არა პროდასავლური ტიპის პარტია, არამედ ქართული, მხოლოდ ქართული, ძალა

 
დღეს ოპოზიციურ ფლანგზე მეტად რთული და მტკივნეული პროცესები ვითარდება, არის საუბრები ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნაზე. აშკარაა, რომ დღეს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა,  ამ ფონზე პოლიტოლოგები თუ ექსპერტები ათასგვარ კვლევებსა თუ ვერსიებს აქვეყნებენ. არის მძიმე შეფასებები, ბუნდოვანი პროგნოზები მომავალთან დაკავშირებით.

პარტია „თეთრები“, დაარსების დღიდან საუბრობდა იმაზე, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური სივრცე გაივსო და დაბინძურდა   მყვირალა ქუჩის პოლიტიკოსებით,  პარტიებით,   რომელთა   პოლიტიკური პლატფორმა  სოციალურ დემაგოგიზე იყო აგებული, ხოლო მათი რიტორიკა – აგრესიული და ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას მოკლებული.,  არაერთხელ აღგვინიშნავს ისიც. რომ სამწუხაროდ, ასეთებს გასაკუთრებით წყალობს  ქართული მედია.

8 ოქტომბრის არჩევნებით, ხალხმა თითქოს განაჩენი გამოუტანა ამ სახის პოლიტიკურ ძალებს, და ქვეყანაში სულ სხვა პოლიტიკური რეალობა შეიქმნა.

 ყალბმა ეროვნულმა პათოსმა, დემოკრატიის თამაშმა, სოციალურმა დემაგოგიამ და პოლიტიკურმა კორუფციამ, ბოლოს კოჰაბიტაციამ  ხალხს გადაწყვეტილება მიაღებინა, რომ თავად გამხდარიყო ხელისუფლების რეალური ოპოზიცია . ეს იყო სერიოზული განაცხადი იმისა,. რომ სწორედ  იგია ქვეყნის ბატონპატრონი   და ასე ცხოვრება  აღარ შეიძლება.”  ასეთი იყო  „თეთრების“ რეაქცია  საპარლამენტო არჩევნებზე.   მისი შედეგები  ჩვენთვის ლოგიკური და მოსალოდნელი იყო,    ამ პროცესებზე ჩვენ   უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ.

ჯერ კიდევ 2011 წელს   თეთრების ლიდერმა  განაცხადა:   „საჭიროა სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ერთობა.   ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს არა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, არამედ ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმით, ანუ რეალურად მოიყვანს მოქმედებაში ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებს, ინტელექტუალურ პოტენციალს და სამშობლოსთვის სწორად და ეფექტურად გამოიყენებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. ყველა ამ მიმართულებით საქართველო მართლაც განსაკუთრებულად გამორჩეულია.“

დღვანდელი რეალობიდან გამომდინარე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ პოზიციას   და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისა თუ გაერთიანებების მთავარი დოქტრინა, ,   მთავარი კრიტერიუმიც ამოსავალი წერტილი, რითაც მოხდება საქართველოში  პარტიების თუ გაერთიანებების ჩამოყალიბება,. არა პროდასავლური ტიპის    პარტია, არამედ ქართული, მხოლოდ ქართული, ძალა, რომელიც ჩვენი ქვეყნის როგორც  ძლიერ  გეოგრაფიულ, ასევე ადამიანურ რესურსებსა და  პოტენციალს მოიყვანს მოქმედებაში.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია  პოლიტიკაში  არა უკვე საზოგადოებისთვის მოყირჭებული ძველი, დისკრედიტირებული, პოლიტიკურ ვაჭრობაში შემჩნეული პოლიტიკოსების ,(ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, ბოლო წლების განმავლობაში, რომ ქვეყანა ერთ დიდ  ბაზრად იქცა და მოღალატე, პარტიიდან პარტიაში მორბენალი პოლიტიკოსები მეტად ფასობენ აქ გამეფებულ პოლიტიკურ რეალობაში)   არამედ აუცილებელია პოლიტიკაში  ახალი სახეების, მოაზროვნე ადამიანების, სუფთა , გაუსვრელი პიროვნებების  შემოდინება ვინც , სამწუხაროდ დღეს პოლიტიკას გაურბის, იმ მოტივით, რომ ეს  „ბინძური საქმეა“.

თავის დროზე, სწორედ მოღალატე და მოვაჭრე  პოლიტიკოსებთან ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლობის მძიმე შედეგებზე საუბრობდა „თეთრების“ ლიდერი

სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ ქვეყანაში დამანგრეველი განწყობის პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკოსებს, ტელევიზიებსა და ჟურნალისტებს აძლევს აქტიურობის, ხალხზე გავლენის გაძლიერების საბაბს.  მინდა ვიფიქრო, რომ ეს მას პოლიტიკური გამოუცდელობით მოსდის

ამ მდგომარეობიდან გამოსავლად ჩვენ   მიგვაჩნდა  რომ ,ეროვნული და  პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი ძირითადში პოლიტიკურ პარტიებს გარეთ მყოფი პოლიტიკური ხედვის ზნეობრივი ადამიანებით შექმნილი  ეროვნული  სულისკვეთების  გუნდი შეიძლება იყოს.

დღეს,   ჩვენ კვლავ ვადასტურებთ რომ    საჭირო  ახალი  რეალური პოლიტიკური პროცესის დაწყება, რომელმაც უნდა შეაერთოს  ხალხი, ზნეობრივი ავტორიტეტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, გაუყიდავი პოლიტიკოსებიქვეყნის  გარეთ და  შიგნით არსებული ინტელექტუალური პოტენციალი  და  პოლიტიკოსად  აღიარების რეალური სისტემის შექმნით, გააერთიანოს ყველაფერი ეს კლასიკური ტიპის  პოლიტიკური  ძალის მეშვეობით.   

ამ მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეცნიერებს. რადგან მიგვჩნია, რომ სწორედ მეცნიერები უნდა გახდნენ ძირითადი ღერძი ასეთი პოლიტიკური გაერთიანებისა. დემოკრატიული მსოფლიოს გამოცდილება  გვაჩვენებს, რომ სწორედ : ინტელიგენცია და მეცნიერება  არის ერთდროულად ხელისუფლების ბუნებრივი პარტნიორიც და ოპონენტიც .

ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში და ვითანამშრომლოთ ყველასთან ვინც მიიჩნევს, რომ ქართული, მხოლოდ ქართული გზა – ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობსქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!

“თეთრების” პრეს-ცენტრი

12.11.2016

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *