პოლიტიკური ქურდებით გაივსო ქართული პოლიტიკა.

ვაკვირდები და ვაანალიზებ , პოლიტიკოსების , პოლიტიკის გზაზე შემდგარ ხელ
ოვანთა გამოსვლებს და საქართველოსათვის მაწუხებს ერთი : პოლიტიკური ქურდებით გაივსო ქართული პოლიტიკა.
იყო პერიოდი , როცა ქვეყანაში პატივისცემა ჰქონდათ ჩვეულებრივ ქურდებს – ე.წ. ავტორიტეტებს.დიდი ხანია მათ ცვლიან პოლიტიკური ქურდები.მათ შორის არა თუ არ არის განსხვავება , არამედ ეს არის ერთი სიმახინჯის უარესით შეცვლა.
კარგად რომ გაანალიზებ , დარწმუნდები – პოლიტიკური ქურდი ე.წ.ავტორიტეტების მეგობარია და გრჩება შთაბეჭდილება , რომ შეთანხმებულად მოქმედებენ საქართველოს ქურდული სამყაროს კანონენით სამართავად.
ვიყავი,ვარ და სიცოცხლის ფასად ვიქნები ყველა ტიპის ქურდისა და ყოველგვარი ქურდულის წინააღმდეგ!
ამ არჩევნებზე პოლიტიკა უნდა განთავისუფლდეს ქურდებისაგან და მათგან მართული ე.წ.პოლიტიკოსებისაგან – პოლიტიკური ქურდებისაგან !
პარტია “თეთრების” თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
P.S. განცხადება დაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებს.
პრეს-ცენტრი



