თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი: ვინ იმარჯვებს საქართველოში არჩევნებზე (სტენოგრამა)

 

16მოგესალმებით, “პირველში” პირველად ვარ.  მინდა ვისურვო, რომ თქვენც პირველები იყოთ და  ჩვენც. თქვენ როგორც სააგენტო და ჩვენ – როგორც პოლიტიკური ძალა.

არ ვიცი თქვენი წესი, რადგან პირველად გამოვდივარ აქ. მაგრამ გარკვეულ მოსაზრებებს ჩამოვაყალიბებ თავშივე და რადგან თქვენთან შეხვედრის წინ გამოვაქვეყნე ეს მასალა,  ხალხმა რამდენიმე კითხვა დამისვა,   დავაკვირდები. თქვენი  და ხალხის კითხვები თუ დაემთხვა ერთმანეთს და თუ დარჩა რაიმე შეკითხვა, მათაც გავცემ პასუხს, რათა არავინ დარჩეს იმ შთაბეჭდილებით, რომ რაღაცას თავი ავარიდეთ.

პირველი, რაც მინდა ვთქვა. მე მომიყვანა ამ გაზეთმა.  ეს არის მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოცემული გაზეთი „ქართული“. სადაც გამოქვეყნებულია კონცეფცია, როგორ წარმოუდგენია მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფს მომავლის საქართველო. სამწუხაროდ, ეს მასალა ძალიან ცოტა ვინმემ გააშუქა. ცოტა ადგილებში დაიბეჭდა/. ჩემთვის, ვინც კი ნახა ძალიან მნიშვნელოვანია, მიმაჩნია, რომ გადაბრუნებული აზროვნებაა ქვეყანაში, სადაც არ უსმენენ მეცნიერებს და მოაზროვნეებს.

ამ დღეებში გაზეთში გამოქვეყნდა რომან რურუას წერილი. ამ ბოლო პერიოდში არ  წამიკითხავს  ამაზე უფრო ანალიტიკური მასალა,  სერიოზული, დამაფიქრებელი ანალიზი ქვეყანაზე  მოფიქრალი კაცის, რომელსაც არ უნდა არც სკამი და არც თანამდებობა, რომელიც თავად ამბობს რომ წარმატებული ადამიანი ვარო , ისე გავედი საჭიდაო ხალიჩიდან რომ არ დავმარცხებულვარ, მაგრამ მაწუხებს  ქვეყანაში არსებული მდგომარეობაო, ძალიან მნიშვნელოვანი წერილია და ამ წერილმაც მიბიძგა რომ საჭიროა არსებული მდგომარეობის სერიოზული  ანალიზი.

წერილთან ერთად გამოქვეყნდა იმ პარტიების სია, რომლებსაც ეს წერილი დაეგზავნათ. ამ პარტიებს მიწერეს ნეცნიერებმა დაუთხრეს, ეს მოსაზრებები გვაქვს და ერთად ვიფიქროთ, არა იმაზე, როგორ მოვხვდეთ პარლამენტში, არამედ იმაზე, ვინ სჯობს რომ იყოს პარლამენტში. კარგად აქვთ მინიშნებული, იქნებ პარტიებს პარტიებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ქვეყნის ამ მდგომარეობისთვის  და იქნებ პარტიებმა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა, რომელშიც მივიყვანეთ დამოუკიდებელი საქართველო, იქნებ დავჯდეთ და დავილაპარაკოთ, ვინ სჯობს პარლამენტში რომ შევიდეს. იქნებ სჯობს შევქმნათ ეროვნული თანხმობის პარლამენტი. ორ-სამ გვარს ასახელებდნენ  –  იქნებ მინდია უგრეხელიძის   ან  ლადო ჭანტურიას ყოფნა მეტად  არის სასურველი   პარლამენტში ვიდრე ჩვენი, პოლიტიკოსებისა და პარტიების წარმომადგენლების,

მე ვფიქრობ, რომ  ეს კარგი მიდგომაა, ძალიან ცოტა ვინმეს ჰქონდა საშუალება, გაცნობოდა ამ წერილს. მივესალმები, თუ დაინტერესდებიან ამ მიმართვით. ასევე რომან რურუას მიერ წარმოდგენილი ანალიტიკური მასალით. ჩვენ ამ დღეებში გვქონდა კონგრესი და ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ ამასთან დაკავშირებით.    მეგობრებმა მირჩიეს, როცა აქ მოვდიოდი, რომ ჩვენი პარტიის მოსაზრებები გამოგვეკვეთა.

დღეს მე მოვედი რათა რამდენიმე კითხვას გავცე პასუხი

პირველი –    „თეთრების“ აზრით,  ამ ეტაპზე რაშია ქართული ინტერესი,

მეორე – რას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მოიცილა კონკურენტები.

მესამე რას ნიშნავს, მთავარი რგოლი სადაც ხელისუფლების ინტერესებია?

ამ რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნე ანალიზი, რომელიც ბევრმა გაიზიარა, ბევრმა შეკითვები დასვა. ანალიზით დასტურდება , რომ ამ ამ არჩევნებზე 2 მილიარდი დოლარი იხარჯება . ეს არის კატასტროფიული ციფრი, რომელსაც ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს. რაც მეტი ფული იხარჯება არჩევნებზე, მით უფრო ცუდად იცხოვრებს ქვეყანა. ეს არის მსოფლიო გამოცდილება  და არა ჩვენი აღმოჩენა, მეცნიერები ამას  ასკვნიან. რაც მეტი ფული  დაიხარჯება  ამ არჩევნებზე, მით მეტი იქნება კორუფცია. ყველა ლაპარაკობს რომ კორუფცია არ არის მაგრამ რამდენიმე ციფრს დაგისახელებთ და მიხვდებით რომ არის კორუფცია და ეს არის შენიღბული კორუფციაა, რომელიც სწორედ იმ შუალედურ რგოლთანაა დაკავშირებული და ხელისუფლებსი ინტერესებია და არა მარტო ამ ხელისუფლების, არამედ წინა ხელისუფლებებისაც. და დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლების ინტერესები არის სწორედ იმ შუალედურ რგოლებში. ეს ძირითადი საკითხები.

ქართული ინტერესი. 

რას ნიშნავს ქართული ინტერესი დღეს ? მეცნიერები ამ კითხვაზე ძალიან კარგად პასუხს იძლევიან. ამბობენ მარტივ რამეს.  დამოუკიდებლობის 25 წელმა ანუ ქუჩის პოლიტიკამ, ქუჩიდან ხელისუფლებაში მოსვლამ ძალიან დააზარალა პარტიები,  პარტიებში არის ზნეობის დეფიციტი. ბევრი ზნეობრივი ადამიანი,  განერიდა პარტიებს და არ აქვთ სურვილი, საერთო ჰქონდეთ პარტიებთან. ჩამოყალიბდა ორი ძალა, ერთნი -რომლებიც პარტიებში არიან და მეორენი –  მოაზროვნენი, პოლიტიკურად მოაზროვნენი, სერიოზული პოლიტიკოსები, რომლებსაც პარტიის სახელს ვერ გააგონებ. თუ ამ ორი ძალის შეერთება არ მოხდა, ვინ რჩება მოგებული?  დღევანდელი  პოლიტიკური ელიტა, თუ ამას ელიტა ქვია და წაგებულია ხალხი.

დღეს გაცილებით უფრო საინტერესო ხალხია პარტიებს გარეთ, ვიდრე პარტიებში, ეს მოსაზრება თქვენს მეცნიერებმა. ისინი ახალგაზრდები არიან, მათაც დამთავრებული აქვთ ჰარვარდი და არაერთი უცხოური უმაღლესი სასწავლებელი, თუნდაც იგივე ჰარვარდი. დიდი ხანია რაც დამთავრებული აქვთ. ისინი  30 წლისანი არიან ძირითადად და ერთი- ორი გამონაკლისის გარდა არ თვლიან საჭიროდ 40 წლამდე პარლამენტში მოხვედრას. ეს არის ახალგაზრდების აზრი, რომლებიც ჩართულები არიან საინიციატივო ჯგუფში. ისინი არ გარბიან პარლამენტისკენ. სხვათაშორის რომან რურუას ბრწყინვალედ აქვს ჩამოყალიბებული. აი რას ამბობს ეს ბრძენი ადამიანი„ეჭვით შევხედოთ მათ პარლამენტისკენ გარბის და ფულს ხარჯავს ამისათვის. მაგრამ  შევეხვეწოთ, სწორედ რომ შევეხვეწოთ მათ ვინც გვჭირდება პარლამენტში , მაგრამ სურვილი არ აქვს რომ წავიდეს. “ ასეთია მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივა, ისინი ამბობენ, რომ არის ხალხი ვისაც არ უნდა, მაგრამ სჭირდება ქვეყანას და იმათ უნდა შევეხვეწოთ, მაგრამ არის ხალხი, ვინც პარლამენტში გარბის მათ უნდა ვუთხრათ, რომ თავი დაანებოს პოლიტიკოსობას მიხედოს საქმეს, რაც კარგი იქნება ქვეყნისთვის და არა მარტო ქვეყნისთვის.

ქართული ინტერესი დღეს არის, პოლიტიკურ პარტიებს გარეთ ვინც არის სერიოზულად მოაზროვნე ადამიანები,მათი პოლიტიკურ არენაზე გამოყვანა და შეერთება პოლიტიკურ ძალებთან. ამ ეტაპზე ეს არის ქართული ინტერესი,  თუ ეს არ მოხდა, რა იქნება? 25 წელია, საქართველოში იმარჯვებს პარტია და პოლიტიკოსი და მარცხდება ხალხი.

ყველა პარტია გამოდის და ლაპარაკობს: „მოვდივარ, რომ დავამარცხო წინა უბდურება! „ და ტრაბახობს იმით  რომ დაამარცხა წინა რეჟიმი. ყველა უბედურება როგორ იყო?! ლოზუნგები მეორდება: მოვდივარ იმიტომ რომ კარგად გაცხოვროთ, რომ იყოს სოციალური სამართლიანობა, რომ იყოს კეთილდღეობა, თქვენ  თვითონ  შეაფასეთ და ხალხმა შეაფასოს, სწორია თუ არა ეს. რაც უფრო მეტს საუბრობენ, გავაკეთილშობილებთ მდგომარეობასო, მით უფრო უარესი მდგომარეობა იქმნება. ქვეყანაში. და რატომ? იმიტომ,  რომ პოლიტიკური პარტიის გაგონება არ უნდა უამრავ ადამიანს, რომლებსაც შეუძლიათ დიდი  საქმეების კეთება ქვეყანაში. ამ ხალხის პოლიტიკურ არენაზე გამოყვანა არის ხალხის ინტერესებში.   ვინ იმარჯვებს ამ არჩევნებზე?  ხალხი და ქვეყანა თუ პოლიტიკოსები და პარტიები. ჩვენ როცა ვამბობთ  გამარჯვებას ვგულისხმობთ: იმარჯვე ხალხო, რომ თავზე არ დაისვა პოლიტიკოსები, იმარჯვე ხალხო, რომ არჩევნებზე პოლიტიკოსებს წაართვა ქვეყანა და ხელისუფლება.

ხელისუფლებამ პოლიტიკური კონკურენტი მოიცილა.

როცა ვამბობთ,რომ ხელისუფლებამ მოიცილა  კონკურენტები, ვგულისხმობთ არა პარტიებს, თითქოს პარტიებია ხელისუფლების კონკურენტები . ხელისუფლების კონკურენტი არის ხალხი და როგორ მოიცილა ის? ხალხი დაამშიეს და დააუძლურეს და 20-25 ლარად ხმას ყიდის. ინტელიგენცია მოისყიდეს. რომან რურუა წერს, ხალხი გვეუბნება, ინტელიგენციას ეუბნება, გაიყიდეთო. მე არ გავყიდულვარ, მაგრამ ხალხი მართალიაო,. ასეთ მძიმე დასკვნას აკეთებს ეს ბრძენი ადამიანი.

ვინ იყო ყოველთვის ხელისუფლების კონკურენტი? უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია, შემოქმედებითი  კავშირები.  უნივერსიტეტი წააქციეს მეცნიერებათა აკადემია კლუბად აქციეს, შემოქმედებითი კავშირები გაანადგურეს.  არენაზე დარჩა ხელისუფლება, მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკური  პარტიები და ოპოზიციასაც  თვითონ  იქმნის ხელისუფლება.

საქართველოში ყველა მოქმედი ხელისუფლება თვითონ იქმნის ოპოზიციას და წყვეტს ვინ უნდა იყოს მისი ოპოზიცია ( როგორც შევარდნაძეს აწყობდა რომ მისი პოლიტიკური ოპონენტი იყო აბაშიძე და აღორძინება). ისევე  მის შემდგომ, ყველა ხელისუფლებას. დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს რომ მისი პოლიტიკური ოპოზიცია იყოს “ნაციონალური მოძრაობა”   ქართულს და ეროვნულს   ტოვებენ გვერდზე. ქართული ინტერესი იმაშია დღეს, რომ კონკურენტები კი არ უნდა მოვაცილებინოთ ხელისუფლებას, არამედ შემოვიყვანოთ შიგნით.

შუალედური რგოლები. 

რას ნიშნავს მთავარი სახელისუფლებო კორუფციული საფინანსო რგოლი?

კახეთში ვიყავი და იქ გლეხებმა მითხრეს, რომ 15 თეთრად ვერ აბარებს გლეხი ატამს, რომელიც  ქალაქში მინიმუმ 1.5 ლარი ღირს. შეიძლება 100 კმ – ში 10-ჯერ ძვირდებოდეს პროდუქცია?   მთელს სოფლის მეურნეობის პროდუქტებში ასევეა.

ქართული ღვინო, ქვეყნის გარეთ,  თითქმის ყველგან,  20 დოლარზე მეტი  ღირს, 60-70 – დოლარსაც აღწევს. (საქართველოს აეროპორტებშიც კი  ღვინის ფასი 15-20 დოლარია). ყველა ქარხანა იხვეწება 2-3 დოლარად   გაგვაყიდინეთო, კი მაგრამ 10 ჯერ  როგორ ძვირდება ეს ღვინო საქართველოს ტერიტორიაზევე?

კიდევ ერთი მაგალითი. ჭიათურის საბადოები წინა ხელისუფლებამ მიაკუთვნა  ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. საკუთარ ეზოში მარგანეცი რომ მოიპოვო, წინა ხელისუფლების მიერ კალამოისკის საკუთრებაში   კაპიკებში გადაცემულმა ზესტაფონის ფერომ უნდა მოგცეს ნებართვა. ეს ერთი უბედურება!  აქვე  მეორე, ჭიათურლები საკუთარ ტერიტორიაზე მოიპოვებენ მარგანეცს ფეროს ნებართვით, მაგრამ პირდაპირ ფეროზე მიყიდვის უფლება არ აქვთ. ეს უკვე ამ ხელისუფლებამ გააკეთა. თავისი ხალხი ჩასვა შუალედურ რგოლში. ზესტაფონში გეტყვიან, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ამ გვარებს: ჩხენკელები, სომხიშვილი, ფიფია.

ყველაზე მძიმე შრომას ვინც ეწევა – მომპოვებლები, დიდი-დიდი 10-15 დოლარი დარჩეთ ტონაზე. შუალედურ რგოლში, უჩინარი ხელით ჩასმულთ, კომპიუტერის მეტი რომ არაფერი გააჩნიათ, ტონაზე 40 დოლარის ფარგლებში იგებს.

მწარმოებელი და მომხმარებელი კი არა, სწორედ  შუალედური რგოლია ქვეყანაში ეკონომიკის ბატონ-პატრონიც და ასეთი „პატრონობით“ ეკონომიკის მტერიც და დამანგრეველიც.

მიჭირს უარყოფაც, მაგრამ  ხალხში გამეფებული აზრის დაჯერებაც არ მინდა,  რომ შუალედური რგოლების პატრონი უჩა მამაცაშვილი და ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, ამჟამად დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“.  შუალედურ რგოლებში   იკვეთება   ხელისუფლების და  ვაიბანკირების  ინტერესები. დღეს რეალურად ქვეყანა  100 ბანკირის ხელშია. წაგებულია მწარმოებელი და მყიდველი, სამაგიეროდ მოგებულია შუა რგოლი.

ეს არის რეალობა. შუა  რგოლი ჩაიგდო 20 წელზე მეტია, ხელისუფლებამ ხელში. მე ამას ვუწოდებ დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე მძიმე შენიღბულ კორუფციას.  ამაზე არ საუბრობს დღეს არც ერთი პოლიტიკური რგოლი, ყოველ შემთხვევისთვის, მე არ მაქვს ეს ინფორმაცია. არ საუბრობს იმიტომ რომ სწორედ შუალედური რგოლი აფინანსებს  ყველა უბედურებას ქვეყანაში -მიტინგებით დაწყებული, საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით, ტელევიზიებით დამთავრებული. ისინი დგანან პარტიების უკან, სწორედ მათი ფულით გაუკუღმართდა, ხალხისთვის და ქვეყნისთვის უბედურებად იქცა  არჩევნები.

დააკვირდით ციფრებს: 15 მილიარდი სესხია გატანილი ბანკებიდან და 350 მილიარდი ლარის ქონებაა სანაცვლოდ ჩადებული. ეს  ნიშნავს რომ დღეს რეალურად მთელი საქართველო არის ბანკირების ხელში. ან უნდა დავიხსნათ ქვეყანა ამ მძიმე უბედურებისაგან, გორდეასის კვანძი თუ არ იხსნება. უნდა გავჩეხოთ,  ან უნდა შევეგუოთ ამ მონურ  მდგომარეობას, რომელიც ქვეყანას მიიყვანს სრულ უბედურებამდე.

 – როგორ გესახებათ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი?და თუ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას?

ძალიან მარტივად, როგორც რომან რურუა ამბობს, რასაც გამოცდილი ადამიანები ამბობენ.მერაბ ბერძენიშვილთან რომ დავჯექით სასაუბროდ 20-25 კაცი, გვითხრა, თქვენ რატომ ხართ პარტიები, ეს ხალხი რატომაა გარეთო და 10-15 ადამიანი დაგვისახელა. მეციენებათა აკადემიაში უამრავი ადამიანი დაგვისახელეს. ნიჭით, გონებით  სავსე ადამიანები  არ მიდიან პარტიებისკენ და რეალურად უზნეო პარტიები და პოლიტიკოსები არიან.

თუ ეს მეცნიერთა ჯგუფი  შეძლებს    და გამოვა არენაზე, ისინი ამბობენ, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ მათ მათ წარმოადგინეს 100 მდე კაცის სია,გავიდნენ ხალხში ,  მივიდნენ მეცნიერებათა აკადემიაში, მივიდნენ კულტურის მოღვაწეებთან და კითხეს ვინ არის 10 კაცი, რომელთა გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ პარლამენტში. საოცარი კანდიდატები დასახელდა.  გამიკვირდა, რომ  უცხოეთში როგორი კადრები გვყავს, როგორი ადამიანები, და რეალურად ისინი არიან დავიწყებულები

ვიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. გადაწყვეტილი მქონდა რომ ამ ოლიგარქებს ვერ მოვერევოდით. არც ტელევიზიებია და ვფიქრობდით , რომ არ ღირდა და არჩევნების მერე უფრო რთული  მდგომარეობა იქნება და მალე ბევრი ამაში დარწმუნდება, და ძალიან ბევრ ვინმეს , ტაშს რომ უკრავენ დღეს დიდი პრობლემად ექცევა ქვეყანას, მათ შორის, ის ადამიანები, „ქართულ ოცნებაში“ თავი ტუზებად რომ მოაქვთ,  ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის და საქართველოსთვის  უბედურებად იქცევიან არა ერთი და ორი. თუ ძალიან ჩამეკითხებით, ერთი ორ გვარს გეტყვით, რომლებიც საქართველოს პრობლემებს უქმნიან. დღეს არაერთი პიროვნებაა, რომლებსაც ქურდებთან ჰქონდათ კონტაქტი და ქურდების ინტერესებს ატარებენ ქვეყანაში. ისინი მოდიან ისინი პარლამენტში/ ზოგი პარტიის ლიდერია, ვინც ტარიელ ონიანის სუფრაზე მუდმივად თამადობდა, ზოგიერთი შესაძლოა ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ კარგად იყო ქურდებთან დაკავშირებული . ეს ადამიანები უქმნიდნენ და შეუქმნიან ქვეყანას პრობლემას. დღეს  სუფთა ხალხშია ქვეყნის გამარჯვება და არა ფულიანებში. დღეს ყველას უნდა ეშინოდეს მოქალაქეს რომელიც მოდის სახლში და გეუბნებათ ამ პარტიას მიეცით ხმაო, ამ ადამიანებს უდიდეს ფულს უხდიან.

ანუ თქვენ არ იღებთ მონაწილეობას?

ჩვენი პარტია, როგორც „თეთრები“, არ ვიღებთ, მაგრამ თუ ეს ჯგუფი მეცნიერების, ჩამოაყალიბებს კარგ გუნდს სახელწოდებით „ქართული ერთობა“ . კვირის ბოლოსთვის გვპირდებიან. ამაზე არ მსურს ვისაუბრო, უბრალოდ  ერთადერთი პარტია ვართ, ვინც გამოეხმაურა ამ წინადადებას, მივედით მათთან . რა პოლიტიკური კულტურაა, ქვეყანაში, რომ მეცნიერთა ჯგუფის შემოთავაზებას, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოეხმაურა

ხომ ვერ დაგვისახელებთ ამ მეცნიერთა გვარებს?

ეს მეცნიერები ერთ რამეს აკეთებენ და ამაში ვეთანხმები. ისინი ამბობენ, რომ ვაგრძელებთ ხალხთან კონსულტაციებს და არ გვინდა ვინმემ მოგვაკითხოს და გვთხოვოს სიაში შეგვიყვანეო. სწორადაც იქცევიან. თუმცა ერთმა პიროვნებამ, ძალიან ცნობილმა, დიდი ილია ვეკუას ოჯახში გაზრდილმა, აკაკი წერეთლის შთამომავალმა, რამაზ ლომინაძემ თქვა, მე არ ვმონაწილეობ ამ გამოკითხვებში მაგრამ ამ მეცნიერთა ჯგუფთანაა დაკავშირებული . და ძალიან საინტერესო მეცნიერი და კარგი პიროვნებაა.  არ ვიცი, მქონდა თუ არა ამაზე საუბრის უფლება, მაგრამ წერილი გამოქვეყნდა და ეს წერილი მივიღე მისი ხელმოწერით  ამიტომ თავს მივეცი უფლება დამესახელებინა.

დავესწარი  მათ ერთ შეხვედრას და იქ ითქვა, ვინ გვირჩევნია დღეს იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, იქ ითქვა, რომ დღეს უკეთესი თავმჯდომარე ვერ იქნება, ვიდრე ლადო ჭანტურიაა. არც ერთ პოარტიის საარჩევნო სიაში ის არ არის. ის ხომ არაა ოპოზიციაში, ის დღეს ხელისუფლებაშია, ელჩია. მათ  დაასაბუთეს მარტივად, არც ამერიკასთან არც რუსეთთან ფეხქვეშ გაგება სიკეთეს არ მოგვიტანს. გერმანიასთან კარგი ურთიერთობაა ძალლიან საინტერესო, იმიტომ რომ გერმანიას უსმენს როგორც ამერიკა, ასე ევროპა და მას მიჰყავს ევროპა / გერმანია კეთილგანწყობილია საქართველოსადმი და ეს მეორე მსოფლიო  ომის დროსაც დადასტურდა და კარგი მაგალითებიც მოიყვანეს, და იქ გვყავს ელჩი, მეცნიერი, კაცი რომელსაც მთელი ხელისუფლება პატივს სცემს, არის წესიერი,  განათლებული, ისე კი არ მიადგნენ ლადო ჭანტურიას, ანალიზით მივიდნენ მასთან. ამიტომ არის სწორი და  კარგი მეცნიერების მოსმენა. ამიტომ გადავწყვიტე ამ ჯგუფთან ვითანამშროლო, როგორადაც მათ ექნებათ ამის სურვილი.

მე ქვეყნის გადარჩენას ვხედავ  ადამიანებში, ვინც პარტიებს გარეთ არიან, მაგრამ აქვთ სერიოზული  პოტენციალი. მათ ჩამოაყალიბეს   ოთხი კრიტერიუმი, ვინ უნდა იყოს ეს ხალხი

პირველი, ვინც ხელისუფლებაში თუ იყო სახე არ დაკარგა და ხელი არაფერზე არ წაცდა ,  მეორე – თუ ოპოზიციაში იყო, არ გაბოროტდა, მესამე, მიაჩნია რომ ხელისუფლება არ არის ბიზნესის კეთების ადგილი და მეოთხე – აქვს დღეს პოტენციალი. შეიძლება პირველ სამს აკმაყოფილებდეს, მაგრამ არ ჰქონდეს პოტენციალი, რომ ხვალ – ზეგ  საქართველოს გამოადგეს.

 –  პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

მე ვარ ტენდენციური, ბატონ ივანიშვილს ჩვენ მტრები ვგონივართ, ეგონოს, მე არ მაქვს არავითარი პრობლემა.  პრობლემა მას უფრო აქვს  ვიდრე მე . და თუ იცის რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, მით უფრო დაფიქრებული იქნება. მაგრამ მე ვარ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ მარგველაშვილის არჩევა პრეზიდენტად არ შეიძლება.

არჩევნების წინა პერიოდშიც ჩემი მეზობლები არიან ის ადამიანები. დადიოდნენ და ამბობდნენ,. მარგველაშვილის სიძემ მოგვიკლა შვილი და ვიდეო ჰქონდათ. მე მინახავს ამ ვიდეოთი ეს ხალხი. ისინი შენახვედრი არიან თითქმის ყველასთან. ამიტომ პრეზიდენტი ამაზე რომ საუბრობს, თავს იცავს დაპოლიტიკურ სიბრტყეში გადაიყვანა.  ვიმელორებ, ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომაა რომ პრეზიდენტია მარგველაშვილი. და მარგველაშვილთან პრეტენზიები ეხლა კი არ უნდა გამოეხატათ არამედ დიდი ხანია,  ის ოჯახი ამტკიცებს, მე არაერთხელ შემხვედრიან ეს მეზპობლები, მე მთხოვდნენ მერჩია რამე. მე ვუთხარი, მისულიყვნენ ქართულ ოცნებაში. ისინი არჩევნების წინა პერიოდში მივიდნენ „ ქართულ ოცნებაში“ ყველას მოუყვნენ,  რანდენადაც ვიცი, ნამყოფი არიან ყოფილ პრემიერთან. ხმა მიაწვდინეს ყველას. და ეუბნებოდნენ. ვის ირჩევთ პრეზიდენტად  და თუ არჩევა გსურთ ვინც გინდათ აირჩიეთ, მხოლოდ   ჩვენი შვილის მკვლელი დაისაჯოსო . მე არ ვიცი არის თუ არა მისი სიძე მკვლელი, მაგრამ აქამდე არაფერი გაუკეთებიათ.  საუბარია პრეზიდენტის სიძეზე,  რომელიც ამასწინად გაჩხრიკეს. ეს არის ჩვენი ოჯახის მეზობლები, მათ გვარებს დღეს არ ვასახელებ., შემიძლია შეგახვედროთ თუ ვინმეს სურვილი ექნება. ეს არის დამწუხრებული ოჯახი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლეს თავმჯდომარეს, პიროვნება რომელიც იმ ბინაში შევიდა, ან ყოფილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც ბუკიას ბაღში სახლი აიშენა, ან ერთი როგორ შეიძლებოდა უზენაესი  სასამართლოს თავმჯდომარე ყოფილიყო, ან მეორე/. საკონსტიტუციოსი. მაგრამ ვიმეორებ, მარტივი  ფორმულაა: ვინმეს გონია, რომ ისინი სააკაშვილისგან იმართებიან? სააკაშვილი თვითონ იმართება გარედან. პოლიტიკურ ძალების  აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს მართავენ ან გარკვეული ამერიკული ან   რუსული. ჯგუფები.  და ეს ფულები რომელიც მათ აქვთ გარედანაა შემოსული. საშინელება ხდება. საქართველოში იმარჯვებდნენ ან ურაპატრიოტები ქართული ქართულიო რომ იძახიან.  აქამდე ნატოს წინააღმდეგი რომ იყვნენ და ეხლა მომხრენი, ან პირიქით, მომენტის პოლიტიკოსები, რომლებიც თამაშობენ ხალხის გაჭირვებაზე, ემოციაზე . მათ დაღუპეს ქვეყანა. ეს თუ არ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ისე არაფერი იქნება. ამიტომ ვამბობ ქვეყანაში უნდა გაიმარჯვოს გონებამ, გონება კი განათლებასთანაა  დაკავშირებული, მეცნიერებთან. მოღვაწეებთან. ბევრს  არავითარი სურვილი არ აქვს, რომ  ხელისუფლებაში მივიდეს. მაგრამ ამ ხალხისთვის ყურადღების მიქცევა და მოსმენა დიდი გამარჯვება იქნებოდა.

თქვენ ყველა პარტიის სიის პირველი 10-15 კაცის სია შეადგინეთ და ნახავთ თუ არ შეგეშინდებათ.  როცა ლაპარაკობენ ჰარვარდი დაამთავრაო, რა თქმა უნდა კარგია, ჰარვარდდამთავრებულები. მაგრამ რატომ არ მოჰყავთ  5-6 წლის წინ დამთავრებულები, ვინც წარმატებულად მუშაობს იქ. და რატომ მოყავთ ისინი, ვინც  ეხლა დაამთავრა და თან კურსები გაიარა? ვინც დაამთავრა 4-5 წელი ისწავლა, არ აინტერესებს ისინი არავის. აქ აინტერესებთ ის, ვინც ვინმეს ახლობელია, ან ვინმე  გარედან  გვკარნახობს. ამ ხალხით ქვეყანა ვერ შეიცვლება.

და კიდევ, ქართველ მედიკოსებს  აღებული აქვთ ევროპასა და ამერიკაში დიდი სიმაღლეები.ამასწინად, შევხვდი ცნობილ ექიმს დიმიტრი ტვილდიანს  (მან თავის დროზე, შექმნა წარმატებული უმაღლესი სასწავლებელი „აიეტი“. ამჟამად წარმატებულად მოღვაწეობის ამერიკის შეერთებულ შტატებში), რომელმაც მითხრა, რომ მისი  150 სტუდენტი  ამერიკაში წარმატებული ექიმია. ერთ-ერთი მათგანი კი  უპირველეს კლინიკას ხელმძღვანელობს. რუსეთში წამყვანი პოზიციები აქვთ ქართველ ექიმებს, თუ ჩვენი ექიმები ასეთი წარმატებული არიან დასავლეთს წამყვან ქვეყნებში – ამერიკასა და ევროპაში, რუსეთში,   რა დაამთავრეს მათ? ჩვენი სამედიცინო სასწავლებლები. შეიძლება ასე ებრძოდე შენს ქვეყანაში კურსდამთავრებულს?  შეიძლება,    ფიქრობდე, რომ საქართველოში კურსდამთავრებული მკვდარიაო და შენ ვინც გინდოდეს, ის მოიყვანო? ასე ქვეყანა არ შეიცვლება უკეთესობისკენ.

მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ იმ გაერთიანებას, რომელსაც ქვია „ქართული ერთობა“ ვფიქრობ ამ ხალხთან ურთიერთობას აქვს დიდი მომავალი. რამდენადაც ვიცი მათ დღეს დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება 25 ათასი ხელმოწერა აქვთ შესაგროვებელი. როცა ნახეს ვინ მოდის პარლამენტში   , ეს ხალხი შეშინდა და თქვა, ხალხთან რომ ვიყოთ მართალი, გავტარდეთ რეგისტრაციაში „ქართული ერთობით“ და ჩვენ კი არ ვიყაროთ კენჭი, წარვადგინოთ პარლამენტში ხალხთან დათათბირებით შერჩეული  ღირსეული კანდიდატები.  თუ ხალხი დაიჯერებს და მხარს დაუჭერს კარგი,  თუ არა და ჩვენ ჩვენს მთავარ სათქმელს მაინც ვიტყვით.

ეხლა ან ხალხი დამარცხდება, ან ხალხი გაიმარჯვებს . თუ ისევ პარტიები გაიმარჯვებენ, ხალხი დამარცხდება. მე ვისურვებდი ერთდროულად ხალხის,  ქვეყნის და პოლიტიკოსების, პარტიების გამარჯვებას. ეს მოხდება მაშინ როცა მოხდება დიდი გაერთიანება პარტიებს გარეთ და პარტიებში მყოფი პოლიტიკოსების და პარტიებში ისინი ძალიან ცოტანი არიან

„ქართული ერთობა“ თქვენს კანდიდატურას დაასახელებს?

თუ ისინი წარადგენენ ჩემს კანდიდატურას, მე მზად ვარ, ისინი წყვეტენ ყველაფერს, მათგან მივიღე მე წინადადება და მე მზად ვარ ვითანამშრომლო მათთან , ვთვლი, რომ ეს არის მომავლის პოლიტიკური ძალა – „ქარტული ერთობა“

მე ვიცი რომ ტელევიზია „ქართულის სათავეებთან დგანან უღირსეულესი ადამიანები. მერაბ ბერძენიშვილის სიტყვას რომ დააწერს და რეზო ჩხეიძე რომ ტელევიზიას შექმნის და აჩუქებს ქვეყანას. არნოლდ გეგეჭკორი, ანზორ ერქომაოშვილი, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, ესეთი ადამიანები არიან დაკავშირებული ტელევიზიასთან . მე ვაპირებ რომ გავხდე ტელევიზიის აქციონერი, მხარდაჭერა გავუკეთო ტელევიზიას იმიტომ რომ  ვხედავ ეს ტელევიზია არ არის მიკერძოებული, ის განწყობილია ქართულზე. ბატონი რომან რურუაა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ალიკო ოჩიგავა დირექტორი სააქციო საზოგადოებს ქართულის და ქალბატონი მანანა ნოდიას წერილი წავიკითხე სადაც წერენ, რომ არჩევნების დროს არ დაყოფენ პარტიებს კვალიფიციურად და არაკვალიფიციურად. როცა ყველა ტელევიზია ცდილობს ეხლა ფული იშოვოს, გამოჩნდა ტელევიზია, რომელიც ყველა პარტიას თანაბარ პირობებს თავაზობს. ეს დიდი გამარჯვებაა. ისე დაემთხვა, რომ დღეს, როცა მე აქ გამოვდივარ,  იწყებენ მაუწყებლობას და მე მზად ვარ მათთან თანამშრომლობისთვის

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *