პოლიტიკა, როგორც ბაზარი, უნდა დასრულდეს

 

(მოსაზრებები, რაც არჩევნების დამთავრებისთანავე გაჩნდა)

 

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არის საუცხოო მომავლის საქართველოსათვის, თუ ქვეყანაში აღმოჩნდებიან ადამიანები, ვინც შეძლებს ამ შანსის გამოყენებას.

დღეს ვთვლი,რომ მოვლენები ისე ვითარდება,როგორც ეს პროგნოზი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვაყალიბე ბრიფინგზე რეპორტიორის“ პრესკლუბში. 

მინდა ამ საკითხებზე დაიწყოს ჯანსაღი დისკუსია..

ფაქტი ერთია,საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესი არ მიდის,მის ნაცვლად გვაქვს  პოლიტიკური  ბაზარი  თვითმარქვია  პოლიტიკოსებით  და ამას აძლიერებს ხალხში  გამეფებული აზრი,რომ პოლიტიკური პროცესი პარტიათა სიმრავლეშია.

იქნებ,პოლიტიკა ვაჭრობად სწორედ ამის გამო იქცა..

ქვეყნისთვის ერთნაირად დამღუპველია ერთპარტიულობაც და მულტიპარტიულობაც

თუ გვინდა  ძლიერი ქვეყანა,  მაშინ დავასრულოთ პოლიტიკა, როგორც ბაზარი, სადაც გამალებული ვაჭრობაა და ამ ვაჭრობაში დაიკარგა საქართველო.

ჩვენ  ვართ პირველ ადგილზე  სწორედ   თვითმარქვია პარტიებითა და პოლიტიკოსებით და  ბოლო  ადგილზე ნამდვილი პოლიტიკოსებით,  პოლიტიკური ფილოსოფიისა და პოლიტიკური კულტურის პარტიებით.

თუ ქვეყანა ძირითადში, ორპარტიული მმართველობის გზით წავიდა, ამ მხრივ სწორედაც აშშ ის პოლიტიკური სისტემა, რაც გამოკვეთილად არის ამერიკის სიძლიერის  წყარო არის უაღრესად საინტერესო საქართველოსათვის. მხოლოდ ერთი  ხაზგასმა უნდა გაკეთდეს –  ჩვენ გვინდა ისეთი  ორპარტიული  სისტემა, როცა  არც  ერთი  ქვეყნის  გარედან  არ  იმართება, როცა  პარტიებისთვის  მთავარი  იქნება  არა  მეგასახელმწიფოთა  ინტერესების  დაჯახების  ადგილად  ქვეყნის  ქცევა, როგორც  ეს დღეს არის,  არამედ  ქართულ  ინტერესზე   მათი  ინტერესების  ზედდება.

რა  მდგომარეობა  გვაქვს  დღეს?

ორი ყველაზე მეტ ხმადაგროვებული ძალიდან (და არა პარტიიდან ) ორთავე გარედან იმართება…“ნაცმოძრაობაარის სექტა და არა პარტია…“ქართულ ოცნებასარ აქვს იდეოლოგიური ფუნდამენტიორთავე გარშემრტყმულია სატელიტი ძალებით, ,რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილი და მართულია ქვეყნის გარედან,ვაჭრობენ პირველ ორთან პოლიტიკური  დივიდენდებისა და  მატერიალური სარგებლობის მიღებისათვის.

ვადასტურებ ჩემსავე პოზიციას,რომ ამ არჩევნებმა პოლიტიკურად გააკოტრა მისი მონაწილე  ყველა პოლიტიკური სუბიექტიგამარჯვებულიც და დამარცხებულიც.  ვინაიდან  რეალური პოლიტიკური პროცესის პირობებში  პოლიტიკურ  არენაზე დარჩენის შანსი პრაქტიკულად არც ერთს არ აქვს. ამიტომაც არც ერთს არ უნდა რეალური პოლიტიკური პროცესი, რადგან ეს მათი დასასრული იქნება.

ქართული იცნებისათვისეს,მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება, დამარცხების საწყისად შეიძლება იქცეს, თუ ძველებურ სტილში და ასეთი თვითკმაყოფილებით გააგრძელებს საქმიანობას. მას აქვს შანსი დარჩეს დიდ პოლიტიკურ  მოთამაშედ , თუ გააკეთებს დასკვნებს ამ ოთწლიანი მმართველბის გაკვეთილებიდან,მოიცილებს პოლიტიკურ მაფიოზებს,თვითონ გახდება ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყების ინიციატორი ან ხელშემწყობი , ყოველ შემთხვევისთვის ხელს მაინც თუ არ შეუშლის იმას,ვინც ამას დაიწყებს

ამ პროცესის დაწყების აუცილებლობასა და გარდაუვალობასთან დაკავშირებით სერიოზული განცხადება გააკეთა 5-6 თვის წინ, მეცნიერთა  საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც  ემიჯნება  დაპირისპირებას  და  მომავლის  საქარათველოსთვის თანამშრომლობის ჰარმონიზაციას  მიიჩნევს  ქვაკუთხედად…

მეტად გაბედული იყო მისი განცხადებები:

  • ქართული,მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს… ქვეყანა ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს!”
  • ქვეყნის ბატონპატრონი ხალხია და არა ხელისუფლება!
  • ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

დღეს ფასდაუდებელია მათ მიერ გაკეთებული ანალიზი,რომელიც 12 აგვისტოდან,  დიდგორობიდან  მოყოლებული ,ჯვართამაღლებამდე , ყოველ პარასკევს ქვეყნდებოდა გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაშიდა ის წერილი,რომლითაც მათ მიმართეს პოლიტიკურ პარტიებს.

დღეს მთავარია მეცნიერებმა  შეასრულო დანაპირები და ახალი ძალით გააგრძელო მოღვაწეობა  და ორშაბათის საღამოს გადაცემები ტელევიზია ქართული TV”ზე.

კარგი იქნება, თუ  ხვალინდელი გადაცემით დავიწყებთ ამ დისკუსიას და მასში სხვებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პროფესორი რამაზ ლომინაძე და პოლიტოლოგი ირაკლი მაჭავარიანი,რომელმაც მეცნიერთა დიდი ჯგუფის მოხსენება წარუდგინა მეცნიერთა და მოღვაწეთა წარმომადგენლობით კონგრესს.

მოკლედ რეალური პოლიტიკური პროცესის დიდი შანსი აქვს ქვეყანას და დამღუპველი იქნება მისი ხელიდან გაშვება.

პ. ს გთხოვთ, ნახოთ  არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (5 ოქტომბერს) „რეპორტიორის“ პრეს-ცენტრში გამართული ბრიფინგის მასალები.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *