ვითმინეთ, რისი მოთმენაც დანაშაული იყო და არის

 

10968564_1378363155808981_1099917200785209352_nბებერი და მარად ახალგაზრდა,ეროვნული სულის ევროპული ყაიდის ქუთაისი!
ქალაქის მთავარ მოედანზე,1995 წელს-ქუთაისის 3500 წლისთავისა და სატახტო ქალაქად გამოცხადების 1000 წლისთავის ზეიმის წელს ქალაქ-მუზეუმად წოდებულ ნაწილში , უდიდესი ისტორიისა და ფუნქციის მატარებელ,ყოველმხრივ შემკობილ მოედანზე , 1995 წლიდან -დავით აღმაშენებლის მოედანზე,მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე აშენებული თეატრის მშვენიერი არქიტექტურის შენობის ფონზე,სწორედ იქ,სადაც მთავრდება თამარ მეფის პროსპექტი და იწყება -რუსთაველის,სწორედ იქ,საიდანაც ზეცისკენ მიდრეკილად ჩანს ბაგრატი,ტაძარი ერთიანობის,სადაც დაიბადა სიტყვა -საქართველო და ,სადაც ბრძენმა ჭყონდიდელმა სამეფო გვირგვინი დაადგა დავით აღმაშენებელს-ჯერ კიდევ დგას მეფეთმეფის ძეგლი….

და მაშინ,როცა ძეგლიდან მარჯვნივ,ისტორიულ ბორცვზე,მეოცე საუკუნის დასაწყისში უღვთოდ დანგრეული ტაძრის ადგილზე უნდა დასრულებულიყო დავით აღმაშენებლის ტაძარის მშენებლობა- მეფის ძეგლის ადგილზე შადრევანია…
ვითმინეთ და ვითმენთ,რისი მოთმენაც დანაშაული იყო და არის….ქვეყანაც თავზე გვექცევა..

საქართველოსათვის მოქმედების დროა!

თემურ შაშიაშვილი

12.01.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *