არავის უნდა, ფულს ურიგებენ, გაჩუმებულია უამრავი ადამიანი, იმიტომ რომ რა ვქნათ, ფულს გვირიგებენო,  ჩვენ გავხდით დარიგებული ფულის მძევალი და ბიძინა ივანიშვილის ფულის მძევალი. იმის გათვალისწნებით, რომ თუ გარედან რასაც ავალებენ ყველაფერს არ შეასრულებს, ეს ფული არაფერში არ დარჩება.

ნახეთ, რა ხდება საფრანგეთში. გუშინ იქ ჩატარდა არჩევნები. და ვინ იმარჯვებს? საფრანგეთი ფრანგებისთვისო, რომ იძახიან, აღარ გვინდა ევროკავშირიო. ის ხალხი მიდის პირველ ადგილზე. რასაც ევროპის ძირითადი მოსახლეობა ემიჯნება, იქეთ ვიკლავთ ჩვენ თავს, რომ წავიდეთ. შვეიცარია ცხოვრობს ყველაზე კარგად,მსოფლიოში, არც ნატოს წევრია, არც ევროკავშირის. შვეიცარიაში რომ ვინმეს უთხრა, ნატოში შედი, ან ევროკავშირშიო, ვერ გამოასწრო, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდები. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, როდის იცხოვრებენ კარგად. ჩვენ გვგონია, როცა ვინმეს გავეგებით ფეხქვეშ, მაშინ ვიცხოვრებთ კარგად. ჩვენ გვჭირდება მეცნიერებაზე ორიენტირება. საქართველოს მეცნიერება არ აინტერესებს არც ერთ უცხოელს, საქართველოს განათლება არ აინტერესებს არც ერთ უცხოელს, უნდათ რომ ჩვენი სტუდენტები წავიდნენ სასწავლებლად უცხოეთში. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მეცნიერებაზე, სტუდენტზე, განათლებაზე.

ციტატა:  ჩვენ გვჭირდება მეცნიერებაზე ორიენტირება.

ჩვენი პრიორიტეტები ასე ყალიბდება.

პირველი – განათლება უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. მასწავლებელი უნდა იყოს ხელისგულზე და ფეხქვეშ ვეგებოდეთ ბავშვს. სკოლა თავისი სისტემით მასწავლებლით და ბავშვით უნდა იყოს პრიოიტეტი.

პრიორიტეტი უნდა იყოს მეწარმე, მეწარმის მხარდაჭერა, სამუშაო ადგილების შექმნა და პოლიტიკურ ოპტიმიზმს იძლევა კულტურა. მეცნიერება არის რეალურად პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი. ეს არის განვითარების ბიუჯეტი, და არა ის, რომ ხალხს უთხრა, მე თქვენზე ვზრუნავ და არ აძლევდე იმის მესამედსაც კი  რასაც მას არსებობისთვის სჭირდება პენსიონერი იქნება, უმუშევარი, სტუდენტი, თუ განსაკუთრებით მინდა ვთქვა, ხიზნებზე. ამ ხალხს ასე ნელნელა ატკბობენ და მივედით ამ მდგომარეობამდე.

ჩვენ ჩვენს წინადადებას ვაყალიბებთ ლაკონურად, ქვეყნის მომავალი არის განვითარების ბიუჯეტი. არავითარი სოციალური ბიუჯეტი !და საერთოდ, დავანებოთ სოციალურ დემაგოგიას თავი!. დაგიხნავ, დაგითესავ, გადაგიხდი და შენ გაჩუმდი და არაფერი არ აკეთო!

ხალხს მივცეთ საშუალება , რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს. ჩვენთან უნდა დამთავრდეს ის პოლიტიკა და ბიუჯეტი, რომელიც ადამიანებს არსებობისათვის ბრძოლას აიძულებს, დღეს რეალურად არის ბრძოლა არსებობისათვის.
განვითარების ბიუჯეტი არის ბრძოლა საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. სასწაული მოხდება ქვეყანაში, როცა ყველა ადამიანს მიეცემა საშუალება, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია, ანუ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია. ამას ნიშნავს განვითარების ბიუჯეტი

ციტატა: “ხალხს მივცეთ საშუალება იმისა, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს”

ციტატა:”ჩვენ ჩვენს წინადადებას ვაყალიბებთ ლაკონურად,ქვეყნის მომავალი არის განვითარების ბიუჯეტი. არავითარი სოციალური ბიუჯეტი !და საერთოდ, დავანებოთ სოციალურ დემაგოგიას თავი!”

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *