სად არის გამოსავალი?

 

14ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური პროცესის მთავარი დომინანტი გახდა  ფული და ღალატი.  ქვეყნისთვის საშიშად მიგვაჩნდა ბანკირის ფსიქოლოგიით მართვა და როგორც მოსალოდნელი იყო,  მან განვითარება  პოლიტიკურ პროცესზე  ფულის ზეგავლენის გაძლიერებასა  და  მოღალატეებზე  დაყრდნობაში მიიღო. ასეთი წახალისებული  ერთის მხრივ, ოჯახის მოღალატე და მეორეს მხრივ,  პარტიიდან პარტიაში მორბენალ-მომთაბარე, არასდროს ყოფილა.  არს ასეთი პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა ახსოვს საქართველოს. როცა ერთ საარჩევნო პერიოდშიც კი, ასე რადიკალურად სხვადასხვა პოზიციას აყალიბებდეს პოლიტიკოსი თუ  პოლიტიკური ძალა .   ჩვენ მიგვაჩნია,  ამის გამო, რეალურად გაკოტრებულია  საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა პოლიტიკური სუბიექტი -გამარჯვებულიც და დამარცხებულიც, რასაც  დრო დაადასტურებს.

 არჩევნებმა ოპტიმიზმი არ მისცა საზოგადოებას. დიდ თუ პატარა შეკრებაზე, ოჯახსა და ოჯახს გარეთ, ყველა გრძნობს, რომ რადიკალური ცვლილებები არ იქნება. ყველა ეძებს პრობლემის მიზეზს და გამოსავალს. ჩვენ ჩვენეული ხედვა გვაქვს. 

სად არის ქვეყნის პრობლემა?

  • პოლიტიკოსთა სიმრავლეში? არა.  
  • პარტიათა სიმრავლეში? – არა.
  •  ივანიშვილში? – არა .
  • ნაცმოძრაობაში“?  – არა,
  •  სააკაშვილში?  – არა.
  • უფულოებში? არა

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკლა გაჭირვებამ  

 ფულიანთა  ამბიციებით შეურაცხყოფილი  უნდა  იყოს  საქართველო

საქართველოს ერთერთი მთავარი პრობლემა არის მონოპოლიზმი. 

გამოსავალი ახალ რეალურ პოლიტიკურ პროცესშია, რომელმაც სასურველია: 

  • შეაერთოს  ხალხი, ზნეობრივი ავტორიტეტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, გაუყიდავი პოლიტიკოსები,  ქვეყნის  გარეთ და შიგნით არსებული ინტელექტუალური პოტენციალი  და  პოლიტიკოსად აღიარების რეალური სისტემის შექმნით, გააერთიანოს ყველაფერი ეს კლასიკური ტიპის  პოლიტიკური  ძალის მეშვეობით.   
  • შეადგინოს ქვეყნის  შესაძლებლობათა  რეალური სურათი,  ანუ  ქვეყნის ინვენტარიზაცია… გააკეთოს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის  ანალიზი,  ჩვენი ქვეყნისა  და მსოფლიო გამოცდილების შესაბამისად…  შექმნას  მომავლის საქართველოს პროგრამა, რომლის მიზანი იქნება  ამ მდგომარეობაში არსებულ ქვეყანაში, მისი, ანუ ქვეყნის  პოტენციალის  მაქსიმალურად მოქმედებაში მოყვანა. 

ჩვენ ვიზიარებთ და  საიმედოდ მივიჩნევთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის საქმიანობას ,  სრულად ვეთანხმებით მის პოზიციას : 

ქართული, მხოლოდ  ქართული გზა.

ქვეყნის  გადარჩენის  სხვა გზა  არ  არსებობს.  

 ქვეყანა ერის  ბუნებიდან გამომდინარე   უნდა  იმართებოდეს.

ქვეყნის  გარეთ უნდა  ვეძებოთ  მეგობრები  და  არა პატრონები.

შემცდარია, ვინც  ფიქრობს, რომ  გადარჩენა  ქვეყნის გარეთაა. ქვეყნის  გადარჩენა საქართველოშია.

ქართული  არ ნიშნავს  ჩაკეტილობას. ქართული  ნიშნავს პლანეტარულ  აზროვნებას, დიდ  ურთიერთობას  მსოფლიოსთან  ინტელექტითა  და ბიზნესით. 

ჩვენი  გზა რთულია. ბევრს იდეალისტურად  მოეჩვენება. ჩვენ კი მის რეალობაში ოდნავაც არ გვეპარება ეჭვი, რადგან ჩვენს რიგებში უდიდეს გამოცდილებასთან ერთად, დიდი ინტელექტუალური პოტენციალია. 

 ჩვენ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებთ, ვინც იზიარებს,  რომ  დღეს მთავარია ვიცოდეთ, ხალხის განწყობა და გვქონდეს  სისტემური ცვლილებების ძლიერი პროგრამა, რომლის განხორციელების   მთავარი საყრდენი იქნება  ქართული ერთობა, ანუ  ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების,  მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების, გაუყიდავი  პოლიტიკოსების ერთობა.

 

პარტია „თეთრების“  სახელით

თავმჯდომარე, თემურ შაშიაშვილი

12.10.2016წ

სრულად ყველა მასალა თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი: “რეალური ბრძოლა არჩევნების შემდეგ იწყება (“რეპორტიორი: 5.10.2016წ)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *