შემინდეთ!

შენდობის კვირა ყოველთვის დიდ ადამიანურ განცდებთანაა დაკავშირებული. ზნეობრივი ადამიანი ამ დროს ინანიებს შეცდომებსა და ცოდვებს, ბოდიშს უხდის ყველას ვისაც აწყენინა, ფიქრობს ქვეყნაზე, მამულზე, ოჯახზე ამქვეყნიურ ყოფაზე, ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულებსა და უპოვრებს – როგორც ჩვენში იტყვიან, უშურველია. კაცისთვის ეს პერიოდი ზნეკეთილობით არის სავსე.
დიდი ხანია ჩემში აღტაცებას იწვევს მუხრან მაჭავარიანის ეს სიტყვები:
„სხვისიც ყოფილა თუ ყოფილა
ჩემს თვალზე ცრემლი
ვყოფილვარ სხვისი სიბრალულით
მრავალჯერ ჩუმად,
ყოვლადძლიერო!..
გახარება თუ გინდა ჩემი, –
უნარი სხვისი გახარების
მიბოძე უმალ!“
შენდობის კვირაა…უფალს ვთხოვ შემინდოს შეცოდებანი ჩემი ნებსითნი თუ უნებლიეთნი…შენდობას ვთხოვ ყველას ,ვისაც ჩემგან რამე ეწყინა,ანალოგიურს არ ვითხოვ არავისაგან,ვისგანაც რამე მეწყინა…
უფალს ვთხოვ ერთს : სიკვდილამდე არ მოვკვდე და ვიცხოვრო სხვისი გახარების სიბრძნით, ნიჭით და უნარით!



