თემურ შაშიაშვილი: მათთან საუბარმა დამამძიმა…

 

12391002_1707169396165428_4903849039078853337_n„თეთრების“ ლიდერის თქმით, ბოლო   წლების  განმავლობაში   ჩვენს უცხოელ თანამემამულეებთან  მრავალრიცხოვანმა  შეხვედრებმა განუმტკიცა რწმენა, რომ   მათი სახით ჩვენს ქვეყანას  უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს, რომელიც სამწუხაროდ, არაა სათანადოდ შეფასებული და დაფასებული. ამ განძს  გაფრთხილება  და ქვეყნის სამსახურში  ჩაყენება სჭირდება. სამწუხაროდ, არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლებები ამ მიმართებით ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ.

„მათთან საუბარმა დამამძიმა…ჩვენ, როგორც ჩანს, არ შეგვიძლია ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უმძიმესი მდგომარეობის რეალური გაცნობიერება. მაგრამ მახარებს და მაიმედებს, რომ საქართველოდან წასულებმა ნახეს ნამდვილი ევროპა, ამერიკა,რუსეთი და დარწმუნდნენ, რომ ის სულ სხვაა,ვიდრე მათ ეს წარმოედგინათ და ვიდრე საქართველოში დარჩენილებს წარმოგვიდგენია.სწორედ უცხოეთში მცხოვრება ქართველებმა ყველაზე უკეთ გააცნობიერეს რომ საქართველოს გადარჩენა საქართველოშია და არა სხვაგან,მით უფრო გამოგონილ უცხო ქვეყნნებში“  . – აცხადებს  თემურ შაშიაშვილი

მისი აზრით,   ამ მიმართებით, უდიდესი  გარღვევა იქნება „ქართული ერთობის დარბაზის“ დიდი ქართული  წამოწყება მოწვეულ იქნას ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესი,   რომლის მიზანიცაა      საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. კონგრესი შეაკავშირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმოფანტულ ჩვენს თანამემამულეებს . ამ იდეას  საქართველოს მოსახლეობისა და ეკლესიის   მხარდაჭერა აქვს და ხელისუფლების  თანადგომის  შემთხვევაში, ფორუმი მინიმალური დაფინანსებით ჩატარდებოდა,  მაგრამ, სამწუხაროდ,  ჯერჯერობით ხელისუფლება პასიურობს.

„თეთრების“ ლიდერი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც , რომ სრულიად ეთანხმება მეცნიერთა  საინიციატივო ჯგუფის  მოთხოვნას, რომ  ქვეყნის გარეთ მცხოვრები 2 მილიონზე მეტი თანამემამულის ხმა ჯეროვნად იყოს გამოყენებული . ამის შესახებ არაერთ შეხვედრაზე ისაუბრეს   უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა.

„აბსოლუტურად ვეთანხმები  მეცნიერთა  საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, რომ    საქართველოს პარლამენტში, ზოგადად ხელისუფლებაში წარმომადგენლები უნდა  ჰყავდეს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ, საზღვარგარეთის ქვეყნებში   გადახვეწილ   ჩვენს თანამემამულეებს    როგორც ეს ხდება ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში ,  დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება ამ ადამიანების გამოცდილება. ქვეყანაც გამთლიანდება მათი პარლამენტში ყოფნით და  გაიზრდება ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი“  – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *