(reportiori) ისრაელმა უცხოური დაფინანსების არასამთავრობოების წინააღმდეგ კანონი შეიმუშავა

globalizaciaReuters -ის ცნობით, ისრაელის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც დაფინანსებას უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის მინისტრი აელეტ შაკედია, რომელიც “ებრაული სახლი-ს მემარჯვენე რელიგიურ-სიონისტური პარტიას წარმოადგენს.
პოლიტიკოსის თქმით, უნდა შეიზღუდონ ის პარტიები, რომლებიც უცხო ქვეყნების დაფინანსების გამო ისრაელს აკრიტიკებენ, გარდა ამისა უნდა დაწესდეს 45%-ანი საგადასახადო საგარეო შემოწირულობებზე, თუ ეს შემოწირულობები არ იქნება თავდაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ნებადართული.
“როიტერის” თქმით, აკედის კრიტიკის საგანი დაახლოებით 70 არასამთავრობო გახდა, რომლებიც პირდაპირ ევროკავშირისგან ან მისი მოკავშირეებისგან ფინანსდებიან.

2012-2014 წლებში 24 ყველაზე აქტიურმა არასამთავრობომ უცხოელებისგან დაახლოებით 26 მილიონი დოლარი შემოწირულობა მიიღო, მათ შორის არის „Нарушить молчание”, რომელიც ისრაელის ჯარისკაცემზე ჩუმად აგროვებს დოსიეს. ამ სიაშია არასამთავრობო „Адалах”, რომელიც პალესტინის უფლებებს იცავს.
პოლიტიკოსს მხარი კულტურის მინისტრმაც აუბა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ მსახიობებსაც უნდა შეუმცირდეთ დაფინანსება, რომლებიც ღიად გამოხატავენ სიმპათიას პალესტინის მიმართ.
არასამთავრობოები თვლიან, რომ ინიციატივა საკმაოდ სახიფათოა და ამ კანონპროექტით ისრაელი რუსეთს, თურქეთს და ეგვიპტეს უტოლდება.

წყარო: http://www.livenews.ge/inside.php?menuid=8&id=1231

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *