ეს არის მომავლის საქართველოს ეროვნული პროგრამა..

ეს არის მომავლის საქართველოს ეროვნული პროგრამა…..ასე აფასებს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს “თეთრების” ლიდერი, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გელათში შეხვდა.
“ვისურვებდი მთავრობას და პარლამენტს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა მონაწილეობით ეფიქრა მისი რეალიზაციის კონკრეტილ გზებზე….
ეს არის ის კონტური მომავლის საქართველოსი,რომლის შიგნითაც უნდა მოხდეს ეროვნულ ძალთა ერთობა….
ეს არის მომავლის საქართველოს ის კონტური,რომლის ძალითაც უნდა დაინგრეს საქართველის პარტიულ სამთავროებად დაყოფის მიზნით აღმართული ყველა ბარიერი!
ბედნიერებაა,რომ უფალმა საქართველოს ყველაზე ძნელ და რთულ ეპოქაში მოუვლინა სიბრძნით სავსე ადამიანი,სულიერი მამა-ილია მეორე….ადამიანი,რომლისაც ესმის ხალხის გულისთქმა და ,რომლისაც წამს ხალხს,რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს მთელ მსოფლიოში….ადამიანი,რომელსაც აქვს ქართული ცნობიერება და აზროვნებს პლანეტარულად-სამყაროს განზომილებით…და ასე აერთებს ქართულ ზეცასა და ქართულ მიწას.
დღეს დიდი დღეა-ქართული ზეცისა და ქართული მიწის ერთობის დღე!
ბედნიერებაა,როცა ქართულ მიწაზე მყოფთ გაცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა ქართული ზეცისათვის!
ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად – გავძლიერდეთ საქართველოსათვის!”
თემურ შაშიაშვილი
გელათი



