ქვეყნის გადარჩენაც და გაბრწყინებაც განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული

temuriდღეს პოლიტიკა აივსო შემთხვევითი  ადამიანებით . ვინ არის პოლიტიკოსი და რა ფუნქციების მატარებელი უნდა იყოს იგი. “თეთრების” ლიდერი ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

“არის მოსაზრება, რომ პოლიტიკოსია ის,  ვინც მეფეს პაიკად აქცევს და პირიქით. მაგრამ განა ესაა პოლიტიკოსის მოწოდება? ჩემის აზრით, არა!

პოლიტიკოსია ის,ვინც ეძებს და აფასებს ძლიერებს, ვისაც შეუძლია ისეთი გუნდის შეკვრა,რომელიც მოქმედებაში მოიყვანს ქვეყნის ინტელექტუალურ და გეოგრაფიულ პოტენციალს, ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებს.

პოლიტიკოსმა უნდა შეძლოს  ისეთი განწყობის  შექმნას ქვეყანაში, რომ ადამიანი იბრძოდეს არა არსებობისათვის, არამედ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. ცუდი ის კი არ არის,რომ ასეთი ხელისუფლება არ გვყავს,არამედ ის,რომ ნიჭიერი ადამიანებით სავსე  ქვეყანაში, გადარჩენას სოციალური დემაგოგებად  ქცეულ  ბელადებსა  და მილიარდერებში ვეძებთ.

დარწმუნებული ვარ, ქვეყნის გადარჩენაც და გაბრწყინებაც განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, იმ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული,რომელსაც ქვეყანა უყვარს,ფიქრობს ხალხზე და არა ხალხის გამოყენებაზე საკუთარი  სკამისა და ძალაუფლების  შენარჩუნებისათვის, იმ ხელისუფლებაზე,რომელიც აღიარებს მხოლოდ ერთ ძალაუფლებას-ნიჭის ძალაუფლებას”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *