ღირს ბრძოლა და თავგანწირვა ამისათვის

 

r

rtმადლობა რუსთავს და რუსთაველებს მამუკა ასლანიკაშვილისადმი დიდი მადლიერების ნიშნად,მისი სახელობის სკვერის გაშენებისა და აქ მისი ბიუსტის გახსნისათვის…

განსაკუთრებული მადლობა ამ საქმის ინიციატორს ,ღირსეულ კაცსა და მოღვაწეს ,ბატონ ოთარ მენაბდეს, მამუკას რუსთაველ მგობრებს….მათ შეძლეს მთელი თაობის შეკრება და კარგი მაგალითი მოგვცეს ყველას…

კარგად თქვა ბატონმა სოსო ორჯონიკიძემ,რომ ეს თაობა,ჟიული შარტავას თაობა, არა უბრალოდ ძლიერი,არამედ გამორჩეულად ქართული და გამორჩეულად ძლიერი და ამაყი,ქართველობით ,აფხაზებისა და ოსებისადმი გამორჩეული მეგობრობის თაობა იყო და არის დღესაც,რომლის უგულებელყოფით თაობას კი არა საქართველოს ებრძვიან….

მწამს და მჯერა ეს თაობა,რაც არ უნდა ებრძოლონ მას,მაინც იტყვის დიდ ქართულ სიტყვას და ამით დაუდგამს ხელთუქმნელ ძეგლს ჟიულის,მამუკას,ნუგზარ ენდელაძეს,დათო ფილიას,ჟანი ფატლაძეს,ფატი ფუხაევას, ვალერი ფილიას,სერგო ბაგაფშს და უამრავ ზეცად ამაღლებულ ჩვენ კოლეგას.

ჟიულისა და მისი თაობის დიდი ქართული სულისკვეთებით,ჩვენ ვჭირდებით საქართველოს და ჩვენც სიცოცხლის ფასად,როგორც ეს გააკეთა ჟიული შარტავამ, დავდგეთ საქართველოსათვის…

დღეს არანაკლებ რთული მდგომარეობაა,ვიდრე მაშინ იყო:
საქართველოში საქართველოა გადასარჩენი,ქართველში ქართველი ,აფხაზში აფხაზი და ოსში ოსია გადასარჩენი.

თუ მაშინ ტერიტორიული მთლიანობისათვის ვიბრძოდით,დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის გვჭირდება ნრძოლა…აქ ღალატი,ქვეყნის დასასრულის ტოლფასია.

დავდგეთ საქართველოსათვის!

მჯერა,ღვთიური ნიშანია იმაში,რომ ჟიული შარტავა 27 სექტემბერს მოკლეს საქართველოს ერთიანობის მტრებმა…მამუკა ასლანიკაშვილი 27 სექტემბერს არის დაბადებული….27 სექტემბერი ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის – ტერიტორიული მთლიანობა დავკარგეთ…27 სექტემბერი დიდი დღეა ქრისტიანული სამყაროსათვის – ჯვართამაღლებაა..
მწამს და მჯერა,ჩვენ-ქართველები,აფხაზები,ოსები – საქართველოს მთლიანობის აღდგენით,ისტორიად ვაქცევთ ამ დღის ტრაგედიას და ეს დღე ჩვენთვის იქნება- ქართული მიწისა და ზეცის ერთობა-ჯვართამაღლება.

ეს სწორედ ეს იქნება ქართველთა,აფხაზთა,ოსთა სიძლიერის დღე, შურსა და მტრობაზე ამაღლების დღე.

ღირს ბრძოლა და თავგანწირვა ამისათვის!

თემურ შაშიაშვილი

14.10.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *