(ასავალ-დასავალი) კონსტიტუცია ისეთ მდგომარეობაშია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს!

სააკაშვილი ამერიკელებმა მოაშორეს და არა ბიძინა ივანიშვილმა

580711_365024446873367_1424799555_nპარტია თეთრების ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ახლად არჩეულ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას მიესალმება და აცხადებს, რომ ახალი პარლამენტი, რომელიც მაფიოზ-ბანკირების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იქნება, მოსახლეობას აუცილებლად   შეაშინებს.

– ახლა ქართული ერის მთავარი ამოცანა პოლიტიკურ პროცესებზე ნაცების გავლენის მოსპობაა! ჯერ ბატონი შევარდნაძე, მერე სააკაშვილი და ბოლოს ბატონი ივანიშვილი გამუდმებით გაიძახოდნენ ერთსა და იმავეს – რა ვქნათ, გვინდა ეფექტური  ღონისძიებების გატარება, მაგრამ ვიღაც გვიშლის  ხელსო.

კი ბატონო,  მივცეთ ბიძინა ივანიშვილს იმის საშუალება,. რომ ხელი არავინ შეუშალოს, დაე  საკანონმდებლო უმრავლესობაც მიიღოს, და ვნახოთ, რაც იქნება ამით ბიძინა ივანიშვილის მხარეს კი არა ქართველი ხალხის მხარეს ვარ 

რომელიც ამ ხნის განმავლობაში  პირველად დაფიქსირდა როგორც ოპოზიცია და ხელისუფლების უზურპაციის უფლებას არავის მისცემს!

 

 – თქვენ ამ ხალხზე ძალიან აღმატებული წარმოდგენა ხომ არ გაქვთ? ეს ის ხალხია, რომლის ნახევარ მილიონზე მეტმა წევრმა ხმა ნა ცებს მისცა

– ვაცხადებ კატეგორიულად, ნაცმოძრაობამ რაც ხმები მიიღო, დიდწილად ბატონი პაატა ბურჭულაძის დამსახურებაა! თავიდანვე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ვინც პაატა ბურჭულაძის ნამდვილი მეგობარია, არჩევნებში მონაწილეობას არავინ ურჩევდა და ეუბნებოდა, რომ მიწასთან გაასწორებდა თავის ავტორიტეტს! ბურჭულაძემ იმდენად აჭრა პოლიტიკური  პროცესი, რომ ყველას წაართვა საშუალება, ყოფილიყო,  როგორც „ქართული ოცნების, ისე ნაცმოძრაობის მთავარი ოპონენტი და მონოპოლიზაცია გაუკეთა ამ ნიშას. პაატას ფული და საშუალება ჰქონდა რადგან ის ძალიან სერიოზულად ფინანსდებოდა.ბოლო  მომენტში ხალხი მიხვდა, რომ პაატა ბურჭულაძე არ იყო ის ძალა, ვისი ნდობაც  შეიძლებოდა და ხმის მიცემა არც ერთისათვის რომ არ უნდოდა, ან ქართულ ოცნებას ან ნაცმოძრაობას მისცა ხმა.

ბატონო თემურ, სააკაშვილმა „პლასტინკა“ გადმოატრიალა და ახლა ოდესიდან გაიძახის, მეორე ტურის წინ ვაპირებდი ჩამოსვლას იმ შემთხვევაში, თუ პირველ  ტურში გავიმარჯვებდით , მაგრამ ხომ ხედავთ, არჩევნები ტოტალურად გაგვიყალბესო!

– ძალიან გთხოვთ, სააკაშვილზე ნურაფერს მკითხავთ. ვისაც დღეს სააკაშვილის ოდნავ სჯერა,ის ადამიანი ძალიან მეცოდება! ამ ზნედაცემულმა კაცმა შექმნა სისტემა რომ ეს უდღეური    გივი თარგამაძეც კი ააფეთქეს! ხელს პიროვნულად ვერავის დავადებ, მაგრამ თარგამაძე არავის დაკარგვია. სააკაშვილის სისტემამ ააფეთქა!

 – მაინც ვის გულისხმობთ სისტემაში?

– ნაცმოძრაობის იმ გუნდზეა ლაპარაკი, რომელსაც უნდა მოიპოვოს ავტორიტეტი და  გივი თარგამაძე ნაცმოძრაობის ლიდერი გახადოს. ამ უბედურებს გონიათ,  რომ  ერთი აფეთქებით რაღაცას მიაღწევენ. თარგამაძის აფეთქება თუკი ვინმეს არ აწყობდა, ეს  გახლდათ დღევანდელი ხელისუფლება და უსინდისო უნდა იყო, გივი თარგამაძის აფეთქება ბიძინა ივანიშვილს დააბრალო!

თავის დროზე, სააკაშვილს მთელი პოლიტიკური სპექტრი გაეგო ფეხქვეშ იმის გამო, რომ ამერიკელები უჭერდნენ მხარს! დიახ, რესპუბლიკელები, რეზო შავიშვილი, ძმები ბერძენიშვილები, კობა დავითაშვილი ფეხქვეშ გაეგენ სააკაშვილს და ერთად შექმნეს პარტია. ყველაზე პირველად ჩემთან მოვიდა და მთხოვა სააკაშვილმა, ერთად შევქმნათ პარტიაო! ცივი უარით  გამოვისტუმრე და შევარდნაძეს ვუთხარი – მიხეილ სააკაშვილი და ე.წ. რეფორმატორთა გუნდი ქვეყანას უბედურებაა და თქვენ დიდი დანაშაული მიგიძღვით ქვეყნის წინაშე,  ეს გუნდი რომ შექმენით მეთქი.

 გუბაზ სანიკიძემ მითხრა, „ეროვნული ფორუმი“ და რესპუბლიკელები ალბათ, ბარიერს ვერ გადავლახავთ, მაგრამ ნინო ბურჯანაძე პარლამენტში არ შეუშვეს, ხოლო ირაკლი ალასანიას ,შალვა ნათელაშვილს და პაატა ბურჭულაძეს არჩევნები გაუყალბესო! ეთანხმებით ამ შეფასებას?

– არჩევნების გაყალბება ბიძინა ივანიშვილს არანაირად არ სჭირდებოდა და კონსტიტუციური უმრავლესობასაც  „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ აიღებდა , რადგან ხალხი გაწამებულია, ვერ გაიგია, ვინ აგებს  პასუხს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე. ეს  კონსტიტუცია ისეთ მდგომარეობაშია, უარესი ყოვლად  წარმოუდგენელია და იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს! არჩევნები არავისთვის გაუყალბებიათ, მაგრამ ივანიშვილმა არჩევნების წინ იმდენჯერ ახსენა შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტების ლიდერი ვიღაცისთვის  უფრო საინტერესო გახდა.

არადა საქართველოში პოლიტიკოსთა რაოდენობა ერთი ხელის ხუთ   თითზე შეიძლება ჩამოთვალო,

საქართველოს უბედურება სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკოსები არ ჰყავს.

საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესი არ მიდის. მის ნაცვლად გვაქვს პოლიტიკური ბაზარი თვითმარქვია პოლიტიკოსებით.

ივანიშვილმა იყიდა ყველა და ყველაფერი – ვისი და რისი ყიდვაც შეიძლებოდა, ყველა პარტია, ვინც მასთან ან სააკაშვილთან იყო ალიანსში, გაკოტრებულია, რადგან მათ აჩვენეს, რომ  შეიძლება მათი ყიდვა.  თავის მხრივ, ნაცმოძრაობამაც დაამტკიცა, რომ იგი სექტაა და ყველა, ვინც მას მისცემს ხმას, ამ სექტის წევრი ხდება. უფულობაშია პრობლემა? არა ! პრობლემა სწორედ ფულშია, ფულიანები ყიდულობენ უფულოებს და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა.

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკლა გაჭირვებამ!

1997 წლიდან ვლაპარაკობ, რომ სააკაშვილი არის გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება. ვინც მასთან  პოლიტიკურ ალიანსში იყო, ვინც მას აფინანსებდა, და მათ შორის, გახლავთ ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც სააკაშვილს 2008 წლამდე ფულს აძლევდა. ყველა არასერიოზული პიროვნებაა და ქვეყანას ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს! სწორედ მათ შექმნეს სააკაშვილი, რადგან სააკაშვილს მხარს უჭერდა  ამერიკა.

 – სექტა – სექტად, მაგრამ სააკაშვილს მგონი ამერიკელებმაც აქციეს  ზურგი…

– დიახ, სააკაშვილი ამერიკელებმა მოიშორეს, და არა ბიძინა ივანიშვილმა! თავიდან ამერიკელებმა ბურჯანაძე წამოსწიეს სააკაშვილის წინააღმდეგ, შემდეგ ალასანია შემოიყვანეს თამაშში , მაგრამ უარყვეს… ხოლო არჩევანი შეაჩერეს ბიძინა ივანიშვილზე!   სააკაშვილი რომ დარჩებილიყო, ქვეყანა დიდ  სისხლისღვრაში გაეხვეოდა. ისე, რუსეთის „კაგებესა“ და ამერიკის „ცეერუსთვის“ სააკაშვილი იდეალური ფიგურაა. როგორც ორმაგი აგენტი,

ყველაზე დიდი რუსული საქმე საქართველოში სწორედ სააკაშვილმა გააკეთა. ხოლო ყველაზე მეტი ამერიკული საქმე გაფუჭდა  სააკაშვილის დროს. მიუხედავად  ამისა, საქართველოში პროცესები მაინც ამერიკული სცენარით ვითარდება.

ირაკლი ალასანია რატომ გაიპარა პოლიტიკური ავანსცენიდან?

ირაკლი ალასანია არსად არ გაპარულა. მას ძალიან სერიოზული სპეცსამსახურები აქვს გავლილი და ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკელები მასზე დიდ ფსონს დადებენ! არჩევნების წინ, როცა  ბიძინა ივანიშვილმა  თქვა, შესაძლოა, ირაკლი ალასანია მეორე პოლიტიკური ძალა გახდესო, ეს არ იყო ივანიშვილის გულისთქმა, ეს ივანიშვილს ათქმევინეს ამერიკელებმა, ამაში ეჭვი არ მეპარება,

აგერ ნახავთ, ამ დღეებში ალასანია აღმოჩნდება დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებში და შემდგომი არჩევნებისთვის ამერიკელები მას ძალიან სერიოზულად მოამზადებენ.

ერთი კია – ამერიკელებს რესპუბლიკელების აღარ სჯერათ და მიხვდნენ, რომ ისინი არაფერს წარმოადგებებ,. მაგრამ ისიც იციან, რომ ასეთი პარტია ქვეყენაში სჭირდებათ!

 – ბატონო თემურ, ახალი პარლამენტი რა ტიპის იქნება?

– ეს პარლამენტი ისეთი იქნება, ხალხს შეაშინებს! ეს იქნება მაფიოზებისა და მანკირების პარლამენტი! ამ პარლამენტს დიდი ხნით არ უწერია არსებობა და მის დასანგრევად ისევ ორი ძალა  იჭიდავებს  – „ნაცმოძრაობა და „ქართული ოცნება“

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *