იქნებ ვცდებით….

 

fgდღეს დიდი დღეა – კვირაძალობა,აღდგომის სწორი დღე,ახალი კვირა…ფიქრობ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და თუ ძლიერი არ ხარ,სასოწარკვეთილობაში ჩავარდები,დეპრესიაში გადავარდები…

რუსთაველის ქვეანაში ჟურნალისტები და პოლიტიკოსები სიძულვილის ენაზე საუბრობენ….სიკეთე გათითოკაცებულია,ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრული…

პიკს მიაღწია ქვეყნის დამანგრეველმა ორმა რამემ:მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიღარიბე-გაჭირვებამ და ერთი მუჭა მდიდართა კასტის გაუმაძღრობა-თავხედობამ…შიმშილმა და გაჭირვებამ ხალხს აფხაზეთი დაავიწყა…მდიდრები უსირცხვილოდ ვაჭრობენ ხალხის გაჭირვებით,როგორც იტყვიან,კაპიკებით ყიდულობენ საარჩევნო ხმებს და ინარჩუნებენ ხალხზე ბატონობას…

…კატასტროფაა ხმის მყიდველიც და ხმის გამყიდველიც…ამაზე დიდი ეროვნული ღალატი არ არსებობს…ცოდვა ძლიერდება და ცოდვით სავსე ქვეყანაში სიკეთე დათრგუნულია…

ბიძინა ივანიშვილი,მინდა ვიფიქრო,მისი პოლიტიკური გამოუცდელობით,ისეთ ნაბიჯებს დგამს,რომ ქვეყანაში დამანგრეველი განწყობის პოლიტიკურ ძალებს,პოლიტიკოსებს,ტელევიზიებსა და ჟურნალისტებს აძლევს აქტიურობის,ხალხზე გავლენის გაძლიერების საბაბს…ყველაფერი ეს არჩევნების წინ ხდება და თუ სერიოზული განწყობის ქართული პოლიტიკური გუნდი არ შეიქმნა,განწირული ვართ და დაღუპვა რას ნიშნავს არჩევნების მერე ვნახავთ.

მოქმედების დროა!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *