(ასავალ დასავალი)თემურ შაშიაშვილი: საქართველო 100 ბანკირის ხელშია

 

ვეკითხები კვირიკაშვილს: ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაფიოზი ბანკირები რომ მხარდაჭერას გიცხადებენ, თავს უხერხულად არ გრძნობთ?

ახლა “ქართული ოცნება”  დგას დიდი საფრთხის წინაშე – 2016 წლის 8 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა გაიმარჯვოს და ამით დამარცხდეს! იმ კადრებით, ვინც დაასახელა, მხოლოდ ეს პერსპექტივა აქვს! 

 

1371640823_temuri_shashiashvili_2პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი  „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე ხანგრძლივად დუმილს არღვევს და ქვეყანაში  შექმნილ სიტუაციას მიმოიხილავს. მისი განცხადებით ქვეყაბნა 100 ბანკირის ტყვეობაშია და საქართველომ ამ სამარცხვინო ვითარებას თავი უნდა დააღწიოს.

 – ბატონო თემურ, დავიწყოთ ყველაზე ცინცხალი თემით,  რომელზეც ამდენი ვაი-უშველებელია ატეხილი! რას იტყვით „ქართული  ოცნების“ მიერ საგურამოში წარმოდგენილ თხუთმეტკაციანი სიის შესახებ?

– თუ ასე გაგრძელდა და თუ დასავლეთსა და ამერიკისადმი  ჩვენი მონური დამოკიდებულება არ შეჩერდა, ჩვენ მივიღებთ  ისეთ პარლამენტს, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოდ წოდებულ ტერიტორიებდაკარგულ და კვაზისახელმწიფოს, მაგრამ არაფერი ეროვნული აღარ გვექნება! შესაძლოა, ‘ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრები ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც დასავლეთისაგან  დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე  აკეთებს აქცენტს. ქართულ საქმეს არ გააკეთებს!

 – კარგი ახალგაზრდები არიან თუ არა, ეს კიდევ საკითხავია!  აი, მაგალითად, 2011 წლის 26 მაისს, როცა სააკაშვილის მანქურთები თქვენ და თქვენს თანამებრძოლებს რუსთაველზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ, „ქართული ოცნების“ სიის მეოთხე ნომერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინოს, გამოვიდა და სააკაშვილის ნაცისტურ ხროვას ნისკარტი მოწმინდა – აქაოდა ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებდაო! ეს არის კარგი ახალგაზრდა? სხვებზე არაფერს ვამბობ!

– ვინც თამარ ჩუგოშვილს პარლამენტში შეიყვანს, იმას საქართველო  არ უნდა. ის არის დასავლეთის მონა და იძულებულია, ჩუგოშვილს მხარი დაუჭიროს,რადგან იცის,  ჩუგოშვილში დასავლეთის გარკვეულ წრეებს ფული  აქვთ ჩადებული. არ მინდა მაგ ქალბატონის სახელის ხსენება. მაგრამ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, უკანასკნელი ჩინოვნიკით დამთავრებული, ისე გალანძღა ყველა, აშკარაა დიდი პატრონი ჰყავს.

საქართველოს უბედურებაა,  რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო სია საქართველოს ფარგლებს გარეთაა დაწერილი. ხელისუფლებას სჭირდება, ძალიან მაგარი მხარდაჭერა, რათა დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კლანჭებისგან გათავისუფლდეს. 10-15 წლის  შემდეგ შესაძლოა ეს ახალგაზრდები კარგი პროფესიონალები ყოფილიყვნენ, მაგრამ ახლა ისინი გააფუჭეს! უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია იმის დასამტკიცებლად, შევარდნაძისა   და  სააკაშვილის დროს თანამდებობაზე ნაადრევად დანიშვნით როგორ გააფუჭეს უამრავი პერსპექტიული ახალგაზრდა.

– ექსპერტები აცხადებენ,  პარლამენტში ოთხი პოლიტიკური ძალა შევა – ‘ქართული ოცნება“, ნაცები, პაატა ბურჭულაძე და ირაკლი ალასანიაო! რას იტყვით?

– ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკას ვინც უნდა, პარლამენტში მხოლოდ  ის პარტიები  შევლენ. ხოლო საქართველოში ყოველივე ქართული და ეროვნული ერთხელ და ს ამუდამოდ დაიკარგება!  ხალხო, 3500 წლოვანი სახელმწიფოებრიობის  ისტორია გვაქვს და რა უბედურება გვჭირს, ხან რუსეთს უნდა ვემონოთ და ხან ამერიკას?  რუსეთს უნდა, რომ საქართველოში უფროსობა დაიბრუნოს,ხოლო ამერიკა უკვე თავზე დაგვაჯდა და ამისათვის ვიბრძოდით? წარმოუდგენელია, ქვეყანას მეგობარს ეძახდე და ისე იქცეოდე, როგორც ამერიკა ექცევა საქარტველოს! ერთი რამ კარგად  დავიმახსოვროთ, ამერიკაც და რუსეთიც იმ დოზით დაგვასხდებიან თავზე, რა დოზითაც მათ ამის უფლებას მივცემთ.

 – ბატონო თემურ, სააკაშვილი ოდესიდან იქაჩება, მალე ჩამოვალ და არჩევნებს სუფთად მოვიგებო! რა შანსები აქვს მას?

  – ოდესაში გახლდით და ჩემი თვალით ვნახე, რომ სააკაშვილი უკრაინაში დამთავრებულია. ამერიკელებს ჩამოყვანილი ჰყავთ  იმიჯმეიკერები და პიარის სპეციალისტები, რათა სააკაშვილს  რაღაც სახე შეუნარჩუნონ.  მაგრამ  მაგას ოდესაში არაფერი ეშველება,. ჩვენთვის ტრაგედია იცით, რა არის?  რაც უფრო  მთავრდება სააკაშვილი ოდესაში, მით უფრო აგრესიული ხდება მისი განცხადებები საქართველოში დაბრუნების შესახებ! საქართველოსთვის  საფრთხე  სააკაშვილი კი არა, ფულიანი პარტიებია. ჩვენს ქვეყანაში ამდენი ფული  არ მოძრაობს და საინტერესოა, საიდან აქვთ ამ პარტიებს ამდენი ფული? პასუხი მოკლეა, ეს არის ან  ამერიკული, ან   რუსული, ან თურქული ფული. ეს ქართული ფული არ არის!

სამეგრელოში ერთ – ერთმა პარტიამ ულაპარაკოდ გადასცა მილიონ-ნახევარი ერთ-ერთ პიროვნებას, რომელსაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არჩევნები ბიზნესად აქვს ქცეული. ის იყო შევარდნაძესთანაც, სააკაშვილთანაც, ივანიშვილთანაც და ახლა სხვებს აეტორღიალა. მისთვის იდეოლოგიას არავითარი მნიშვნელოვა არ აქვს.

 2012 წლის 1 ოქტომბერს ამერიკელმა იმიჯმეიკერებმა ნაცმოძრაობა წაგებით გადაარჩინეს! 1 ოქტომბერს „ოცნებამ“ კი არ გაიმარჯვა, ნაცმოძრაობამ წააგო.  ამერიკელებმა ეს წაგება გააფორმეს , რადგან ძალიან დიდი ფული აქვთ სააკაშვილსა და მის გარემოცვაში ჩადებული და ხროვა  ხელისუფლებად შეინარჩუნეს. ახლა ‘ქართული ოცნება“ დგას დიდი საფრთხის წინაშე. – 2016 წლის 8 ოქტომბერს  „ქართული ოცნებამ “ შესაძლოა გაიმარჯვოს და ამით  დამარცხდეს!

– აბა რა ეშველება ამ ქვეყანას, გამოსავალი არ არსებობს?

– ქართველ მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ამ პროვლემებზე მუშაობს, დაასკვნა, რომ საქართველოს ხსნა ეროვნული თანხმობის პარლამენტშია!  პარტიებს გარეთ მოაზროვნე  და ქვეყნისათვის . საჭირო პოლიტიკოსები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პარტიებში.

 – ვიცი თქვენი პოზიცია, თავს არიდებთ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ – პაატა ბურჭულაძე არის თუ არა შეკრული სააკაშვილთან?

 – პაატა ბურჭულაძე  ჩემთვის  პატივსაცემი პიროვნება და და ქუთაისის საპატიო მოქალაქეა. მე მისი მეგობარი ვარ და თქვენი  გაზეთის საშუალებით  ვეუბნები: ჩემო პაატა, უდიდესი შეცდომაა პოლიტიკაში თქვენი წასვლა! დაახლოებით  ვიცი, რაც მოხდა… ქვეყნის გარეთ შეგაცდინეს და მიგაღებინეს ეს გადაწყვეტილება!  დღეს პაატა ბურჭულაძე თავის სკამზე არ ზის,  ის ზის სხვის სკამზე, რადგან თავისი ადგილი მიატოვა! ძალიან  დამწყდა გული, როცა პაატა ბურჭულაძეს ოდესაში კონცერტი ჰქონდა , კონცერტის  შემდეგ  გამართულ  ბანკეტზე   ყველაზე სასურველი და ნომერ პირველი პერსონა გახლდათ სააკაშვილი. საქართველოს ხელისუფლების  უბედურება იცით,რა არის? ჩვენ ქვეყნის გარეთ მეგობრებს კი არა, პატრონებს ვეძებთ!

 – ბატონო თემყე, პაატა ბურჭულაძეს ქუთაისშის საპატიო მოქალაქეობა თქვენ მიანიჭეთ?

– არა, მე არ მიმინიჭებია! ეს მოხდა გადატრიალებიდან ძალიან მალე… მაშინ თბილისში მთავრობის სასახლესთან რამდენიმე პიროვნება და მათ შორის, ბატონი პაატა ვნახე გადავეხვიეთ ერთმანეთს… იმ პიროვნებებმა,  რომლებიც ბატონ პაატას ახლდნენ, მის შესახებ მითხრეს – გუშინ ქუთაისის საპატიო მოქალაქეობა მივანიჭეთ და დღეს თენგიზ კიტოვანთან და   ჯაბა იოსელიანთან მიგვყავს შეხვედრაზეო.

 – ის მხლებლები ვინ იყვნენ?

– ყველანაირი  ტიპის ადამიანი იყო. მათ შორის ! ასე , რომ  ბატონი  პაატასთვის ქუთაისის საპატიო მოქალაქეობა მე არ მიმინიჭებია!

კითხვაზე არ მიპასუხეთ, არის თუ არა პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის პროექტი?

 – ყველა პარტია, რომელსაც პარლამენტში შეუშვებენ, სააკაშვილის კი არა, ამერიკის პროექტია! ამერიკის ელჩმა და სააკაშვილმა საქართველოში ამერიკის ავტორიტეტი გაანადგურეს. აქედან გამომდინარე, ამერიკა ცდილობს , ფსონი დადოს ხელოვანზე, ცნობილ ფიგურაზე, რათა საქართველოში სახე  მაინც შეინარჩუნოს. ამაში ცუდი არაფერია, თუ ასეთი ადამიანები პოლიტიკოსები იქნებიან, მაგრამ პაატა ბურჭულაძე არ გახლავთ პოლიტიკოსი, და ახლა მას სხვის სკამზე უწევს ჯდომა. მეცნიერთა ჯგუფმა, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, ჩაატარა კვლევა და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება იმ პოლიტიკოსების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა ისხდნენ პარლამენტში.

საერთოდ, რომ  იცოდეთ, საქართველო 100  ბანკირის ხელშია. რომლებსაც პატიოსანი ხალხი  სძულთ!  მსოფლიოში კრიზისის დროს, თითქმის ყველგან  გაუწიეს  ხალხს  ბანკებმა შეღავათი. მაშინ, როცა  საქართველოში  მათ სესხებზე პროცენტები გაზარდეს. საქართველოში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ბანკებიდან გატანილია 25 მილიარდი . ხოლო ბანკებში ჩადებულია 300 მილიარდის ქონება!  ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო დამონებულია ბანკებისა  და ბანკირების მიერ!

საქართველომ უნდა აირჩიოს ისეთი პარლამენტი რომელიც ქვეყანაში ნამდვილ  ბანკებს შექმნის.  მთელი  საქართველოს მოსახლეობა ხელფასის სახით რასაც იღებს, ამ 100 ბანკირს იმდენი  ქონება აქვს და ესენი ფიქრობენ  საქართველოზე? არაფერს ესენი ქვეყნის შიგნოით არ აფინანსებენ და  ფულს  იხდიან გენმოდიფიცირებული პროდუქტების  შემოტანაში.

გაოგნებული ვარ, რამ შეაძულა ამ ხალხს ასე საქართველო და ქართველი ხალხი? ! ერთ ტენდენციას ვაკვირდები ბოლო დროს – როგორც კი პრემიერ მინისტრი  კვირიკაშვილი  ტელევიზიით გამოვა და რაღაცას იტყვის, მაშინვე  გამოხტებიან ეს ბანკირები და გამოახცადებენ_ ჩვენ  პრემიერ-მინისტრს მხარს ვუჭერთო!

 – ასე ამ ბოლო დროს მამუკა ხაზარაძე იქცევა…

ხაზარაძეც მასე იქცევა და არც სხვები აკლებენ ხელს. ვეკითხები კვირიკაშვილს – ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაფიოზი ბანკირები რომ მხარდაჭერას  გიცხადებენ , თავს უხერხულად არ გრძნობთ?! ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა!

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *