აზროვნების პროვინციალიზმი

პროვინციალიზმი გეოგრაფიული მცნება სულაც არ გახლავთ, იგი  უფრო მეტად აზროვნებასთანაა დაკავშირებული და საქართველოში  სულ უფრო ძლიერდება.   მონური ფსიქოლოგია დღეს გამოიხატება პროვინციულ აზროვნებაში. ყველა  პროვინციალს დღეს გაუაზრებლად აკერია ენაზე დასავლეთი, დასავლეთი… დასავლეთი… დასავლეთი, დასავლური კულტურა უპირველესად, ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყნებთანაა დაკავშირებული.

საქართველოა ცივილიზაციის სათავეებთან  მყოფი ქვეყანა, უდიდესი პროგრესის მატარებელი, 850 წელი სრულდება შოთა  რესთაველის ვეფხისტყაოსნის შექმნიდან,. იმ ეპოქისთვის ეს იყო უნიკალური რამ. ანუ შეიძლება ვეფხისტყაოსანს უწოდო  იმ ეტაპის გაერო საქართველოში მცხოვრებმა მწერალმა შეძლო მსოფლიოს უამრავი ქვეყანა დაეტია მის ერთ ნაწარმოებში. არ ვიცი, რატომ გვგონია, რომ ვიღაცას უნდა მივბაძოთ.

დასავლური კულტურა ჩემთვის არის დაკავშირებული ბიბლიასთან დიდ ქართულ მწერლობასთან, ქართულ კულტურასთან, დაკავშირებულია ელინისტურ სამყაროსთან, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, დაკავშირებულია  არცთუ დიდი ისტორიის, მაგრამ საინტერესო ლიტერატურის ამერიკასთან. ბევრს საერთოდ არ აქვს წაკითხული ეს ლიტერატურა და გონია, რომ დასავლური არის ის, რასაც ჩვენ  დღეს გვაჩეჩებენ  ან თუნდაც დღეს განათლების სისტემაში უნდათ შემოიტანონ.  ეს  არის   სამარცხვინო მონური ფსიქოლოგია, რომელიც დღეს  პროვინციული აზროვნების სახით ჩანს ქვეყანაში. ადამიანს არავითარი განათლება არ გააჩნია, მაგრამ იძახის ამერიკას, იძახის დასავლეთს. და  რომ  კითხო, რა არის მისთვის დასავლეთი? რა არის დასავლური?, ერთი წინადადების მთქმელიც ვერ არის.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *