ქვეყნის მომავალი მართალ და მოუსყიდავ ადამიანებზე გადის

 

198941_137527276315997_2345779_nმლიქვნელებმა და ტაშმა დაღუპა დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფალი და ღუპავს დღევანდელსაც. რადგან მათ უყვართ მლიქვნელი,ქება-დიდება და ტაში.ქვეყნის მომავალი კი მართალ და მოუსყიდავ ადამიანებზე გადის აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი,  – დღეს საკითხი ასე დგას:ან “ოცნება”ასრულებს ხალხისთვის მიცემულ სიტყვას,ან ხალხი იწყებს გაბედულ ქმედებებს მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, მლიქვნელთა  და  ტაშისმკვრელთა რაოდენობა, მათი ძალა და გავლენა მთლიანად არის  დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, რაც მეტად უყვარს ასეთები ხელისუფალთ მით უფრო ნოყიერი ნიადგი მზადდება მათ მოსამრავლებლად,

„ბედნიერია ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ახლოს არ იკარებს ასეთ ადამიანებს, არ ეყდნობა მათ . ასეთი შეიძლება იყოს მხოლოდ ძლიერი და მართალი ხელისუფალი., ხელისუფალი. რაგდან მართალი ვერ იტანს ვერც მლიქვნელს,   მედროვეს. ვერც მაქებარ-მადიდებელს და ყალბ ტაშისდამკვრელს.

აქამდე ყველა ხელისუფალი მლიქვნელებით იყო გარემოცული, უფრო მეტიც,  ასეთი ხალხი სარგებლობდა     შევარდნაძის კეთილგანწყობით,  განსაკუთრებით მომრავლდნენ     სააკაშვილის ეპოქაში და სამწუხაროდ,  არც   ბიძინ ა ივანიშვილი და ქართული ოცნება არიან ამისგან თავისუფალი

„მლიქვნელობა ორმხრივი ბოროტებაა.    მლიქვნელები ტაშს უკრავენ და ფეხქვეშ ეგებიან ხელისუფელბას, სანამ გასდით, მაგრამ თუ დაინახეს წინააღმდეგობა, მაშინვე სახეზეა მათი გაბოროტება, დაუნდობელი ხშირად ზღვარსგადასული კრიტიკა და ცილისწამება იმავე ხელისუფლების მიმართ.  ეს დაემართა ბევრ პარლამენტს  განსაკუთრებით განსაკუთრებით თვასშისაცემია  ივანიშვილის მიერ შექმნილი პარლამენტში. ივანიშვილის გვერდით ყოფნისას, ცალკეული პიროვნებები თუ პოლიტიკოსები მას გაუთავებელ ხოტბას ასხამდნენ მისგან წასვლის შემდეგ კი ასევე მისი გადაჭარბებული კრიტიკა გვესმის.

სწორედ ხალხის, საზოგადოების,   მთავარი ამოცანაა, რომ მლიქვნელთა, მედროვეთა გავლენა ხელისუფლებებზე დასრულდეს  და მოაზროვნე ადამიანების, მეცნიერების საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან მართალი ადამიანები წამოიწიონ  წინა პლანზე. ხელისუფლება მათ უნდა აფასებდეს, უსმენდეს. ეს წაადგება როგორც ქვეყანას, ასევე თავად ხელისუფლებას” – მიაჩნია “თეთრების” ლიდერს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *