(საქართველოს რესპუბლიკა) საქართველოში უზნეო უმცირესობის დიქტატურაა ზნეობრივ უმრავლესობაზე

 

 ოცდახუთი წელია, ასეთ ყოფაში ვართ. ეს უნდა დამთავრდეს!

  (პოზიცია დაფიქრებისა და ანალიზისათვის)

 

ქვეყანაში არსებული მდგოარეობის მეცნიერული ანალიზი, უმძიმესი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს: სიძულვილი და სიყვარული პოლიტიკაშიერთნაირად დამანგრეველია ქვეყნის ინტერესებისათვის.

საქართველოში ან უზომოდ უყვართ, ან უზომოდ სძულთ: ამერიკა, რუსეთი, მთავრობა, ხელისუფლება ზოგადად, პოლიტიკური ლიდერი, რომელიმე კონკრეტული პარტია, ან პოლიტიკოსი.

საქართველოს  მოსახლეობა, ქვეყნის პოლიტიკა ზოგადად, ორი ერთმანეთისთვის საჭირო, მაგრამ ამავე დროს, ურთიერთსაწინააღმდეგო ჯგუფის დიქტატით ცხოვრობს.

ერთში ამერიკის შეერთებული შტატების ფანატიკური სიყვარულია და რუსეთის ასეთივე სიძულვილი, მეორეს სიმპათიები რუსეთის მხარესა და ანტიპათია  – ამერიკის. ერთი აფეტიშებს სააკაშვილს დანაციონალურ მოძრაობას“, მეორეივანიშვილს დაქართულ ოცნებას’. კარგია, რომ მეორე  სჭარბობს. მაგრამ, ცუდია, რომ მოსახლეობის  მართლაც, თავისუფალი ნაწილი, საქვეყნოდ მომართული ხალხი (ალბათ 80 პროცენტზე მეტი), რომელთაც ღირსება აქვთ და პოლიტიკური სიყვარულით, ან  სიძულვილით არც საკუთარ თავს აყენებს  შეურაცხყოფას და არც ქვეყანას, სამწუხაროდ, თავისი ინდიფერენტულობით ხელს უწყობს უმცირესობის დიქტატურას უმრავლესობაზე, ანუ, პირდაპირ თუ ირიბად თავისი ქვეყნის მოწინააღმდეგის როლში გამოდის.

პირდაპირ ვთქვათ – 25 წელია, საქართველოში უზნეო  უმცირესობის დიქტატურაა ზნეობრივ უმრავლესობაზე. ბელადების მორჩილთა ბატონობაა თავისუფალ ადამიანებზე. გვინდა თუ არ გვინდა, რეალობა ასეთია.

დავფიქრდეთ! იქნებ დავიწყოთ მოქმედება რეალური თავისუფლებისათვის.

ისტორიის სიღრმიდან მოდის დიდი სიბრძნე, რომელიც პოლიტიკოსთა შორის ყველაზე რაციონალურად  უინსტონ ჩერჩილმა თქვა: ცუდ მთავრობებს კარგი ადამიანები ირჩევენ. ამას აკეთებენ არჩევნებზე არმისვლით.

დამოუკიდებელი საქართველო სწორედ ასეთი სიყვარულის და სიძულვილის,  თავისუფალი ადამიანების  ინდიფერენტულობის და  არჩევნებზე არმისვლის  მსხვერპლია.

„ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  შეშფოთებულნი არიან მოსახლეობის განწყობით  – საპარლამენტო არჩევნებზე არმისვლით გამოხატონ პროტესტი დაპირებების შეუსრულებლობისათვის.  ეს, სწორედ ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებასაც“. მათ მომხრეებს ისედაც მიიყვანენ და მოწინააღმდეგეთა მისვლა საარჩევნო ყუთებთან მათ ნამდვილად არ აწყობთ.

ასე  ირჩევენ კარგი ადამიანები ცუდ ხელისუფლებას . არადა, რა ახლოსაა ქვეყანაში მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლის დაწყება, და რა დიდ შანსს უშვებენ საქვეყნოდ მომართული ადამიანები, თავისუფალი ადამიანები –  ქვეყნისა და საკუთარი თავის გამარჯვებისათვის.

მარტივი რამის გაკეთებაა საჭირო. არჩევნებზე მისვლა და არჩევანის გაკეთება ყოველგვარი სიყვარულისა და სიძულვილის გარეშე – რაციონალურად, ანუ აირჩიო მსახური და არა უფროსი. აირჩიო პროფესიონალიზმი, გამოცდილება, წესიერება. საკუთარ თავს სცე პატივი და მხარი არ  დაუჭირო იმ პოლიტიკურ ძალას, სადაც პარტიიდან პარტიაში მომთაბარენი, ანუ მოღალატენი არიან… სადაც ბელადისადმი მორჩილებით სავსენი არიან, სადაც ფულიანები, ბიზნესმენები და პოლიტიკას მიტმასნილი არაპოლიტიკოსები არიან.

ქართველ ხალხს 8 ოქტომბერს 21 – საუკუნის პოლიტიკური დიდგორი აქვს მოსაგები. ეს მისი ღირსების საქმეა. ეს მისი პასუხისმგებლობაა როგორც ისტორიის, განსაკუთრებით ქვეყნისა და საკუთარი შვილებისმოდგმის წინაშე. ეს არის მისი პასუხისმგებლობა ერთიანი საქართველოსათვის

ერთი რამ ვიცი, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები გამოკვეთილად   ღირსების არჩევნებია, რომელმაც უნდა დაამთავროს ბელადების, მით უფრო გამოგონილი ბელადების  და ფულიანთა ეპოქა პოლიტიკაში თუ გვინდა, ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე, ჩვენი შვილებისა და მომდევნო თაობების საქართველოზე.

ვიცი, კარგად ვიცი, ვინც საარჩევნო ხმას ყიდის, ამით საკუთარი შვილები, მოდგმის მომავალს ყიდის და ვინც ხმას ყიდულობს, ამით ჩვენზე ბატონობას  ყიდულობს და ქვეყანას ყიდის.

25 წელია, ასეთ ყოფაში ვართ. ეს უნდა დამთავრდეს!

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თეიმურაზ შაშიაშვილი

11 აგვისტო, 2016 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *