დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდა – დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს.

ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩეველთა 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

გასვლის ყველაზე მეტი მხარდამჭერი დაფიქსირდა ინგლისსა და უელსში, ევროკავშირში დარჩენას კი – ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პირველი განცხადებები გაკეთდა, „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ლიდერმა ნაიელ ფარაჯმადღევანდელ დღეს დიდი ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის დღე” უწოდა და პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონს დაუყონებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

პოლიტიკოსებმა კი, რომლებიც დარჩენის მომხრენი იყვნენ, რეფერენდუმის შედეგები „კატასტროფად” შეაფასეს.

წყარო: http://reportiori.ge/inside.php?menuid=8&id=12965

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *