(ვიდეო) “ვისურვებდი, მომდევნო წელს ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო!” (29.12.2015წ)


გადაცემა “მთავარი თემა” – ში თემურ შაშიაშვილი, პროფესორი ვაჟა აბაკელია, პროფესორი ანზორ თოთაძე

jhfk29 დეკემბერს, ტელეკომპანია თრიალეთის გადაცემაში “მთავარი თემა”, წამყვანის სტატუსით მიწვეული იყო პარტია “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი.

გადაცემაში განიხილებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 20 წლიანი პერიოდისთვის მეტად აქტუალური საკითხი: სოციალური და პოლიტიკური დემაგოგია და მისი დამანგრეველი ზემოქმედება ქვეყანაზე. ამასთანავე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

გადაცემის წამყვანმა, თემურ შაშიაშვილმა, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა უფლება ნებისმიერი სტუმრის მოწვევისა, სურვილი გამოთქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მონაწილეობას მიიღებდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რათა გამართულიყო საინტერესო კამათი. განსაკუთრებული სურვილი გამოიხატა  “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის , ირაკლი ალასანიას გადაცემაში მონაწილეობისა.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსთაგან გამოხმაურება არ ყოფილა. ჩვენი სურვილი, რომ კამათი და აზრთა ჭირილი ქუჩიდან დარბაზში გადაგვეტანა, უშედეგოდ დამთავრდა.

მიუხედავად ამისა,  გადაცემა ჩვენის აზრით   მეტად საინტერესოდ წარიმართა. აქტუალურ საკითხებზე მეტად კომპეტენტური მოსაზრებები გამოთქვეს პროფესორმა ვაჟა აბაკელიამ და პროფესორმა ანზორ თოთაძემ.

გთავაზობთ გადაცემა “მთავარი თემის” ვიდეოჩანაწერს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *