პოზიცია მომავლის საქართველოს კონცეფციასთან დაკავშირებით კონფერენციის მოწვევის თაობაზე (სტენოგრამა)

 – f63c01ad53a7e69ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარება, რას ითვალისწინებს, რატომ არის  აუცილებელი, რატომ არის კარგი და რას შეცვლიდა კონკრეტულად? 

-მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის პირდაპირ  ასე,   ალტერნატიული, მაგრამ მე ვთვლი, რომ ქვეყნის  მომავალთან დაკავშირებით საჭიროა სერიოზული დათათბირება… ერთის მხრივ, ხელისუფლება, არა მარტო დღევანდელი, , არამედ, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა  ხელისუფლება,  ამტკიცებს, რომ მუშაობს  წარმატებულად,  მუშაობს კარგად, აქვს კარგი შედეგები –  ქვეყანაში პროგრესია, დიდი აღმავლობაა, სოციალური მდგომარეობა  ხალხის უკეთესია. ეს გვესმის ჩვენ ბოლო  25 წლის  განმავლობაში. რეალური მდგომარეობა  ნამდვილად არ არის ამისი შესაბამისი… ოპოზიციის წარმომადგენლები  ლაპარაკობენ  სრულიად საპირისპიროს, ისინი ამბობენ, რომ დაიქცა, დაინგრა ქვეყანა.  ჩვენის აზრით, არც ერთია მართალი და არც მეორე.

ჩვენ დიდი ხანია ვაწარმოებთ  ქვეყნის მდგომარეობის მეცნიერულ ანალიზს  და მასზე დაყრდნობით  მიგვაჩნია, რომ ხელისუფალნი გადაჭარბებულად აფასებენ  საკუთარ მოღვაწეობას  და საოცრად  თვითკმაყოფილნი არიან. ვიმეორებ, საუბარია არა მარტო არსებული ხელისუფლებაზე. განსაკუთრებით ეს ახასიათებდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას, რომელმაც შექმნა  ბუტაფორიული   სახელმწიფო  და საუბრობდა რომ   ყველაფერი კარგად არის… ხოლო ოპოზიცია,  მისი ის ნაწილიც კი  რომელიც დღეს პარლამენტშია  და ადრე იყვნენ  ოპოზიციაში, ამტკიცებს  სრულიად  სხვას.  დღეს  ისინი, რომ არ იყვნენ ხელისუფლებაში და იყვნენ  ოპოზიციაში, ამ მდგომარეობას შეაფასებდნენ როგორც უკიდურესად მძიმეს.

სად არის სიმართლე? მე არა მგონია, რომ მოსახლეობა  როდისმე  ასეთ დაბნეულ მდგომარეობაში ყოფილიყო, თუ ვის მისცეს ხმა, რა გააკეთოს.  ჩემის აზრით  ორიგინალური  და საინტერესო იდეაა   საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციის  ჩატარება . რომელიც არ უნდა იყოს რომელიმე  ერთი რგოლის, ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის… .  ჩვენ ამას ვთავაზობდით  ბატონ  ბიძინა ივანიშვილს.  თავის დროზე. როცა ის   ხელისუფლებაში მოვიდა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მოეწვია სერიოზული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც შეაფასებდნენ ქვეყანაში არსებულ  რეალურ მდგომარეობას, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა ავაყვავეთ ქვეყანაო და რეალობა არ იყო ამის შესაბამისი. გასაკეთებული იყო სერიოზული ანალიზი. მაშინ  ეს წინადადება არ მიიღეს. სამწუხაროა, რომ ყველა ხელისუფლება, რომელსაც  გარედან რამეს ურჩევენ,  მიიჩნევს რომ მისდამი მტრულად არიან განწყობილნი.

ადრე „კარვის ქალები“ იყვნენ  და ეხლა  „ფეისბუქის ქალბატონები“ აღმოჩნდნენ, რომლებიც ვინმეზე თუ რამე თქვი, თავს დაგესხმიან მაშინვე. როგორც კარვის ქალებმა დაღუპეს ძალიან მოაზროვნე პოლიტიკოსები და ძალიან ეროვნული  პოლიტიკოსი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მე ეჭვია რ მეპარება იმაში,რ ომ იგივე ადამიანები, რომლებიც დითირამებით არიან სავსე, დაღუპავენ ამ ადამიანებს.

თქვენი კონკრეტული შეთავაზება ?

– ჩვენი კონკრეტული შეთავაზება არის მარტივი.   მეცნიერთა დიდი ჯგუფი ამბობს, ჩვენ შეგვიძლია ამ კონფერენციის ჩატარება . თუ არ მიიღებს ამას ხელისუფლება, ჩვენ ამას ჩავატარებთ და გამოჩნდება რომელიმე ტელევიზია, რომელიც  ამას  გადასცემს პირდაპირი ეთერით. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ერთ დღეს შეიკრიბნენ ერთი საათით. სექტემბრის თვეში ყველა პარტიას უნდა მიეცეს საშუალება, წარმოადგინოს თავისი   ხედვა ქვეყანაში არსებულ მდომარეობასთან ,  ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.  დარბაზში  უნდა იყვნენ  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ექსპერტები.  ერთი საათის განმავლობაში, უნდა გაკეთდეს მოხსენებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ  მოხსენებას უნდა აკეთებდნენ არა პარტიის ლიდერები, არამედ    მეცნიერები. მეცნიერს მაინც სხვა პატიოსნება გააჩნია. ის ვერ გადავა იმ ღირებულებებიდან, შეიძლება  პარტიის ლიდერები სხვა მიმართულებით წავიდნენ.  პარტიებს ჰყავთ ფინანსისტები, ექსპერტები, ვისაც შეუძლიათ ეკონომიკური ანალიზი  გააკეთონ, ასეთი ადამიანები უნდა გამოვიდნენ. ეს უნდა გადაიცემოდეს პირდაპირი ეთერით, კონფერენცია გაიხსნება  ყველას მონაწილეობით, ოცი დღის განმავლობაში ყველა პარტია   გამოვა , რომელიმე ტელევიზია გააშუქებს.  კარგი იქნება, თუ ხელისუფლება დააფინანსებს კონკრეტულ ტელევიზიას    კონფერენციის გაშუქებისთვის. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორია თვითოეული პარტიის ხედვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან და მის მომავალთან დაკავშირებით  ამავე დროს,     მოსახლეობას მიეცემა საშუალება, დაინახოს, ვინ ტყუის, ეს პრინციპული საკითხია და რატომ? სოციალური დემაგოგები იმარჯვებენ არჩევნებში. მოსახლეობა ხმას იმას აძლევს, ვინც ყველაზე მეტ ტყულის იტყვის და ვინც ყველაზე მატ ფულს ხარჯავს. გახსოვთ ალბათ მოქალაქეთა კავშირის წინასაარჩევნო ლოზუნგი  „მილიონი სამუშაო ადგილი“  –  შედეგად  მივიღეთ მილიონი უმუშევარი… სააკაშვილმა თქვა, დავძლევთ სიღარიბესო, რეალურად კი  სიღარიბემ გაიმარჯვა ქვეყანაში. და ეს დღესაც გრძელდება…

ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა და ძალიან მეიმედება მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის . თუნდაც ის ფაქტი, რომ  ეს ჯგუფი აკეთებს განცხადებას  ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის აუცილებლობის  შესახებ და არც ერთი ტელევიზია ამას არ აშუქებს და არ ეხმიანება. რომელიმე პარტიამ რომ გააკეთოს განცხადება, იგივე სათაურით, მივა უამრავი ვინმე. მეცნიერებს არ უსმენენ., ეს უნდა შეიცვალოს.  ამიტომ იქნება ამ კონგრესზე ყველა მომხსენებელი  მეცნიერი, ეს იქნება პარტიის წარმომადგენელი თუ ხელისუფლებას წარმოადგენს. მეცნიერს სხვა პატიოსნება  გააჩნია და სხვა პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის წინაშე. ვიდრე პოლიტიკოსებს.

ჩვენი წინადადება კონკრეტულია: ჩვენ  არავის არ ვუპირისპირდებით: ხელისუფლებას მივმართავთ. ბატონებო, ძალიან თვითკმაყოფილები ხართ! ხოლო ოპოზიცია გაბოროტებული და  გამარგინალებამდეა მისული. ეს კატასტროფული სიტუაციაა, როცა ერთია ძალიან თვითკმაყოფილი და მეორე გაბოროტებული.

 – ბატონო თემურ ეს ინიციატივა

– მე  მოვედი ერთ-ერთ საინტერესო სააგენტოში. ტყუილს ამბობენ პოლიტიკოსები , მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები,   რომ არ კითხულობენ გაზეთებს და არ უსმენენ ტელევიზიას , მე გამოვდივარ  მეცნიერთა ერთი ჯგუფის სახელით და ცალკეც მივმართეთ  მას. პირად საუბრებში ყველა პოლიტიკური პარტია ამის მომხრეა. ისინი თვლიან რომ დიდი ტყუილი უნდა უთხრან  ხალხს და  არავის აწყობს ექსპერტის მონაწილეობა. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოვიწვიოთ საერთაშორისო  ექსპერტები. არ მესმის, რა არის ამაში ცუდი?!დასვან დიაგნოზი ექსპერტებმა, თუ რა მდგომარეობაა  ქვეყანაში, რათა   ქვეყანა წავიდეს წინ.  ხელისუფლება სვამს ტენდენციურ დიაგნოზს,  ისევე როგორც ოპოზიცია .   არ შეიძლება არჩევნების წინ ამ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ხალხი.  ჩვენ ამაზე უკეთესი რა უნდა შევთავაზოთ ხალხს,. ამომრჩეველს? ჩვენ მივცემთ საშუალებას, ხალხს იმის მიხედვით საერთაშორისო, თუ ჩვენი ექსპერტები, რა კითხვებს დასვამენ, რომელი პარტია რა კითხვებს დასვამს, რა მოხსენებას გააკეთებს, იმის მიხედვით ხალხი  დაინახავს   ვინ არის მატყუარა და  ვინ არის სოციალური დემაგოგი, ვინ არის სოციალური პროსტუტუციით სავსე პოლიტიკური ძალა. თუ ერთხელ მოხდება, რომ მართალი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს საქართველოში, ეს იქნება ქვეყნის პოლიტიკური პროგრესის დასაწყისი.  ვწუხვარ , რომ  ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლები  მხოლოდ ამას იძახიან: „ჩვენ გავიმარჯვებთ!“

არ მინდა ამ თემას შევეხო, რადგან არ ვართ დაპირისპირების მომხდე, მაგრამ მაინც ვამბობ, ბატონ  ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს ბრმად  ტაშისმკვრელების. კეთილის მოსურნე კრიტიკოსი ყველა ხელისუფლებისთვის არის ოქროს ფონდი. ჩვენ ვეუბნებით, მეხოტბეებს კი არა მეცნიერებს მოუსმინეთ. მე არ მაქვს პრეტენზია რომ მე მისმინონ.

როცა ანალიზი გაკეთდება გამოკვეთილად მინდა ვთქვა, ანალიზი  რომ გავაკეთოთ,   1997 წლამდე  არსებული    საგადასახადო  კოდექსით ,  ქვეყანის ეკონომიკა ისე ვითარდებოდა და წლიური  ტემპი   იყო ისეთი, რომ  დღეს   ორჯერ  უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა  ქვეყანაში, ორჯერ მეტი იქნებოდა ქვეყნის  ერთიანი   ეროვნული პროდუქტი. მაგრამ მოქკავშირმა შემოიტანა საგადასახცადო კოდექსი, რომელმაც ქვეყანა დააქცია. მაშინ მე გამოვედი პარლამენტში მოხსენებით და ვთქვი „თქვე დააქციეთ ქვეყანა“ !  არ ვსაუბრობ ნიშნის მოგებით, მაგრამ ვამბობ, ქვეყნის პოტენციალის მხოლოდ 10 პროცენტია გამოყენებული. ამ ბიუჯეტით რაც დღეს არის,  5 ჯერ მეტისგაკეთება შეიძლება. და თუ მხოლოდ 10% ია გამოუენებული და 5 ჯერ  მეტის გაკეთება შეიძლება, კარგად როგორ ვმუშაობთ?? მე ამის კითხვა მინდა. როდესაც ჩვენ გავაკეთებთ  მეცნიერთა ჯგუფის ანალიზს და მოვიტანთ ანალიზს, რისგან შედგება ბიუჯეტი, შემოსავლები საიდან არის, ამას ეძახიან კონტენტ ანალიზს, ხელისუფლებას ვეუბნებით გამოიტანეთ სახალხოდ, გამოაქვეყნეთ საქართველოს ბიუჯეტის შევსების წყაროები  საიდანაა. როდესაც სააფთიაქო სისტემიდან,  მედიკამენტების  გაყიდვით შემოდის 5-ჯერ და 6-ჯერ მეტი ვიდრე სოფლის მეურნეობიდან,  ეს ხომ კატასტროფაა.

ხელისუფლებამ გამოაცხადა, ოთხი მთავარი საყრდენი გვაქვსო. დაიწყო ეკონომიკით. მე რე განათლება მერე  დემოკრატია და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვამბობთ, რომ მარქსისტების შემდგომ, ეკონომიკა პირველ ადგილზე  არავის დაუყენებია.

ჩვენ მიგვაჩნია,რ ომ საქართველოსთვის ნომერი პირველი არის განათლება. სადაც განათლება უმაღლეს დონეზე ორგანიზებული , იმ ქვეყანაში არის დემოკრატიაც, ეკონომიკაც… ჯერ კიდევ უძველესი ფილოსოფოსები ამბობდნენ: „ დემოკრატია არის განათლებულ ადამიანთა  ხელისუფლება“.  ჩვენ  ვამბობთ, რომ განათლებაა  პირველი ნომერი პრიორიტეტი,  ,. ჩვენი პოზიციაა, მეორე  ნომერი პრიორიტეტი   ეკონომიკა კი არა.  ბიზნესს სჭირდება  მხარდაჭერა.  უნდა  შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო. როცა მხარდაჭერა აქვთ ნათესავ მეგობრებს, სად არის კონკურენტუნარიანი გარემო:?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ   ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმი არის მეცნიერებასთან და კულტურასთან  დაკავშირებული. ხელისუფლება ამას არ იზიარებს  და  ჩვენი მეოთხე  პრიორიტეტი  ქართული სოფელი, როგორც  ეროვნული და კულ;ტურული  ფენომენი. ეს არის ჩვენი ოთხი პრიორიტეტი.

ხელისუფლება საუბრობს  სულ სხვა ოთხ პრიორიტეტზე.  ხომ უნდა  დავჯდეთ  და უნდა გააკეთოს ანალიზი ვინმემ, ვინ არის მართალი . განათლებაა პრიორიტეტი, როგორც ჩვენ ვამბობთ, თუ როგორც ხელისუფლება ამბობს , ეკონომიკა არის მთავარიო.  ხალხის გულისმოგება ამით ადვილია.    მაგრამ რომელ ეკონომიკაზეა საუბარი, თუ  ბიზნესი არ დაიცავი.

მე არ ვამბობ, რომ ამ ხელისუფლების დროს უკეთესი მდგომარეობა არაა. მაგრამ წინაზე უკეთესი არ ნიშნავს  იმას, რასაც იმსახურებს ქვეყანა. ხელისუფლება იზომება იმის მიხედვით, თუ რა პოტენციალი აქვს ქვეყანას და ეს პოტენციალი  როგორაა მოქმედებაში მოყვანილი. თუ  ქვეყნის პოტენციალის  10%-ზე მეტი არ არის გამოყენებული , ხელისუფლების კარგად მუშაობაზე შეიძლება საუბარი?

ბატონი დავით იაკობიძე ყოფილი ფინანსთა მინისტრი,  დაადასტურებს, რომ როცა ქუთაისის მერი ვიყავი, იმ პირობებში, როცა  სახელმწიფო  ბიუჯეტიდან ქალაქს არ მიუღია არც ერთი თეთრი,   მასწავლებელი იღებდა 100 დოლარის  შესაბამის  კუპონს , როცა პრეზიდენტის ხელფასი იყო 8 დოლარის შესაბამისი!  ეს ხომ რეალობა იყო.  ჩვენ ეს შევძელით! მზად ვარ ბატონ დავითთან ერთად დავადასტურო ეს ნებისმიერ ადგილას.

ბატონი ბიძინა დღეს ბევრს საუბრობს რომ ქუთაისი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი. 1990 წლიდან ვაყენებ მეცნიერებთან ერთად ამ საკითხს და არავის არ მიუქცევია ყურადღება ეს მხოლოდ არჩევნების წინ  გაახსენდათ.  არ ვაკადრებ ბატონ ივანიშვილს და არ ვიტყვი, რომ მან ეს იდეა მომპარა,  რასაც  ის ხშირად იმეორებს სააკაშვილთან მიმართებაში. ყველა ნორმალურ ადამიანს მიაჩნია,რ ომ დავით აღმაშენებელმა დააარსა  ქუთაისში გელათის  აკადემია და აქედან მოდის ეს მოსაზრება.

ამ საკითხებზე ბატონმა ბიძინამ ჩაატარა კონფერენცია, რომელზეც ვერ მოვხვდი.  მართალია, გამოაცხადა მოდით ვისაც გინდათო, მაგრამ  ვერავინ გაიგო, როდის და სად ტარდებოდა. იქ თქვა ,რომ არავის ვუპირისპირდებითო. გიდასტურებთ, რომ ჩვენ  ამას  ვამბობთ მუდმივად. ამას ამბობს ბატონი რეზო ჩხეიძის მიერ შექმნილი „ქართული ერთობის დარბაზი“ რომელსაც პოლიტიკური პარტიებიდან  მხოლოდ „თეთრები“ შეუერთდა.

არავითარი დაპირისპირება! დაპირისპირება სუსტების მოგონილია! თანამშრომლობის ჰარმონიზაცია – ძლიერების. ჩვენ ვართ თანამშრომლობაზე ორიენტირებული. შევთავაზეთ კარგი წინადადება მიიღებენ ამ წინადადებას, კარგი იქნება, არ მიიღებენ და ჩვენ ჩავატარებთ ამ კონფერენციას  და გამოჩნდება ტელევიზია, რომელიც გააშუქებს  ამ კონფერენციას და პარტია, რომელიც მის მუშაობაში არ მიიღებს  მონაწილეობას, თავისთავად. ორიენტირებული იქნება  ტყუილზე.  გახსნაც და მთავარი  სიტყვაც მზად ვართ ვათქმევინოთ  ხელისუფლებას.  ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს , თქვას თავისი სათქმელი. არავითარი შეზღუდვა მათ არ ექნებათ ამაზე უკეთესი  შეთავაზება რა უნდა იყოს.

 

პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი

პრესკონფერენციის ყველა მასალა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *