ერთდროულად ტრაგიკული  და იმედიანი დღეც

 

15დღეს, 19 ოქტომბერი,  ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავე დროს იმედიანი დღეც არის. სამწუხაროა, რომ ყველამ  დაივიწყა 17 წლის წინანდელი მრავლისმთქმელი, სერიოზულად გასაანალიზებელი, პირდაპირ ვთქვათ, ჯერ კიდევ შეუსწ ავლელი მოვლენა. საუბარია ამბოხზე, რომელიც სენაკის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაში დაიწყო და 35 -ზე მეტი ტანკი და სამხედრო ტექნიკა წამოვიდა თბილისისაკენ.

ვამაყობ იმით, რომ ქუთაისმა და იმერეთმა შეძლო, სამხედრო ტექნიკის მსვლელობის შეჩერება და ეს არაერთი ადამიანის საკუთარი სიცოცხლის ფასად გადადგმული ნაბიჯის შედეგად მოხდა.

ვამაყობ იმით, რომ შევძელი დამეძლია შიში და დილის 6 საათზე სამტრედიაში, წინ გადავუდექი ამბოხებულთა კოლონას,  განსაკუთრებულად ვამაყობ იმით, რომ ამბოხებულთა შორის  აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებშიც ამ დრამატულ მომენტში ქართულმა და სახელწმიფოებრივმა პასუხისმგებლობამ იმძლავრა და ვერავინ გაბედა იარაღის გამოყენება ჩემს წინააღმდეგ. აქ საუბარი ერთი ადამიანის სიცოცხლეზე არ არის. საუბარია, რომ ერთ გასროლას შეიძლება ქვეყანაში უდიდესი სისხლისღვრა და რეგიონების დიდი დაპირისპირება მოჰყოლოდა. ვიხსენებ ამ დრამატულ დღეს, როგორც იმედიან დღეს. რომ ჩვენ, ქართველებმა მძიმე მომენტში, შევძელით ვიწრო პარტიული და კუთხური ინტერესების მოთოკვა და ქვეყნისთვის სასარგებლოდ დასრულდა დღე, რომელიც შეიძლებოდა სისხლით სავსე ყოფილიყო.

ეს დღე უნდა გვახსოვდეს, არა ვინმეს დიდებისათვის, არამედ მომავლის საქართველოსათვის, როგორც ერთდროულად ტრაგიკულიც და იმედიანი დღეც.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *