ჩვენ ვებრძვით არა ხელისუფლებას,არამედ ქვეყნის დამანგრეველ სოციალურ დემაგოგიას!

ამ დღეებში საქართველოს პრემიერ- მინისტრმა წარმოადგინა მთავრობის საქმიანობის სამი წლის ანგარიში.
“თეთრების” თავმჯდომარემ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.
“საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის პირობებში იმის გაკეთება,რაც მთავრობის 3 წლის ანგარიშშია ჩამოთვლილი არამარტო შეუძლებელია,არამედ დანაშაულის ტოლფასია. .სწორედ ეს არის სოციალური დემაგოგიის “მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობის” გზის წარმატებულად გაგრძელება “ოცნების” მიერ.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას,რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოწონს,მაგრამ აუცილებელია ქვეყნის ნგრევის შეჩერებისათვის : ქვეყნის მომავალი არის არა სოციალურად ორიენტირებული,არამედ განვითარების ბიუჯეტი.….
გზას აგებს,პენსიას ზრდის,ხალხის ცხოვრების უკეთეს პირობებს ქმნის არა ფული, არამედ ეკონომოკა.. მიმაჩნია,რომ მთელი ჩვენი უბედურება, ქართული ფულის უბედურებაც არის ის, რომ არ გვაქვს ეკონომიკა და სახელმწიფო სესხებით, ბანკის ფულის ხარჯვით, ქვეყნის გარეთ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის გადარჩენისათვის იძულებით წასულთა მიერ გამოგზავნილი ფულით ვაგებთ გზასაც, ვზრდით პენსიასაც და “ვფიქრობთ” ხალხის კეთილდღეობაზე.
ვცდებით ყველა, ვინც ვფიქრობთ,რომ არსებული ეკონომიკით იმის მესამედის გაკეთებაც კი შეიძლება ,რაც მთავრობის 3 წლის ანგარიშშია ჩამოთვლილი.
ვიცი 90 პროცენტზე მეტს არ მოეწონება ჩემი შეფასება,მაგრამ ჩვენთვის მთავარია ქვეყნის მომავალი და არა სახელისუფლებო სკამი...ამ უკანასკნელით ტკბობა სოციალურ დემაგოგთა სტიქიაა.
ვინმემ რომ არ იფიქროს,რომ ამ პრობლემაზე ახლა ვსაუბრობ და არ მაწუხებდა მაშინ ,როცა ქუთაისის მერი ან იმერეთის გუბერნატორი ვიყავი,აქვე ვდებ ჩემს მიერ სწორედ ამ პერიოდში გამოქვეყნებულ მიმართვას მაშინდელი პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი :
“ქვეყანას ,მის მომავალს უფრო დიდი მნგრეველი არ ჰყავს,ვიდრე სოციალური დემაგოგი! “
ეს დოკუმენტი მაშინ გამოვაქვეყნე, როცა ადვილი არ იყო ამის გაკეთება და ნუ გაუკვირდება დღევანდელ ხელისუფლებას,რომ ასე მკვეთრად ვაყალიბებ ჩემს პოზიციას დღეს. მე ვებრძვი არა მათ, არამედ ქვეყნის დამანგრეველ სოციალურ დემაგოგიას!
ჩემს ამ მასალას ვამთავრებ იმით, რითაც დავიწყე ჩემი გუბერნატორობის დროს მიმართვა პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის და მოსახლეობისადმი:
“წინასწარ ვიცი, ხიშტით და აგრესიით შეხვდებიან ამ მოსაზრებას. შეეცდებიან დაძაბონ ჩემდამი დამოკიდებულება, უპირველესად სოციალური დემაგოგები, მაგრამ ვიდრე ქვეყანაში ყველაფერი არ არის დაკარგული, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს იმედი და ეს იმედი მიუხედავად ხალხის დიდი გაჭირვებისა, გაუსაძლისობისა, ისევ ხალხია – ჯანსაღი, სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანებია. – საჭიროდ ჩავთვალე შემომეკრა განგაშის ზარი სოციალურ დემაგოგიასთან დაკავშირებით.
მართალი ვარ თუ არა დრომ განსაჯოს.დღეს კი ჩემი ეს პოზიცია სხვა თუ არაფერი, განსჯისა და დაფიქრებისათვის მაინც გამოდგება.
ჩვენ მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისათვის ამ საკითხზე,რომ საბოლოოდ დასრულდეს ქვეყანაში სოციალურ დემაგოგთა მმართველობა და მოვიდეს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ მოაზროვნე ადამიანთა ხელისუფლება”



