ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის კულუარებიდან მართვის პოლიტიკს მსხვერპლია

images (1)ჩემი პირველი შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე.

ყოფილი პრემიერი ქვეყნის კულუარებიდან მართვის  და  ქვეყნის იმპულსურად მართვის პოლიტიკის მსხვერპლია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი კი არის მსხვერპლი გარე ძალებისა და მათი მსახური ქვეყნის შიდა პოლიტიკური პარტიების. საქართველო კი ყველაფერი ამის მსხვერპლი.

თუმცა თავისი გადადგომით  ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი პოლიტიკური მომავალი გადაირჩინა და დიდი გამოცდის წინაშე დააყენა ბევრი,რომელთაც ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა მიეღოთ ვგულისხმობ თბილისის მერს ბატონ ნარმანიას, ,ვიცე-პრემიერს და ენერგეტიკის მინისტრს ბატონ კახი კალაძეს ,განათლების მინისტრს ქალბატონ სანიკიძეს,თავდაცვის  მინისტრს ქალბატონ ხიდაშელს და სხვებს.

არაერთხელ მითქვამს, და დღესაც ვიმეორებ: ქვეყანაა დასახსნელი გარე ძალებისა და მათი მსახური პარტიებისაგან….ამით ბატონ ბიძინასაც გადავარჩენთ…მას კი პოლიტიკიდან მოცილებულს ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია მომავლის საქართველოსათვის.
მოქმედების დროა!

 

თემურ შაშიაშვილი

24.12.2015წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *