ეს არის ჩვენი ოთხი პრიორიტეტი…ხელისუფლება საუბრობს სულ სხვა ოთხ პრიორიტეტზე

14„ხელისუფლებამ გამოაცხადა, ოთხი მთავარი საყრდენი გვაქვსო. დაიწყო ეკონომიკით. მე რე განათლება მერე  დემოკრატია და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვამბობთ, რომ მარქსისტების შემდგომ, ეკონომიკა პირველ ადგილზე  არავის დაუყენებია. – აცხადებს თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი. – გვესმის, რომ ხალხის გულისმოგება ამით ადვილია.   მაგრამ რომელ ეკონომიკაზეა საუბარი, თუ  ბიზნესი არ დაიცავი.?“

მისი თქმით,  საქართველოსთვის  ნომერი პირველი არის განათლება. სადაც განათლება უმაღლეს დონეზე ორგანიზებული , იმ ქვეყანაში არის დემოკრატიაც, ეკონომიკაც…

„  ჩვენ  ვამბობთ, რომ განათლებაა  პირველი ნომერი პრიორიტეტი,  ჩვენი პოზიციაა, მეორე  ნომერი პრიორიტეტი   ბიზნესს სჭირდება  მხარდაჭერა.  უნდა  შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ   ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმი არის მეცნიერებასთან და კულტურასთან  დაკავშირებული. ხელისუფლება ამას არ იზიარებს  და  ჩვენი მეოთხე  პრიორიტეტი  ქართული სოფელი, როგორც  ეროვნული და კულ;ტურული  ფენომენი. ეს არის ჩვენი ოთხი პრიორიტეტი…ხელისუფლება საუბრობს  სულ სხვა ოთხ პრიორიტეტზე.  ხომ უნდა  დავჯდეთ  და უნდა გააკეთოს ანალიზი ვინმემ, ვინ არის მართალი?“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის აზრით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული იდეა ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესახებ. მისი თქმით, ეს იქნება ქვეყნის  მომავალთან დაკავშირებით  ჩატარებული  სერიოზული დათათბირება.

 

პრესკონფერენცია:პოზიცია მომავლის საქართველოს კონცეფციასთან დაკავშირებით კონფერენციის მოწვევის თაობაზე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *