ეროვნული ტრადიციები და ჭეშმარიტი ლიბერალიზმი

 

ჩვენ რაც უნდა წამოგვეღო დასავლითიდან – ეს იყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ამის გაკეთებას ცდილობდნენ ნიკო  ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე. ევროპელ განსწავლულ ადამიანთა აზრით, საქართველოს არ ჰყოლია ნიკო ნიკოლაძეზე დასავლურად მოაზროვნე პიროვნება. ისინი შეფასებების დროს არ ერიდებიან სიტყვას „გიგანტი“ და ამ გიგანტის ფესვები, სწორედ ქართულ ეროვნულ ტრადიციებში იყო. ნიკო ნიკოლაძეს არასდროს უსაუბრია ლიბერალიზაციაზე. უფრო მეტიც, ქართულ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული.

დღეს ჩვენში ეროვნული ტრადიციები საფრთხობელად გადააქციეს ფესვდომედასავლეთეებმა. დიდი პოლიტიკოსი და მოაზროვნე, სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი სულ სხვა აზრისა გახლდათ ამ საკითხზე:“ტრადიციების მიყოლა  ერს არასოდეს ასუსტებდა, პირიქით  საფრთხის და გასაჭირის დროს აძლიერებდა“.  ძალიან ძლიერი გამონათქვამია მართლა ძალიან დიდი მოაზროვნე კაცისა.

ჩვენთან დღეს, თუ ლაპარაკობ ტრადიციებზე, ჩამორჩენილი ხარ. ეს არის პროვინციული აზროვნება. ამიტომ ვიმეორებ: ეკონომიკა, რომელიც  საინტერესოა დასავლეთში, ჩვენს პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ იმიტომ რომ  იმ ეკონომიკის შემოტანა,  რომელიც დასავლეთშია არ აწყობთ  დასავლურ მასონურ წრეებსაც, იმიტომ რომ მაშინ ქვეყანა ფეხზე დადგება და ძლიერი საქართველო მათ არ აწყობთ. მათ აწყობთ დაჩოქილი, დასუსტებული, მუდმივად მათხოვრის როლში მყოფი საქართველო. ასე რომ  დასავლეთის მასონური წრეებისა და ჩვენი ქართველი პოლიტიკოსების, იმ პოლიტიკოსებისა, რომლებსაც უნდათ სკამი და სკამის შენარჩუნება, ინტერესები  ემთხვევა ერთმანეთს, ძალიან სერიოზულ;ი და მძიმე რამ არის, მაგრამ  ამ მტრულ ინტერესთა თანხვედრაში დაიკარგა საქართველო.!!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *