ჩვენ დაგვაქცევს მედროვეობის და სხვისთვის თავის მოწონების პოლიტიკა

მშიშარა  და მედროვე ყოველთვის ჩამორჩენილი

 

news_71964ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ გვქონდა ეროვნული დამოუკიდებლობა. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ვკარგავთ ეროვნულ დამოუკიდებლობას, –  მიაჩნია თეთრების ლიდერს , თემურ შაშიაშვილს,

მისი თქმით, დღეს რუსეთის გააფთრებული  ლანძღვა და ამერიკის გადაჭარბებული ქება -დიდება კარგ  ტონად  ითვლება.

„ბევრი, მათ შორის, უმეტესწილად, უფროსი თაობის წარმომადგებლები, თავს იწონებს რუსეთის ლანძღვით და ამით ცდილობს თანამედროვედ გამოჩნდეს, ე.წ. დასავლური განწყობის ახალგაზრდებს მოაწონოს თავი…თავის დროზე ძირითადად იგივე ადამიანები  თავს წარმოაჩენდნენ  ამერიკის ლანძღვითა  და რუსეთისთვის ხოტბის შესხმით, მაშინ დროის მოთხოვნილება იმგვარი იყო.

ჩვენ დაგვაქცევს მედროვეობის და სხვისთვის თავის მოწონების პოლიტიკა. ქართველ ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე:კოლონია ვიყავით,კოლონიად დავრჩით! სამწუხაროდ, არც აზროვნება შეგვცვლია: კოლონიზატორებს მეგობრებს ვეძახდით და იგივეს ვაკეთებთ დღესაც..მხოლოდ სახელები შეიცვალა ადრე რუსეთი იყო, დღეს ამერიკაა..იმ განსხვავებით, რომ რუსეთ კრიტიკა იყო დისიდენტობა, ხოლო ამერიკის კრიტიკის  გვეშინია – ძველმოდურად არ ჩაგვთვალონ, ჩამორჩენილები არ გვიწოდონ. მე კი მიმანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ეწოდოს. ხოლო  მშიშარა  და მედროვე ყოველთვის ჩამორჩენილია.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოს რეალურად  ამერიკის ელჩი მართავს. ამის დასტურია ის საარჩევნო სიები, რომელიც გამოაქვეყნეს დასავლეთის მონა პარტიებმა, სამწუხაროდ, „ქართული ოცნებაც“ ამ გზით წავიდა. გადახედეთ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს:  არც პროფესინალიზმი, არც გამოცდილება, არც ჩაცმის და ქცევის კულტურა. მაშ რა? ამერიკული დიპლომი!

დასკვნა სავალალოა, ქვეყანაში  აზრი  დაკარგა ყველაფერმა, მათ შორის, საქართველოში განათლების მიღებამ. რისი ლოგიკური  შედეგია  ქვეყნის სრული კოლონიზაცია. ეს არის უფსკრული, რომლისკენაც მივექანებით…

ვიფიქროთ საქართველოზე და არა იმაზე, როგორ გაუგოროთ კოჭი ამერიკას, რუსეთს, თუ ევროპას და  თავი როგორ „მოვაწონოთ“  ამით   ახალგაზრდებს და ცრუ ლიბერალებს ,თანამედროვედ მოაზროვნეებად რომ მოაქვთ თავი და ყველა სხვა ჩამორჩენილად მიიჩნევენ!“  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *