თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი რეალური პოლიტიკური პროცესი არჩევნების შემდგომ იწყება (2016 წლის 5 ოქტომბრის ბრიფინგის სტენოგრამა)

 

 

დღეს  აქ გამოვდივარ, როგორც პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე, თუმცა მრავალი ჩემი მოსაზრება ემთხვევა საქართველოს პირველი პარლამენტის წევრთა მოსაზრებებს, მეც ვარ პირველი პარლამენტის წევრი. 28 ოქტომბერს იგეგმება დიდი შეკრება. ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მოსაზრებებს. ეს არის ძალიან საინტერესო გუნდი.

ძალიან დიდ მომავალს ვხედავ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის  „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“  საქმიანობაში. კარგი იყო, პარტიებს  გაეთვალისწინებინათ მათი მოსაზრებები. ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, ვინც შეუერთდა ამ ჯგუფს და უარი ვთქვით არჩევნებში მონაწილეობაზე. ჩვენი მოსაზრება ემთხვევა ღვაწლმოსილი ადამიანების  აზრებს, ვინც არისქართული ერთობის დარბაზში“, ასევე ახალგაზრდობის გუნდ მოსაზრებებს, ვინც არ იბრძვის სკამებისათვის და მიაჩნია, რომ გარკვეული მომზადება სჭირდებათ, ვიდრე სკამებზე მოხვდებიან და მომავალს გაიფუჭებენ

სად არის ქვეყნის პრობლემა?

პოლიტიკოსთა სიმრავლეში? არა. საქართველოში პოლიტიკოსთა რაოდენობა ერთი ხელის ხუთ თითზე შეიძლება ჩამოთვალო. საქართველოს უბედურება სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკოსები არ ჰყავს.

პარტიათა სიმრავლეში? – არა. საქართველოს პრობლემაა ის, რომ კლასიკური ტიპის   პარტიები არ ჰყავს  და მეგობრობის ნათესაობის და კლანურობის პრინციპით იქმნება პარტიები.

სად არის პრობლემა, ივანიშვილში? არა . ივანიშვილმა იყიდა ყველა და ყველაფერი –  ვისი და რისი ყიდვაც შეიძლებოდა.  პრობლემა მათშია, ვინც იყიდება.  ყველა პარტია, ვინც მასთან იყო ალიანსში ან  სააკაშვილთან , არიან გაკოტრებულები, რადგან მათ აჩვენეს, რომ შეიძლება მათი ყიდვა. ყველა პარტია, ვინც თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირთან“, მერე „ნაციონალებთან“, ხოლო მერე  „ოცნებასთან“ იყვნენ ალიანსში, სწორედ ის პარტიები არიან, რომლებიც იყიდებიან.

სად არის პრობლემა, „ნაცმოძრაობაში“?  – არა, რადგან „ნაცმოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ იგი სექტაა  და ყველა. ვინც მას მისცემს ხმას , ხდება სექტის წევრი.

სად არის პრობლემასააკაშვილში?  – არა. მათ თვითონაც იცის, რომ ბოროტი ძალაა, მაგრამ  პრობლემა სააკაშვილი გახდა იმის გამო, რომ რეალურად მას არ აქვს  გაჩერების საშუალება, და რაც უფრო იზღუდება მისი მომავალი უკრაინაში, უფრო აგრესიული ხდება ის ქვეყნის მიმართ. ეს ბოლო პერიოდი ამას ადასტურებს კიდეც.

სად არის პრობლემა, უფულოებში? არა პრობლემა სწორედ ფულშია. ფულიანებსა და  უფულოებში,  ფულიანები  ყიდულობენ უფულოებს  და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა.

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკლა გაჭირვებამ  და  იმ  პოლიტიკურ პარტიებს  თუ  მათ ნარჩენებს, ვინც არენაზეამოქკავშირითდააღორძინებითდაწყებული  და დღევანდელი ბევრი პოლიტიკური  ძალით დამთავრებული, აწყობთ ხალხის გაჭირვებული მდგომარეობა, რადგან გაჭირვებული ადამიანის მოსყიდვა ძალიან მარტივია. პოლიტიკურ  პროცესს კლავს ფულიანთა ამბიციები. ფულიანთა ამბიციებით შეურაცხყოფილი უნდა  იყოს საქართველო და ეს არის ერთერთი მძიმე რამ.

საქართველოს ერთერთი მთავარი პრობლემა არის მონოპოლიზმი.

მონოპოლიზებულია ყველაფერი – პოლიტიკა, ბიზნესი, საზოგადოებრივი სფერო.    ყველა  პარტია ფიქრობს, რომ მხოლოდ მის წევრებში,    მეგობრებში,  ნათესავებშია საჭირო  ხალხი, როგორც პოლიტიკისთვის, ასევე ბიზნესისთვის.   და ასეთი სანათესაო – სამეგობრო   მრავალი პარტიის  საარჩევნო სიებში აღმოჩნდა. ეს ჩემთვის  დამაფიქრებელია,

საარჩევნო პროცესი,  რომელიც დღეს მიდის, სასარგებლოა  იმ პარტიებისათვის, ვისი შესვლაც პარლამენტში, ჩემის აზრით, არ იყო სასურველი. ბატონმა ივანიშვილმა სრულიად შეცვალა რიტორიკა, ადრე ორ პარტიაზე საუბრობდა, ეხლა უკვე 5-6  პარტიაზე საუბრობს, ცხადია არც ნაციონალებს, არც უცხოეთში არ აწყობთ რომ პარლამენტში  მხოლოდ  ორი პარტია იყოს.   ხალხი მოტყუვდება, თუ იფიქრებს, რომ  5-6 პარტიის  ყოფნით,  პარლამენტი არ იქნება  ორპოლუსიანი.

ჩემი პროგნოზით, პარლამენტში შევა 3 ან 5 პარტია. თუ შევა   3 პარტია, ეს იქნებაოცნება“, „ნაცმოძრაობადა კიდევ ერთი რუსული მიმართულების  ძალა. თუ შევა  5 პარტია, ეს იქნება   ორი  რუსული მიმართულების და  დანარჩენი ისინი ვინც იმართება გარედან  და   ნაცმოძრაობასთანუფრო  ახლოსაა.  რეალურად ისინი მიხვდნენ,  რომ  ერთმანეთთან  დაპირისპირება  მათ არ აწყობთ.

რა ჯობია ქვეყნისთვის?

მე, „თეთრების „ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, ვისაც ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენა, პიროვნულიც და   პარტიასაც ბატონმა ივანიშვილმა, თუნდაც იმ  განცხადებით, რომ ვინც კარგები არიან ყველანი პარალმენტში არიან და ვინც ცუდები, ყველანი გარეთ დარჩნენო, ამ ცუდებში  ცხადია,  მეც ვიგულისხმებოდი . თუ ვინმეს იცნობს ბატონი ივანიშვილი, ეს  თემურ შაშიაშვილია, რადგან იმერეთში ვმოღვაწეობდი და კარგად იცის ვინ ვარ.

 მე ვამბობ, რომ  რეალური პოლიტიკური პროცესი არჩევნების შემდეგ დაიწყება და  ამის  საფუძველს  იძლევა მეცნიერთა  საინიციატივო ჯგუფის საქმიანობა, ის განწყობა, რომელიც პირველ პარალმენტთან, შემდგომ პარალმენტებთანაა დაკავშირებული. ყველგან  იყვნენ  საინტერესო  ადამიანები. გამოცდილებით.

ისიც მინდა ვთქვა რომ ამ არჩევნებმა აჩვენა გაყიდული პოლიტიკური პარტიები, და პარტიებირომლებსაც  არ  აშუქებენ ტელევიზიები, მაგრამ აქვთ   ქართული და სახელმწიფოებრივი განწყობა.  გაბედული ლიდერებიც ჰყავთ.

ტელევიზიები პრაქტიკულად, მართავენ საარჩევნო პროცესს  და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს უჭერენ მხარს. ტელევიზია, რომელიც რომელიმე პარტიას უჭერს მხარს, არის ქვეყნის მტერი, რეალურად, ტელევიზიების აბსოლუტური უმრავლესობა ასეთ მდგომარეობაშია. საარჩევნო პროცესის ყველაზე დიდი მტერი არის რუსთავი 2“ რომელიც შექმნილია გარედან, იმის გამო, რომ უცხოეთმა არეგულიროს საკუთარი განწყობა, როგორ დაასვას ქვეყანას თავისი პოლიტიკური ძალა. ვერ შეძლებდა ვერც ერთი პიროვნება ისეთ თავხედობას, როგორსაც ბედავს გვარამია, რომ მას არ ჰქონდეს დასავლეთის მხარდაჭერა.

ვიმეორებ, რეალურად   პოლიტიკური პროცესი არჩევნების შემდეგ იწყება, თუმცა დღეს რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. საკუთარ აზრს არავის ვახვევ თავზე, მაგრამ ვამბობ, რომ მე, პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად არის შეურაცხყოფილი  ივანიშვილის მიერ, გვარდზე ვდებ ჩემს პიროვნულ ასევე პარტიულ მოსაზრებებს, ეხლა ვფიქრობ რა ჯობია ქვეყნისთვის და მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის ჯობია, რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს ქართულმა ოცნებამ. მას დიდი  გაკვეთილი მისცა ამ ოთხმა წელმა, ძალიან დიდი გაკვეთილი. თუ ისევე გააგრძელებს  ოცნება  მოღვაწეობას, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს. მაგრამ, ეჭვი არ მეპარება, რომქართულმა ოცნებამ“, მისმა ძირითადმა ბირთვმა დაინახა პრობლემები, თუ ისინი არ გავლენ ხალხში, არ დაეყრდნობიან მეცნიერებას, დაასვამენ ქვეყანას თავზე ბანკებს, საშუამავლო ფირმებს, ეს პარტია დამთავრდება.

ოცნებას  დღეს აწყობს, რაც შეიძლება მეტი პარტია შეიყვანოს პარლამენტში, რომ შემდგომ თქვას, რა ვქნა,მე არ ვარ მარტო, და ვერ ვიღებ საჭირო გადაწყვეტილებებს. დღეს რეალურად თუ გვსურს ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესი დაიწყოს, უნდა მივცეთ  ოცნებას  შანსი, რომ სულ სხვა პროცესები განახორციელოს  თუ შეძლებს, თუ არადა, ვიზიარებ მეცნიერ საინიციატივო ჯგუფის პოზიციას, რომ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ შევეხოთ გამარჯვებულ ძალას ჩემის აზრით ეს ისევ ოცნება იქნება, არა 100 არამედ 180 დღე მივცეთ საშუალება გამოავლინოს თავი და ექვსი თვის თავზე, მეცნიერებმა, რომლებიც დიდ მოძრაობად ჩამოყალიბდება ექნება გამოცდილ მრჩეველთა გუნდი, ახალგაზრდათა გაერთიანება, პირველი და შემდგომი  პარლამენტის წევრთა მონაწილეობით იქნება გამდიდრებული , ეს  გუნდი ჩაატარებს კონგრესს, რომელიც მისცემს ოცნების მოღვაწეობის შეფასებას.

თუ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს საკუთარ და ქვეყნის მომავალზე, ის პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. გამორიცხულია, რომ  ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური ხედვით განვითარდეს მომავალში პოლიტიკური პროცესი.  ეს უბედურება იქნება ქვეყნისათვის და  მისთვისაც. აქვე  გამოკვეთილად  ვამბობ:

ამ ეტაპზე უნდა გაიმარჯვოს ოცნებამ, მაგრამ ივანიშვილი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მას გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლია იმ ამპლუაში, როცა არ ჩანდა ტელევიზიით ბევრს არ საუბრობდა მაგრამ ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცოდა. ბატონი ივანიშვილის ბოლო გამოსვლებმა მკვდარი  პოლიტიკური პარტიები გააცოცხლა, რომელზეც ხალხი აღარ საუბრობდა. არ მგონია მისი გამოსვლები ან ოცნებისთვის, ან მისთვის იყო სასარგებლო.

მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ, რომ ნაკლები ჰქონდეს სალაპარაკო, ხელს მიშლის ვინმეო. უნდა იყოს იმის განწყობა, რომ ეს პოლიტიკური ძალა იღებს პასუხისმგებლობას შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში მოვლენების განვთარებაზე. თუ გაკვეთილები რომლებიც მან მიიღო, აქედან დასკვებს გააკეთებს, მას ექნება მომავალი, ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც არის კახი კალაძე, არ შეიძლება ასეთი ფიგურებით მომავალში წასვლა. მე ვეყრდნობი მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის იმ მოსაზრებასრომელიც 12 აგვისტოს, დიდგორობას გამოაქვეყნა სრული კონცეფციის სახით, და ჯვართამაღლებას დაამთავრა. ეს პროექტი 24 სექტემბერს არის გამოქვეყნებული, რომელშიც არის ნათქვამია, რომ მეცნიერები  გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, მოთხოვენ ანგარიშს. საქმიანობის შესახებ.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა:

საქართველოს მომავალი არ არის გარედან მართული პოლიტიკური ძალები, ეს არის ქვეყნის უბედურება.

ხდება საქართველოში გადატრიალება?

ხდება. გადატრიალება ხდება  იმ თვალსაზრისით, რომ ამ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებდა ქვეყნის დამანგრეველინაცმოძრაობადა ვერ შეცვალა ის ოცნებამ    სოროსის, თავისუფლების ინსტიტუტის ძალები მიცოცავენ  ხელისუფლებისკენ და ყველა სფეროს ედებიან რეალურად. გადატრიალება ის კი არ არის, რომ ვიღაცამ ქუჩაში ვიღაცა ააფეთქა, ან ვიღაც იარაღით გამოვა, გადატრიალებაა ის, რომ დღეს რეალურად მთავარ პოლიტიკურ ძალებში ძირითადად არიან  სოროსელები.

რა დარტყმა მიაყენა ამ არჩევნებმა საქართველოს?

მიაყენა დარტყმა იმით, რომ მეცნიერება უგულებელყოფილია. ახალი პარლამენტის შემადგენლობა პირველად რომ შეიკრიბება, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობას შეეშინდება, რადგან იქ ნაკლებად არიან ადამიანები, ვისაც ხელეწიფება  კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ეს იქნება სრულიად განსხვავებული პარლამენტი , ვიდრე აქამდე ყოფილა. იმიტომ რომ კანონშემოქმედებაზე არ იქნება ორიენტირებული. და რაც მეტ პასუხისმგებლობას აიღებსოცნებადა დასკვნებს გააკეთებს წარსული გაკვეთილებითან, მით უკეთესი იქნება  ქვეყნისთვის.

დღეს რეალურად არეულობა აწყობს ქვეყანაში ძალია ბევრს. პოლიტიკოსთა  აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ არეულობის პირობებში გრძნობს თავს კარგად: პოლიტიკურ ავტორიტეტსაც გაცილებით  ადვილად  მოიპოვებს  და ფინანსებსაც.  მახსოვს, როცა შევარდნაძესთან გვქონდა შეკრებები, .. რეფორმატორული გუნდი ამბობდა ასეთ რამეს: ვისაუბროთ გიორგაძეზეო. ანუ მაშინვე გიორგაძის ფაქტორს შემოაგდებდნენ. არაფერი შეცვლილა.   არ დავაკონკრეტებ გვარებს, ამბობენ მსუბუქი აფეთქება მოვახდინოთ ქუჩაში, რაც ხდება დღეს

დღეს ჩვენ ტელევიზია რუსთავი 2 და ნაცმოძრაობამ შემოგვთავაზა ის პირობები, რაც დამანგრეველია ქვეყნისთვის, ამას უნდა გავუძლოთ ჩვენ,. ამას უნდა გაუძლოს ოცნებამ, ჩვენ უმძიმესი პასუხის მომთხოვნი ვიქნებით , არა მარტო პარტიის სახელით ვამბობ, არამედ  მაქვს გარკვეულწილად უფლებამოსილება, ვისაუბრო ,  პირველი პარლამენტის დიდი ჯგუფის , შემდგომი პარლამენტების სერიოზული გუნდის, რომელიც 28 ოქტომბერს შეიკრიბება, ის გუნდი, რომელიც არ გაყიდულა და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ს სახელითაც.

გამოსვლას ვასრულებ ჩემი უცვლელი პოზიციით:

ქართული, მხოლოდ ქართული გზა. ქვეყნის განვითარების სხვა გზა არ არსებობს.  ქვეყანა ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს. ქვეყნის გარეთ უნდა ვეძებოთ მეგობრები და არა პატრონები. შემცდარია, ვინც ფიქრობს, რომ გადარჩენა ქვეყნის გარეთაა. ქვეყნის გადარჩენა საქართველოშია. ქართულიარ ნიშნავს ჩაკეტილობას. ქართული ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას, დიდ ურთიერთობას მსოფლიოსთან ინტელექტითა და ბიზნესით. მე ვეთანხმები მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფს, რომ   ქვეყნის მომავალი იმ პოლიტიკურ ძალაშია ვინც ფიქრობს,  რომ  ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, ხაზს ვუსვამ, საზოგადოება აქამდე ვერავინ დაიდგა  ეს უღელი და   ყველას  გონია, რომ ეს დამამცირებელია, მაგრამ საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა

 ამ  საარჩევნო სიებმა უდიდესი დარტყმა მოგვაყენეს. დასავლეთში ოჯახის მოღალატე ქალი და კაცი, ორთავე დამთავრებულია პოლიტიკისათვის. საქართველოში  ასეთი  წახალისებული როგორც კაცი, ასე ქალი ოჯახის მოღალატე,  მე არ მინახავს. ჩვენი გადარჩენა არის საქართველოში, როგორც ჩვენს ოჯახში და  საქართველო  არის  ქართული ოჯახის  გადარჩენაში. ამიტომ ვამბობ, ქართული, მხოლოდ ქართული, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *