(საქართველო და მსოფლიო)დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

საქართველომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა (აღადგინა) დამოუკიდებლობა. მას შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა რეალურად დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა, თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს 90-იანების დასაწყისში, რომელიც ზუსტად 25 წლის წინათ პუტჩითა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით დასრულდა. მას შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლება უცხო ძალების მიერ იმართება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ის ძალები იღებენ, ხელისუფლების სათავეში კი არიან მარიონეტები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ბრძანებებსა და მითითებებს. 

 

საქართველოს თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არასოდეს აკლდა მსტოვარი, მაგრამ ისეთი ვითარება, როგორიც დღეს არის, ალბათ, არასოდეს ყოფილა _ არავინ იცის, რამდენი ჯაშუში ჰყავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჩანერგილი ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ უცხო ქვეყნების ინტერესების დამცველები და გამტარებლები არიან?!

საქართველოს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების მიზანი თავიანთი ინტერესების დაცვაა ამ მსტოვრების მეშვეობით. ეს ინტერესები კი რუსეთთან ბრძოლაში საქართველოს გამოყენებაა. რა თქმა უნდა, რუსეთსაც ექნება სადაზვერვო აქტივობა საქართველოში, მაგრამ მას არც კი დაესიზმრება, იმდენი მოქმედი და სარეზერვო აგენტი ჰყავს დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სახელმწიფოების ძალისხმევით ღვრიდა ქართველთა სისხლს 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ჯალათი ხელისუფლება, სწორედ მათი ძალისხმევით მიმდინარეობს ქვეყანაში განათლების, კულტურისა და ეკონომიკის ნგრევა, მათი დაფინანსებითა და ხელშეწყობით ცდილობენ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ფასეულობების რღვევასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევას. საქართველოს “სტრატეგიული მეგობრების” მიზანია, არ დაუშვან საქართველოში თავიანთი გავლენის შესუსტება და საქართველოს სვლა სწორი მიმართულებით _ საკუთარი ინტერესების დაცვისა და მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, რუსეთთან, ურთიერთობის აღდგენისკენ. და, თუ საქართველომ სწორი გეზი აიღო, ჩვენი “სტრატეგიული მეგობრები” აამოქმედებენ თავიანთ მსტოვრებს, აგენტებს, რომლებითაც გაძეძგილია საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურა, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ჩვენს სპეცსამსახურებს კი ღრმა ძილით ძინავთ, თუმცა იქაც ხომ უცხოეთის ბევრი აგენტია მივლინებული და, როგორც ირკვევა, _ უცხოეთიდან პირდაპირ კურატორად დანიშნული. საქართველო გაძეძგილი რომ არის უცხო ქვეყნის აგენტებით, ამაზე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, ამას, აგრეთვე, მოწმობს კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის (CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტი, რომლის შექმნაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი და ზემოაღნიშნული ფონდის მრჩეველი კავკასიაში რეგიონული კონფლიქტების საკითხებში კრისტოფერ ჯოისი, დიდი ალბათობით, ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენელი. სწორედ ამ დოკუმენტით იკვეთება ის, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უცხო ქვეყნების აგენტურითაა სავსე; იკვეთება ისიც, თუ რატომ მიჰყავთ ქართველები უცხოეთის, ძირითადად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის, სასწავლებლებში “კვალიფიკაციის ასამაღლებლად”…

გთავაზობთ ამონარიდებს კავკასიასა და მოლდოვაშიკონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა დაუსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის(CSSF) 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტიდან,რომელიც საინფორმაციო სააგენტო საქინფორმმა გამოაქვეყნა:

* ამ საპროგრამო დოკუმენტში მოცემულია CSSFისმოღვაწეობის გეგმა კავკასიასა და მოლდოვაში. ძირითადიამოცანა კი არის კავკასიის ქვეყნებისა და მოლდოვასთვისდახმარების გაწევა მათზე რუსეთის გავლენის შესასუსტებლადიმ მოწყვლადი მხარეების შემცირების გზით, რომლებზეცრუსეთს შეუძლია ზემოქმედება თავისი მიზნებისგანსახორციელებლად.

საქართველოსა და მოლდოვასთვის CSSF პროგრამაკოორდინირებულია შედეგიანი მართვის ფონდის (GGF) უკვეარსებულ პროექტებთან ამ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთისგავლენის ზრდის მიზნით.

CSSFის პროგრამა შეიცავს ინფორმაციას ამ ორგანიზაციისმოღვაწეობის პერსპექტივაზე საქართველოში, აზერბაიჯანში,სომხეთში (და თურქეთში), რუსეთსა (ჩრდილოეთი კავკასია) დამოლდოვაში 2016-2017 წლებში. CSSF გაერთიანებულმასამდივნომ მიმდინარე წელს 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგიგამოყო ამ პროგრამის სარეალიზაციოდ ზემოაღნიშნულრეგიონებში 2020 წლის მარტამდე. აქედან გამომდინარე, შემდეგსაფინანსო წელს ჩვენ დავიწყებთ გრძელვადიან პროექტებს”.

დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

ბრიტანეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოში რუსეთის გავლენის შესუსტება და ამიერკავკასიიდან მისი გაძევებაა, ამისთვის უკვე გამოყო 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მაგრამ არ ამბობს, რას გამოიწვევს ეს “გრძელვადიან პროექტები” საქართველოში და ფეხებზე ჰკიდია, ამის გამო კბილებამდე შეიარაღებული რუსეთი თუ სამიზნეში ამოიღებს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამერიკა-ბრიტანეთისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების პოლიგონად იქცევა.

დიდი ბრიტანეთი არც მალავს, რომ მისი მიზანი, რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირება და ქართველებზე კეთილშობილური ზრუნვა კი არა, აქ ლონდონის გავლენის ზრდა და ბრიტანეთის “საუკეთესო ტრადიციებში” რეგიონის სრული კოლონიზაციაა, რათა შემდგომში კავკასიის ქვეყნები (მათ შორის _ საქართველო) გამოყენებულ იქნას ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ, რასაც მოწმობს ხსენებულ დოკუმენტში შეფარვის გარეშე მოცემული პუნქტი _ “საქართველოსა და მოლდოვასთვის CSSF პროგრამა კოორდინირებულია შედეგიანი მართვის ფონდის (GGF) უკვე არსებულ პროექტებთან ამ ქვეყნებში დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდის მიზნით”.

მიაქციეთ ყურადღება: პროექტი ხორციელდება არა საქართველოს ფორმალური სუვერენიტეტის ხარისხის ასამაღლებლად, არამედ “დიდი ბრიტანეთის გავლენის ზრდის მიზნით”.

* “მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებების განხორციელებამოცემული პროგრამის რეალიზაციის ჩარჩოებში ხელსშეუწყობს ვითარების სტაბილიზაციას ზემოაღნიშნულრეგიონებში, მისცემს მათ შესაძლებლობას ეფექტურად გაუწიონწინააღმდეგობა საგარეო მადესტაბილიზებელ გავლენას. ამპროგრამების რეალიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებულიდიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ მიზნებთან, მათ შორის,რუსეთთან ურთიერთობის აწყობის სტრატეგიასთან, აგრეთვე,ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში რადიკალურექსტრემიზმთან ბრძოლასთან.

ზემოაღნიშნულ პროგრამას განახორციელებს კავკასიაშირეგიონული კონფლიქტების მრჩეველი 5 საელჩოსთანამშრომლებთან ერთად ბრიტანელი სპეციალისტებისმოწვევით, საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი,გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, წითელი ჯვრის საერთაშორისოორგანიზაცია და ..), აგრეთვე, საერთაშორისო დაადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობოორგანიზაციების (ასო) ჩართვით, რომლებსაც აქვთ მსგავსიპროექტების რეალიზაციის მდიდარი გამოცდილება რეგიონში”.

რა თქმა უნდა, ეს პროგრამა “მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრიტანეთის პოლიტიკურ მიზნებთან” და არა _ საქართველოს. ბრიტანეთის მიზანი რუსეთთან დაპირისპირებაა, ხოლო, რაც მოუტანა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებამ, 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ. რუსეთთან დაპირისპირება ხელს ვერ შეუწყობს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას, უფრო პირიქით. ამონარიდიდან ჩანს მასშტაბები სამუშაოსი, რომელსაც დასავლეთი ეწევა საქართველოში (და არამხოლოდ); ბრიტანული პროგრამის განხორციელებაში ბრიტანელ “მრჩეველთან” ერთად ჩართულნი არიან სხვა 5 საელჩოს თანამშრომლები, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, “წითელი ჯვრის” და, რაც მთავარია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც “მსგავსი პროექტის რეალიზაციის მდიდარი გამოცდილება აქვთ”. “მდიდარ გამოცდილებაში” კი, ალბათ, იგულისხმება “ვარდების რევოლუცია”, ბრძოლა ქართული ტრადიციებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დასავლეთის უმთავრესი დემოკრატიული ღირებულების _ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, ე.წ. გენდერული თანასწორობის დაკანონება, მარიხუანის მოყვანისა და მოწევის ლეგალიზება და ა.შ., ანუ დიდ ბრიტანეთს განზრახული აქვს, სრულიად მოშალოს საქართველოს სახელმწიფოს საფუძვლები.

ისე, საინტერესოა, რომელი 5 ქვეყნის საელჩოსთან ერთად აპირებს ამას დიდი ბრიტანეთი და რომელი 5 ქვეყნის “დიპლომატები” ჰყავს ბრიტანეთს ჩართული ამ პროგრამაში? რას ჰგავს ეს _ დიპლომატიურ საქმიანობას თუ ეშელონირებული რეზიდენტურის ძირგამომთხრელ ქმედებას?

დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

* “ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე პროექტის შემუშავებას, რომლებიცმიმართული იქნება პირველი რიგის ამოცანების გადაწყვეტის,აგრეთვე, შორეული პერსპექტივის შესაძლებლობებისშექმნისკენ.

მოცემული რეგიონების საინფორმაციო სივრცეში ვგეგმავთალტერნატიული ინფორმაციის გასავრცელებლადსაინფორმაციო რესურსების შექმნას 5 ენაზე (აზერბაიჯანულ,სომხურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ).

საინფორმაციო დაპირისპირების ჩარჩოებში მუშაობისას მსგავსიმოღვაწეობა არანაკლებ მნიშვნელოვანი დამატება იქნება GGF-ისპროექტისთვის მსგავსი მედიასაშუალებების შესაქმნელადსაქართველოში, აგრეთვე, რუსულენოვანი მედიასაშუალებებისშესაქმნელად ახალი კამპანიისთვის, რომელიც გაშლილია დიდიბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ ევროპასა და ყოფილისაბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საინფორმაციოდაპირისპირების ჩარჩოებში.

GGF-ის პროექტები მიმართულია ადგილებზე ალტერნატიულიმედიასაშუალებების შექმნის შესაძლებლობებისგასავითარებლად.

GSSF-ის პროექტების მიზანია სახელმწიფომედიასაშუალებებისგან განსხვავებული აქტუალურიინფორმაციის მიწოდება, GGF-ის პროექტებიც ხელს შეუწყობსმოცემული მიზნის მიღწევას.

რუსულენოვანი მედიასაშუალებების შექმნის ახალისაერთოევროპული პროექტის _ EECAD-ის რეალიზება CSSFისუკვე არსებული პროგრამების გამოყენებით მიმდინარე წელსმოხდება.

ზემოაღნიშნული პროექტის მიზანია, მოცემულ რეგიონებშივითარებაზე დიდი ბრიტანეთის გავლენის გავრცელება.

ამრიგად, CSSFის მოღვაწეობა ორგანიზებულია ისე, რომ ენისუცოდინარობის გამო გამოირიცხოს ზემოაღნიშნულირეგიონების მოსახლეობის არც ერთი ჯგუფის ჩაურთველობაალტერნატიული მედიასაშუალებების მიერ ინფორმაციისმოწოდების პროცესში, ამიტომ ზემოაღნიშნულიმედიასაშუალებები მუშაობისას იყენებენ 5 ენას, რათა მოიცვანრაც შეიძლება დიდი აუდიტორია, მათ შორის ის პირებიც,რომლებიც არ ფლობენ რუსულ ენას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციობრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის(UKVNC) მუდმივად ყოფნა არის დიდი ბრიტანეთის მიერშეტანილი წვლილი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობისპროცესში, რომელიც რეგულირდება ნატოს უელსის სამიტზემიღწეული შეთანხმებებით.

ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადა სხვა სტრუქტურებს ეხმარება ეფექტური თანამშრომლობისუზრუნველყოფაში, აგრეთვე, სამთავრობოთაშორისიინფორმაციის გაცვლის სისტემის გამართვაში. ის მჭიდროდთანამშრომლობს სტრატეგიული განვითარების საკითხებისჩვენს მრჩეველთან (SDA), აგრეთვე, GGF-ის საინფორმაციოდაპირისპირების ჯგუფებთან და ლონდონში განლაგებულEECAD-ის საკომუნიკაციო განყოფილებასთან (რეალიზებახდება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერპროექტში ჩართული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიცმუშაობენ ევროკავშირის წევრებთან და საგარეოპოლიტიკურიმოღვაწეობის ევროპის სამსახურთან)”.

ბრიტანეთი არ მალავს, რომ საქართველოს განიხილავს, როგორც საინფორმაციო დაპირისპირების, ანუ საინფორმაციო ომის პოლიგონს, თანაც ყოველგვარი უხერხულობის გარეშე აცხადებს, რომ ამ საინფორმაციო სივრცეში (საქართველოში _ ავტ.) ლონდონი აპირებს არა ობიექტური ინფორმაციისა და უტყუარი ფაქტების, არამედ “განსხვავებული”, “ალტერნატიული” ინფორმაციის მიწოდებას, ანუ, გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, დეზინფორმაციის ტირაჟირებას. თანაც, ეს დეზინფორმაცია 5 ენაზე უნდა მოედინებოდეს, რათა მრავალეროვან საქართველოში მოსახლეობის არც ერთ სეგმენტს არ მოაკლდეს “მზრუნველი ხელი”.

რომელ “ალტერნატიულ” ინფორმაციაზეა აქ ლაპარაკი _ იმაზე ხომ არა, რომ, დასავლური მედიის მსგავსად, შავზე თეთრიაო, _ თქვან?! სწორედ ამის გამო უწოდა აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინათ გამართულ შეხვედრაზე ამერიკის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს “მატყუარების ბრბო”.

თუმცა დოკუმენტის ამ ნაწილში ყველაზე შეურაცხმყოფელი მაინც ის პუნქტია, რომელშიც საუბარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მუდმივად ყოფნაზე. როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროს სწორედ ეს წარმომადგენელი მართავს და არა თინა ხიდაშელი თუ ლევან იზორია. როგორც ჩანს, საქართველოს სუვერენიტეტი ნომინალურიც აღარ არის _ ვატარებთ არჩევნებს, ვქმნით სახელმწიფო ატრიბუტების ილუზიას, მაგრამ სინამდვილეში, როგორც ჩანს, დიდი ხანია, გადასული ვართ “გარედან მართვის” რეჟიმზე. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, როგორც დოკუმენტი იუწყება, “ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფაში, აგრეთვე, სამთავრობოთაშორისი ინფორმაციის გაცვლის სისტემის გამართვაში”. კომენტარი, როგორც იტყვიან, ზედმეტია _ მეტასტაზები მთელ მთავრობაზეა მოდებული.

* “უშიშროების ორგანოების რეფორმირებით შესაძლებელიიქნება უარის თქმა საბჭოთა კავშირის ეპოქაში მიღებულიმუშაობის გამოცდილებაზე, რომელიც მანიპულაციის საგანიარუსეთის ფედერაციის მხრიდან. ის, აგრეთვე, აამაღლებს მათიმუშაობის ეფექტურობასა და სამოქალაქო საზოგადოებისნდობას.

ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველიაქტიურად მოქმედი და კომპეტენტური სპეცსამსახურებისყოლაა, რომელიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხსგასცემს.

შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურებისწარმომადგენელთა ურთიერთქმედებამ მოცემულ მომენტშიუკვე იქონია დადებითი გავლენა სამომავლო თანამშრომლობისმდგრადი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც შეიძლებაგამოყენებულ იქნას ამ სფეროში ჩვენი მონაწილეობისგაფართოების მიზნით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მივლინებულიასტრატეგიული განვითარების საკითხების ბრიტანელიმრჩეველი, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროსაცეხმარება კონსულტაციებით. მის მოღვაწეობაში, აგრეთვე, შედისორივე სახელმწიფოსთვის ეროვნული უშიშროებისა დათავდაცვის საკითხების ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება(რეალიზება ხდება დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეოსაქმეთა სამინისტროების მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთანერთად, მათ შორის _ გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, წითელიჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და .. მოღვაწეობახორციელდება ქვეყნის უმაღლეს სამხედროპოლიტიკურხელმძღვანელობასთან ურთიერთთანამშრომლობით)”.

სწორედ უშიშროების სამსახურის რეფორმირებისა და საქართველოს სპეცსამსახურებში თავიანთი აგენტების ჩანერგვით (თუმცა, რაღა ჩანერგვით _ ოფიციალურად არის თურმე იქ მიწვეული ბრიტანეთის მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში, რომელიც კონსულტაციებს უწევს და ანალიტიკურ მიმოხილვებს უმზადებს საქართველოსა და სომხეთის ძალოვან უწყებებს) სურს დიდ ბრიტანეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო მოშლა. მართლაც, ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც საკადრის პასუხს გასცემენ გარედან ნებისმიერ ჩარევას, მაგრამ როგორი დამოუკიდებელია საქართველო, თუ მის ყველა ძალოვან უწყებაში დიდი ბრიტანეთისა და კიდევ, ვინ იცის, რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან მივლინებულნი?! რაც მთავარია, თვალშისაცემია ცინიზმი, როდესაც დოკუმენტში, რომელშიც გაწერილია საქართველოს, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სუვერენიტეტის სრული ნიველირების გეგმა, მისი თავდაცვისა და უშიშროების სამსახურებზე სრული კონტროლის მოპოვების მეთოდიკა და ინსტრუქციები, ბრიტანელი სპეციალისტი აღნიშნავს _ ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისსაფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპეტენტურისპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც გარედან ნებისმიერჩარევას საკადრის პასუხს გასცემენ”… ცინიზმის მიუხედავად, ეს სრული სიმართლეა და საქართველო თუნდაც ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ იყოს, მისი კომპეტენტური სპეცსამსახურები” დიდი ხნის წინათ გაანეიტრალებდნენ ღიად მოქმედ დესტრუქციულ ორგანიზაციებს, რეზიდენტებს, რომლებიც ისე გათავხედდნენ, რომ კონსპირაციას ზრდილობის გამოც აღარ მიმართავენ და ამ დოკუმენტის ავტორსაც დიპლომატისთვის შეუფერებელი საქციელისთვის კინწისკვრით მიაბრძანებდნენ ქვეყნიდან… მაგრამ საქართველო, როგორც ნეოკოლონიალიზმის თვალსაჩინო პროდუქტი _ ტერიტორია, ამის უფლებას საკუთარ თავს, როგორც ჩანს, ვერ მისცემს.

დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს

* “დიდი ბრიტანეთის აზრით, მოცემული რეგიონის ქვეყნებირომ იყოს ძლიერი, აყვავებული, სტაბილური დადემოკრატიული, რაც პასუხობს ნაციონალური უსაფრთხოებისსამსახურის ხანგრძლივვადიან მიზნებს, აუცილებელია შემდეგიშედეგების მიღწევა:

_ რეგიონის მოწყვლადობის დონის შემცირება რუსეთისფედერაციის ზემოქმედების მიმართ (ნაციონალურიუსაფრთხოების სამსახურის სტრატეგია, პუნქტიმედეგობა”);

_ რუსული მედიასაშუალებების მიერ ვითარებისდესტაბილიზაციისთვის გავრცელებულ დეზინფორმაციასთანბრძოლა;

_ თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროშიდიდ ბრიტანეთთან მუდმივ ურთიერთქმედებას, თუმცა ნელ,მაგრამ ღრმა ცვლილებებთან მივყავართ, რომლებიც ამაღლებსუშიშროების ორგანოს მუშაობის გამჭვირვალობას და ხელსუწყობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისშესაძლებლობების შემცირებას;

_ ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისშესაძლებლობების გაფართოება უშიშროების ორგანოებისგამჭვირვალე მუშაობისა და ეფექტური კონტროლისუზრუნველსაყოფად. ეს გამოიწვევს ხელისუფლებებსა დასაზოგადოებებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერებას,აგრეთვე, უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის მექანიზმისმუშაობას და ამით გაანადგურებს გარედან წამოსულიდეზინფორმაციისა და მანიპულაციებისთვის სასიკეთონიადაგს;

_ ახალი ამბების, აგრეთვე, ანალიტიკური პროგრამებისა დაჟურნალისტური გამოძიებების პირდაპირ ეთერშიტრანსლირება 5 ენაზე.

აქტუალურ თემებზე გამოქვეყნება სტატიებისა, რომლებშიცურთიერთგაგების გაუმჯობესების მიზნით განსაკუთრებულიყურადღება დაეთმობა სპეციფიკურ საკითხებს, კონკრეტულჯგუფებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვაწარმომადგენელს, აგრეთვე, სხვადასხვა ეთნიკურ დაგენდერულ ჯგუფსა და ეროვნულ უმცირესობას შორისკავშირების განსამტკიცებლად;

_ რეგიონის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებშისტრატეგიული განვითარების საკითხებში მრჩევლის (SDA)მუდმივად ყოფნა ხელს შეუწყობს სამომავლო ცვლილებებს.

კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა დიდბრიტანეთში სწავლების გავლის მიზნით ხელს შეუწყობს მათიმსოფლმხედველობისა და ყოფაქცევის მოდელის შეცვლას,აგრეთვე, დიდ ბრიტანეთთან ხანგრძლივი კავშირებისდამყარებას.

_ უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა სწავლებისკურსები ხელს შეუწყობს მოთხოვნების უკეთ გაგებას დაგამჭვირვალობის უპირატესობას მათ მუშაობაში”.

აქ ისევ რუსეთის “დეზინფორმაციასთან” ბრძოლაზეა ლაპარაკი, მაგრამ რა ვუყოთ ბრიტანულ დეზინფორმაციას, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეების შერჩევა დიდ ბრიტანეთში სწავლების გავლის მიზნით ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობისა და ყოფაქცევის მოდელის შეცვლას, აგრეთვე, დიდ ბრიტანეთთან ხანგრძლივი კავშირის დამყარებას. აი, რატომ უნდათ ქართველი სპეციალისტის წაყვანა “სასწავლებლად” დიდ ბრიტანეთში.

ან იმას რა ვუყოთ, რომ უშიშროების სისტემის რეფორმირებაში, ამ დოკუმენტის თანახმად, ძირითადად ბრიტანეთის სპეცსამსახურებისადმი ლოიალურობა და სრული გამჭვირვალეობა იგულისხმება? როგორია უცხო ქვეყნისადმი სრულიად ლოიალური და გამჭვირვალე უსაფრთხოების სისტემა? _ ეს ხომ ყველა სუვერენული სახელმწიფოს “ოცნებაა” _ იყოს სხვა ქვეყნის ყურმოჭრილი მონა და ნებაყოფლობით თქვას უარი იმუნიტეტზე გარე გავლენებისგან.

CSSF, ცდილობს რა, იპოვოს ადეკვატური პასუხი ნებისმიერმწვავე სიტუაციაში, აწარმოებს სამუშაოებს რეალურ დროშიგავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

საქართველოში, მაგალითად, ყალიბდება თავისუფალი სივრცე,რომლის ჩარჩოებშიც GGF აწარმოებს საინფორმაციო ბრძოლას,რათა აამაღლოს საქართველოს უნარი, დაუპირისპირდესრუსეთის დეზინფორმაციას. ამ სამუშაოებს უკვე მოაქვს კარგიშედეგები ადგილობრივ დონეზე; განზრახული გვაქვს, ჩვენიგამოცდილება სხვა რეგიონებსაც გავუზიაროთ, ამასთანავე,უფრო განვავითაროთ თანამშრომლობა და გავცვალოთარსებული რესურსები ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად”.

კიდევ ერთხელ: ბრიტანეთის მიზანი საქართველოში თავისუფალი მედიისთვის ხელის შეწყობა კი არ არის, არამედ საინფორმაციო (არამხოლოდ) ომი რუსეთის წინააღმდეგ და ქართული მედიის მეშვეობით “ალტერნატიული”, ანუ დეზინფორმაციის ნაკადის გავრცელება ხუთ სხვადასხვა ენაზე.

* “საინფორმაციო სივრცეში ჩვენი მუშაობა გაგრძელდება ყველაახალი გენდერული საკითხის გათვალისწინებით და ესდაგვეხმარება, ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ტრადიციულიპატრიარქალური მიდგომა საზოგადოებაში ქალის როლისშესახებ და მოცემულ რეგიონში მშვიდობის გამტკიცებისპროცესში. რეგიონში ჩვენი ჟურნალისტური გაერთიანებაძირითადად შედგება ქალებისგან, რომლებსაც კარგად ესმით ისსაკვანძო ამოცანები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგასსხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი მოუგვარებელიკონფლიქტების გამო.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ჩვენი მუშაობა,აგრეთვე, წარმოების გენდერული საკითხებისგათვალისწინებით, მათ შორის ამას ბრიტანეთის მთავრობისინიციატივა სექსუალური ძალადობის თავიდან აცილებაზე(PSVI) ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერორგანიზებული ბევრი კურსი, აგრეთვე, მოიცავს გენდერულპრობლემატიკასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს. ამკურსებში მონაწილეობას სულ უფრო ხშირად ვთავაზობთუშიშროების ორგანოებში მომუშავე ქართველ და სომეხ ქალებს.

ეს მოცემული ასპექტები პასუხობს ქალთა უფლებების დაცვისადა მშვიდობისა და უსაფრთხოების ნაციონალურ პროგრამებს(დიდი ბრიტანეთი), იძლევა შესაძლებლობას, რიგითმაქალებმაც მიიღონ მონაწილეობა უთანხმოების მოგვარებისშესახებ ლექციებში და ხელს უწყობს გენდერული საკითხებისუკეთესად გაგებას როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისმხრიდან”.

უფლებების დაცვა, სექსუალური ძალადობის აღკვეთა _ სწორედ ამ “გენდერულ საკითხებს” ამოფარებული ცდილობს დიდი ბრიტანეთი, “ტრადიციული პატრიარქალური მიდგომის” დანგრევას ქართველ საზოგადოებაში. მათი აქტიური მუშაობის კვალი უკვე ეტყობა ქართულ “ენჯეოებს” _ ამ ორგანიზაციების ყველაზე ოდიოზური ლიდერები სწორედ გენდერულ თემებზე სპეკულირებით იწყებდნენ კარიერას და სტატისტიკურადაც მათ ლიდერებს შორის გენდერული ერთფეროვნებისკენ მიდრეკილი კაპასი დედაკაცები ჭარბობენ. არადა, სირცხვილიც კია, ბრიტანელებმა და ამერიკელებმა ასწავლონ ქართველებს ქალის პატივისცემა და ოჯახური ტრადიციების დაცვა. ისე, ამას წინათ,ტრამპის არჩევის შემდეგ, ამერიკაში გაიმართა აქციები, რომლებზეც გამოიტანეს პლაკატები წარწერით: “გავაუპატიუროთ მელანია” (დონალდ ტრამპის მეუღლე). ლაპარაკია აშშ-ის პრეზიდენტის ცოლზე… და ეს საზოგადოება ასწავლის ქართველებს, როგორ მოიქცეს ქალთან?!

ან ეს როგორ მოგწონთ: “ამ კურსებში მონაწილეობას სულ უფრო ხშირად ვთავაზობთ უშიშროების ორგანოებში მომუშავე ქართველ და სომეხ ქალებს” _ ცხადია, რომ ბაზა სომხეთში სათანადო ქსელის შესაქმნელად მათთან კომუნიკაციისა და მათი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად სწორედ საქართველოს უშიშროების ორგანოებში მომუშავე “სომეხი ქალებისგან იქმნება” _ და თუ ასე გაგრძელდა, მალე ერევანში მორიგ ანტისახელისუფლო მიტინგზე CSSF-ის მიერ მომზადებულ “26 ამორძალსაც” ვიხილავთ. ისე, ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები” დესტრუქციისა და “ფერადი რევოლუციების” ექსპორტიორებად, დიდი ხანია, საქართველოს განიხილავენ. ამის დასტურად ხან ყირგიზეთში, ხან ბელარუსში, ხანაც უკრაინაში გამართულ ანტისახელისუფლო მიტინგებზე მოშლიგინე გივითარგამაძეც იკმარებს.

* “რადგან დიდი ბრიტანეთი (როგორც სამთავრობო, ისეარასამთავრობო ორგანიზაციების სახით) დიდი ხნისგანმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულაფხაზურინახევარფორმატიანი დიალოგის (Track 1.5) აგების პროცესში,ჩვენ შევძელით კონტაქტის დამყარება საკვანძო მოთამაშეებთან,რომელთაგან ბევრს მაღალჩინოსნების მორიგი როტაციისშემდეგ შეეძლებათ საკმაოდ გავლენიანი მდგომარეობისდაკავება.

ჩვენ ვგზავნით წარმომადგენლებს ევროკავშირისა და ეუთოსსპეციალურ სადამკვირვებლო მისიებში და ამით ვამაღლებთ ამორგანიზაციების წარმომადგენლობის როლსა და მნიშვნელობას.ამას გარდა, ეს მოქმედებები გარანტიას იძლევა ამ რეგიონზედიდი ბრიტანეთის გავლენის შესანარჩუნებლად დადაუფარავად აჩვენებს რუსეთსა და რეგიონულ მთავრობებსპროცესების მშვიდობიანი რეგულირებისკენ ჩვენს მისწრაფებას.

ჩვენ განვაგრძობთ გენდერულ საკითხებში ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიის ბრიტანელი მრჩევლის დაფინანსებას,რადგან გვინდა, რომ ამ მისიამ ჩაატაროს სამუშაოები არამხოლოდ ამ ორგანიზაციის შიგნით, არამედ ურთიერთქმედებისჩარჩოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისწარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოსადმინისტრაციული საზღვრის ახლოს ცხოვრობენ. დიდიბრიტანეთი მხარს უჭერს არაკომერციულ ორგანიზაცია HALOTrust, რომლის მოღვაწეობის ერთერთი მიმართულება არისმთიანი ყარაბახის ტერიტორიის გაწმენდა ნაღმებისგან, რამაცსაშუალება მოგვცა, შეგვექმნა გამნაღმველთა ჯგუფი მხოლოდქალებისგან. ეს ფაქტი ნათელი მაგალითია სქესთათანასწორობისა მამაკაცების საქმიანობის სფეროში.

სომხეთში ჩვენ განვაგრძობთ ქალთა უფლებების დაცვისა დამშვიდობისა და უსაფრთხოების ნაციონალური გეგმისმხარდაჭერას”.

რომელ ქართულ-აფხაზურ ნახევრადფორმატიან დიალოგზეა აქ ლაპარაკი ან რომელ საკვანძო მოთამაშეებთან დაამყარეს ბრიტანელებმა კონტაქტი, რომლებსაც როტაციის შემდეგ შეეძლებათ გავლენიანი მდგომარეობის დაკავება? რა გამოდის: როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის მთავრობა გაძეძგილია ბრიტანელთა აგენტებით?

ამ მოლაპარაკების გამო ხომ არ განაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, აგრეთვე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არასოდეს ყოფილაო?

ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე პიროვნება სწორედ დასავლეთისგან გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები იყვნენ.

ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დიალოგში ჩართვამდე პატივცემულ ბრიტანელებს იქნებ გაეზიარებინათ გამოცდილება და განემარტათ ჩვენთვისაც და აფხაზებისთვისაც, როგორ, რა გზით ჩაერთნენ და მოაგვარეს ირლანდიის, შოტლანდიის, უელსის პრობლემები; ან ეს ნახევარფორმატიანი დიალოგი რას ნიშნავს? ან ეს ორგანიზაცია HALO Trust-ი რას წარმოადგენს და რა იციან მისი მოღვაწეობის შესახებ ყარაბაღსა და ერევანში?

* “მუშაობის თითოეულ ეტაპს განსაკუთრებული მნიშვნელობაექნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინტერესებისსარეალიზაციოდ მოცემულ რეგიონში. ინფორმაცია,კონტაქტები ადგილობრივი სპეცსამსახურებისწარმომადგენლებთან, აგრეთვე, ურთიერთობა სამოქალაქოსაზოგადოების ფართო ფენებთან განსაკუთრებითმნიშვნელოვანია რეგიონში ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად.ეს ცნობები დიდი ბრიტანეთის მთავრობის მომზადებულიპოლიტიკური მოხსენებების საფუძველში იდება, აგრეთვე,დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსრეკომენდაციებში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიცსაზღვარგარეთ მიემგზავრებიან”.

აბა, რა _ საქართველოს სპეცსამსახურებში “მივლინებული” ბრიტანელები ინფორმაციას, რომელსაც მოიპოვებენ, დაუყოვნებლივ გადასცემენ თავიანთ მთავრობას. მთავარი კი ამ ინფორმაციაში, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, უნდა იყოს კონტაქტები ადგილობრივი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოების ფართო ფენებთან, რაც თურმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ბრიტანეთის გავლენის გასაძლიერებლად. რა შეიძლება ამაზე ითქვას _ ეს ხომ კომპრომატისა და მოსყიდვის გზით გადაბირების კლასიკური სქემაა. ამას ბრიტანელები არც მალავენ, ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათთვის საინტერესო პერსონებზე, უნდა დაწესდეს სრული კონტროლი. აკი წერენ კიდეც, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ღიად და ჯაშუშური გზით მოპოვებული ინფორმაცია უნდა აისახოს “დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან”, ამის ფონზე ჯორჯ ორუელის სიუჟეტები საბავშვო ხუმრობად მოგეჩვენებათ.

* “ადგილობრივი არასამთავრობოების გამოყენების სტრატეგიახშირად გაცილებით ეფექტურია, ვიდრე საერთაშორისოორგანიზაციების გამოყენების სტრატეგია, ამასთანავე, ამცირებსსაერთო ხარჯებს. ადგილობრივ არასამთავრობოებთანმუშაობისას ეკონომიკური ეფექტურობისკენ ჩვენი სწრაფვისგათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობაიმას, რომ არ დავუშვათ მიღებული შედეგების ხარისხისგაუარესება, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთანთანამშრომლობის დონის დაცემა, კერძოდ, CSSFის ჩარჩოხელშეკრულების მონაწილეებთან.

CSSFის მუშაობის პროგრამა საქართველოსა და მოლდოვაშიითვალისწინებს ყოველწლიურად 4,5 მლნ გირვანქასტერლინგის ბიუჯეტის გამოყოფას 2020 წლის მარტამდე”.

ამ ამონარიდის წაკითხვის შემდეგ აღარავის გაუკვირდება, რატომ იკლავენ თავს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პედერასტების უფლებების დასაცავად, რატომ უტევენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რატომ ცდილობენ მარიხუანის მოყვანისა და მოწევის ლეგალიზებას და სხვ. მათ ხომ ამისთვის 2020 წლამდე ყოველწლიურად 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგი უნდა მიიღონ? ამას დაუმატეთ შარშან ამერიკის ინტერესების პროპაგანდისთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარი და სულგაყიდული გრანტიჭამიების მერკანტილური ზრახვები აშკარა იქნება. თანაც ბრიტანეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს ადგილობრივი და არა საერთაშორისო ორგანიზაციები _ ადგილობრივიარასამთავრობოების გამოყენების სტრატეგია ხშირადგაცილებით ეფექტურა, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციებისგამოყენების სტრატეგია, ამასთანავე, ამცირებს საერთოხარჯებს”, _ გულწრფელად აღიარებენ ისინი. როგორც ჩანს, ადგილობრივი “მეხუთე კოლონა” სამშობლოს უფრო იაფად ყიდის, ყოველ შემთხვევაში, ბრიტანელებისავე აღიარებით, რენეგატების მოსყიდვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სპეციალისტების დაქირავება.

* “ბრძოლა რუსეთის მხრიდან წამოსულ მადესტაბილიზებელდეზინფორმაციასთან _ ამ შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობითადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაცაქვთ ჟურნალისტური კავშირები ბევრ სახელმწიფოში, მათშორის, მსოფლიოს საზოგადოებრიობის მიერ აუღიარებელსახელმწიფოებში. რაც შეეხება პარტნიორებს, რომლებიც უკვეთანამშრომლობენ ჩვენთან, მოცემული პროექტის ფარგლებშიგანზრახული გვაქვს, განვაგრძოთ თანამშრომლობა დაველოდებით მათი მუშაობის დადებით შედეგებს ჩვენ მიერჩადებული სახსრების მოცულობის შესაბამისად.დარწმუნებული ვართ, რომ მათთან მუშაობის შეწყვეტა ძალიანადრეა.

ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისმიზნით, მათი მუშაობის შეფასება მოხდება, როგორც მიმდინარესაფინანსო წლის მიმდინარეობისას, ისე მის ბოლოს.

ჩვენი პარტნიორები, რომლებიც იღებენ 105 000 გირვანქასტერლინგზე მეტ დაფინანსებას, მხოლოდ ერთი წყაროდანდაფინანსდებიან.

ყველა კონტრაქტი, რომლებიც აღემატება 80 ათას გირვანქასტერლინგს, მოწონებული უნდა იქნას დიდი ბრიტანეთისსაგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურულიდანაყოფების მიერ. უფრო ნაკლებთანხიანი კონტრაქტებიმოწონებული უნდა იქნას პროგრამის რეგიონული საბჭოებისმიერ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსსახელით ხელმოწერილ კონტრაქტებში, პროგრამისრეალიზაციის შეფასების მიზნით, უნდა იყოს პუნქტიკონტრაქტის შეწყვეტის პირობების, აგრეთვე, ანგარიშისწარდგენის შესახებ.

ეტაპობრივი გადახდის სისტემის მუშაობა დამოკიდებულიიქნება უშუალოდ პროგრამის პროცესის რეალიზაციაზე”.

რა თქმა უნდა, ბრიტანელების, ისევე, როგორც ამერიკელების საყრდენი ძალა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა მუშაობის დადებით შედეგებს სულმოუთქმელად ელოდებიან.

რუსეთის საინფორმაციო გავლენაზე ლაპარაკი კი სასაცილოა, როცა ქართული საინფორმაციო საშუალებების 99% დასავლეთის ინტერესებზე გაჰკივის და გაშმაგებით ლანძღავს რუსეთს.

ან, საერთოდ, რა შუაშია რუსული პროპაგანდა იმასთან, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა საგრძნობლად შემცირდა დასავლეთის მიმართ, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უვიზო მიმოსვლაზე უარს გვეუბნებიან, მათი მოქალაქეები კი საქართველოში თავისუფლად დასეირნობენ?! იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონებით გვემუქრება?! ამასაც თავი რომ დავანებოთ, ბრიტანელები არ მალავენ, რომ აქამდეც იყენებდნენ და მომავალშიც აპირებენ ჟურნალისტების გამოყენებას შავბნელ საქმეებში. ამ შემთხვევაშიჩვენ დავეყრდნობით ადგილობრივ არასამთავრობოორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ჟურნალისტური კავშირებიბევრ სახელმწიფოში, მათ შორის, მსოფლიოსსაზოგადოებრიობის მიერ აუღიარებელ სახელმწიფოებში. რაცშეეხება პარტნიორებს, რომლებიც უკვე თანამშრომლობენჩვენთან, მოცემული პროექტის ფარგლებში, განზრახულიგვაქვს, განვაგრძოთ თანამშრომლობა და ველოდებით მათიმუშაობის დადებით შედეგებს, ჩვენ მიერ ჩადებული სახსრებისმოცულობის შესაბამისად”, _ დეკლარირებს ხსენებული დოკუმენტი, როგორც იტყვიან, გირვანქა სტერლინგი ჯოჯოხეთს ანათებს.

ისე, ნამუსიც კარგი საქონელია და იქნებ პატივცემულმა ბრიტანელებმა გაგვცენ პასუხი: ევროკავშირიდან პირველი სწორედ დიდი ბრიტანეთი გავიდა. ეს გადაწყვეტილება ლონდონმა რეფერენდუმის გზით მიიღო. დავიჯეროთ, ბრიტანელების უმრავლესობის ნება _ ბრექსიტი _ რუსული პროპაგანდის შედეგია თუ, მათი დიადი თანამემამულის არ იყოს, რაღაც დალპა ამ სამეფოში?

* “პროგრამას უხელმძღვანელებენ შემდეგი თანამშრომლები,რომლებიც ფინანსდებიან CSSFისგან:

_ მრჩეველი რეგიონული კონფლიქტების საკითხებში (RCA) (კატეგორია D6) ტერიტორიულად არის თბილისში ,პასუხისმგებელია პროგრამის რეალიზაციაზე კავკასიისრეგიონსა და მოლდოვაში (შენიშვნა: რეგიონულიკონფლიქტების საკითხებში მრჩეველი პასუხს აგებს პროგრამისშედგენაზე მოლდოვისთვის, მაგრამ შესაბამისი ღონისძიებებისრეალიზაციასა და კონტროლის განხორციელებაზეპასუხისმგებელია რეგიონული კონფლიქტების საკითხებშიმრჩეველი უკრაინაში. უფლებამოსილების ასეთი დაყოფამიღებულია EECAD-დან ნაციონალური უსაფრთხოებისსამსახურებთან შეთანხმებით;

_ პროგრამის რეალიზაციის სპეციალისტი (კატეგორია 6)იმყოფება თბილისში. მის მუშაობას აფინანსებს GGF, მაგრამსამუშაო დრო თანაბრად ნაწილდება GGF-ისა და CSSFისპროექტებს შორის. 2016 წლის მაისში იგეგმება ამ ვაკანსიისგადაყვანა სრული დატვირთვის პირობებში. ანგარიშიწარედგინება მრჩეველს რეგიონული კონფლიქტებისსაკითხებში;

_ რეგიონული საინფორმაციო დაპირისპირების სპეციალისტი(კატეგორია B3 _ დაქირავებული ადგილობრივითანამშრომლების რიცხვიდან) _ იმყოფება თბილისში. ანგარიშსწარუდგენს მრჩეველს რეგიონული კონფლიქტების საკითხებში;

_ მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საკითხებში (DA) (კატეგორია D6, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში _კატეგორია B2) მივლინებულია საქართველოს თავდაცვისსამინისტროში, აგრეთვე, მუშაობს სომხეთის თავდაცვისსამინისტროსთან. ანგარიშს წარუდგენს დიდი ბრიტანეთისთავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;

_ VNC (დიდი ბრიტანეთი) _ სტრატეგიული ურთიერთქმედებისსაკითხების სპეციალისტი (ნატო) _ (მივლინებულითანამშრომელი _ გათანაბრებულია კატეგორია D7-თან,თავდაცვის სამინისტროში _ კატეგორია B1) _ მიმაგრებულიასაქართველოს თავდაცვის სამინისტროზე. ანგარიშს აბარებსრეგიონულ სამხედრო ატაშეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვისსამინისტროს ნატოსა და ევროპის პოლიტიკის განყოფილებასადა ნატოს შტაბბინას”.

ნიშანდობლივია, რომ ყველა საკვანძო თანამშრომელი, რომლეთაც CSSF-ი აფინანსებს, იმყოფება თბილისში და ეს “თანამშრომლები” ანგარიშს აბარებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ნატოსა და ევროპის პოლიტიკის განყოფილებას.

* “სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება აზერბაიჯანსა დარუსეთში. ადგილობრივი დამოუკიდებელი და საერთაშორისოარასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის შესაზღუდავადრიგი ზომების შემოღებამ ზოგიერთი ორგანიზაციის დახურვაგამოიწვია. ამჟამად ჩვენ უკვე შევწყვიტეთ ჩვენი მოღვაწეობისგარკვეული სეგმენტები აზერბაიჯანში, და მოქმედი რეჟიმისმხრიდან სამომავლო ზომები მოთხოვნების გამკაცრებისთაობაზე ვერ იქონიებს დიდ გავლენას ჩვენს საპროექტოსამუშაოებზე.

ახლა ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობა აზერბაიჯანისხელისუფლებასთან და ავამუშაოთ პროექტები, რომლებიც, ასეთუ ისე, თავისუფალი მოქმედების საშუალებას მოგვცემს.

არასამთავრობო ორგანიზაციების პრობლემები: აზერბაიჯანისხელმძღვანელობის მკაცრმა პოლიტიკამ არასამთავრობოორგანიზაციების მიმართ გავლენა იქონია ამ ორგანიზაციებისმუშაობაზე ქვეყანაში.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეჩერდა ან სულაც გაუქმდა,როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე შიგა სახელმწიფოებრივიპროექტები.

4 პროექტიდან, რომლებიც მომზადებული იყო სარეალიზაციოდაზერბაიჯანის (ან სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთანერთად) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 2015_2016წლებში, მხოლოდ ერთია აქტიურ სტადიაში, რადგან მხოლოდცოტა ხნის წინათ შექმნეს მისი განხორციელებისთვის საჭიროპირობები.

მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებასრუსეთთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს აღეკვეთოსშესაძლებლობა, გაშალონ თავიანთი მუშაობა რესპუბლიკისტერიტორიაზე. ამის გამო წამყვანმა არასამთავრობოორგანიზაციებმა ოფიციალურად შეწყვიტეს არსებობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებიგანუწყვეტლივ განიცდიან ზემოქმედებას სამხრეთ ოსეთისუშიშროების სამსახურის მხრიდან.

ჩვენ ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა გვაქვს, გავლენამოვახდინოთ სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებაზე, ამის გამოჩვენს მუშაობას პროგრამის რეალიზაციის ფარგლებში,პრაქტიკულად, შედეგი არ მოაქვს.

ამ მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია,შემუშავდეს ახალი მეთოდები.

აფხაზეთშიც მკაცრდება პოლიტიკა უსაფრთხოებისუზრუნველყოფის სფეროში, თუმცა აფხაზეთისხელმძღვანელობის ასეთ ინიციატივებს წინააღმდეგობა ხვდებაზოგიერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სტრუქტურისარასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან”.

ყველა ნორმალური სახელმწიფოს ხელისუფლება შეზღუდავდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმეებით არის დაკავებული.

არათუ აზერბაიჯანელები და რუსები, ოსები და აფხაზებიც კი მიხვდნენ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები კარგს არაფერს მოუტანენ.

თუმცა საინტერესოა, რატომ თვლემენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურები. აზერბაიჯანს, როგორც ჩანს, გარკვეული ქმედითი ზომები მიღებული აქვს და ამაზე წუხან კიდეც ბრიტანელები, _ ვერ ვაწარმოებთ აზერბაიჯანში დესტრუქციულ საქმიანობას, არ გვაძლევენ ამის გასაქანსო. მაგრამ ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა სომხეთის პოზიცია _ როგორც ირკვევა, ბრიტანელი კურატორი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ზის, მჭიდროდ თანამშრომლობს და “კონსულტაციებს” უწევს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურებსაც… სომხები საკუთთარ თავს თვითონ მოუვლიან, ჩვენთვის მთავარია, რა ხდება საქართველოში. ანტიეროვნული ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ზოგი პარლამენტშია მოკალათებული,თამარ ჩუგოშვილის მეთაურობით; ზოგიც _ სამთავრობო სტრუქტურებში (ნინო ლომჯარია). და ეს “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს საკეთილდღეოდ გააკეთა?

ზემოთქმულიდან ნათელია, როგორ აპირებს საქართველოს კიდევ ერთი “სტრატეგიული პარტნიორი” საქართველოს დახმარებას. რისთვის სურს 4,5 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და 30 ვერცხლად გაყიდული პირებისთვის, რომლებიც მისი (და არა საქართველოს) ინტერესების გატარებას შეეცდებიან.

და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკა დანგრეულია, ლარი _ კატასტროფულად გაუფასურებული, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა _ სიღარიბის ზღვარზე.

შემთხვევითი, ალბათ, არც ის უნდა იყოს, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტიფანი სენდლერმაწლეულს, ზაფხულში, ბრექსიტისა და მისი შედეგების კომენტირებისას საჭიროდ ჩათვალა, კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდზე და საქართველოსთვის ამ ფონდის საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. “ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 2015_2016 წლებში კავკასიის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდიდან (CSSF) ჩვენ დავაფინანსეთ 34 პროექტი საერთო ღირებულებით 3 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი, რომელთა ძირითადი ფოკუსი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაა”, _ განაცხდა სენდლერმა. საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისთვის, სამრეწველო პოტენციალის აღდგენისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბრიტანეთის მიერ გაღებულ ხარჯებზე სენდლერს არაფერი უთქვამს ან რას იტყოდა _ ვის რაში აინტერესებს ჩვენი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა?! მთავარია არასამთავრობოებისა და შტატიანი თუ გავლენის აგენტების დაფინანსება.

ამ თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესოა 5 დეკემბერს საქართველოში ჩამოსულ, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სპიკერ ირაკლი კობახიძისგანცხადება: “ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა, როგორც ქვეყნებს შორის, ზოგადად, ასევე, პარლამენტთაშორის დონეზე. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ”.

როგორც ხედავთ, ზემოხსენებული დოკუმენტის შექმნა, კოლოსალური თანხების გამოყოფა, რომელიც თურმე საქართველოში დესტრუქციულ საქმიანობაზე იხარჯება, აგრეთვე, ამ დოკუმენტში ნახსენები მიმართულებებით გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება და საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება _ “ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ”-ო, ერთმანეთს დროში ლოგიკურად დაემთხვა, ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს სოროსის ფონდის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის _ ირაკლი კობახიძის მიერ ბრიტანელი კურატორებისავის მწვანე შუქის ანთება.

ამაზეა ნათქვამი: ხელი ხელს ბანს და ორივე _ პირსო…

არასამთავრობო სექტორსა და მედიაში კი გირვანქა სტერლინგით განათებული გნიასი უკვე დაიწყო. ოპერატიულად იქმნება ახალი მედიარესურსები, რომლებიც პოლიტპროპაგანდის ისეთი ვეტერანების კვალდაკვალ, როგორიცაა “რადიო თავისუფლება” და “ამერიკის ხმა”, უშუბლისძარღვოდ და გაკაპასებით ამტკიცებენ, რომ თეთრი შავია. მაგალითად, ინტერნეტრესურსი eurocommunicator.ge, რომლის მიზანიც თურმე მითების მსხვრევაა, თავგადაკლული ამტკიცებს, რომ აშშ-სა და ნატოს მიერ იუგოსლავიაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა, მათ ტერიტორიაზე გაეროს სათანადო მანდატის გარეშე სამხედრო მოქმედებების ჩატარება, ევროპული ქვეყნების ლიდერების ფარული მიყურადება და თვალთვალი არა მწარე რეალობა, არამედ რუსული პროპაგანდის მიერ მოგონილი მითია და ა. შ. ანალოგიური საქმიანობით სასწრაფოდ დაკავდა mdfgeorgia.ge, ოპერატიულად გამოიჩეკა media­checker.ge, მეტიც 17 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა პლატფორმამ “დაიცავი თავისუფლება”, revolution messaging-ის (ულტრალიბერალური იდეების ლობისტი კომპანია, რომელიც აშშ დემოკრატიული პარტიის პიარით, მათი ლიდერების მათ შორის ბარაქ ობამას პოლიტიკური კონსალტინგით, აგრეთვე მარიხუანას ლეგალიზაციის პოპულარიზაციით არის დაკავებული) დახმარებით შექმნა ორგანიზაცია “ლიბერთი ჯორჯია”, რომლის მიზნებიც ერთი-ერთში იმეორებს იმ დოკუმენტის მიზნებსა და ამოცანებს, რომლებსაც წინამდებარე წერილი ეძღვნება. როგორც ჩანს, CSSF-ის დაფინანსების ადრესატები ჯერ სრულად არ არის გამოვლენილი. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 80 ათას გირვანქამდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი კურატორი იღებს, ამ თანხის ზევით დაფინანსებაზე გადაწყვეტილება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს _ ეს კი მაღალ კონკურენციას გულისხმობს და ამიტომაც იჩეკებიან ყოველდღიურად ახალ-ახალი “მედიარესურსები” და არასამთავრობოები ნანატრი გრანტის მისაღებად. და ეს შემართება გარანტიაა იმისა, რომ ოღონდ ფუნტი იყოს და სახელმწიფოს ინტერესებით მოვაჭრეთა რიგი კიდევ დიდხანს იდგება CSSF-ის რეზიდენტთა ზღურბლზე.

ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი დღეს კი არიან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება, შესაბამისად, საქართველო და მისი ამჟამინდელი “სტრატეგიული პარტნიორები” შეიძლება სხვადასხვა პოლუსზე აღმოჩნდნენ. ასეთ შემთხვევაში დასავლეთი თავის მსტოვრებს აამოქმედებს არა საქართველოს ხელისუფლების (თავიანთ ძაღლისშვილებს ხომ არ დასჯიან?!), არამედ ქვეყნის წინააღმდეგ.

ცნობისთვის: კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა დაუსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდი (CSSF) 2015 წელს დიდიბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვისსამინისტროსა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროსმხარდაჭერით შეიქმნა. ფონდის სტრუქტურაში გაერთიანდნენზემონახსენებ სამინისტროებთან არსებული რიგი უწინმოქმედი ფონდებისა. CSSFის ძირეულ განსხვავებას მასშიშერწყმული წინამორბედი ფონდებისგან წარმოადგენს მისიმუშაობის კოორდინაცია უშუალოდ დიდი ბრიტანეთისნაცონალური უსაფრთხოების საბჭოს მიერ ქვეყნისპრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით. ამ ორგანიზაციისშექმნით განხორციელდა ყველა სამთავრობო ფონდისცენტრალიზაცია, რამაც მათი საქმიანობის შედეგად მიღებულიინფორმაციის სისტემატიზაციისა და სახელმწიფოსხელმძღვანელობის დონეზე სტრატეგიულიგადაწყვეტილებების მიღებისთვის კომპლექსურისტრატეგიული დაგეგმვის განხორციელების საშუალება მისცა.

ფონდის წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგსაჭარბებს. ამჟამად არსებობს ფონდის ორი წარმომადგენლობა:საქართველოში _ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის საკითხებშიდა ბიშკეკში _ ცენტრალური აზიის საკითხებში, ხოლო ფონდისმუშაობას აღმოსავლეთ ევროპაში კოორდინაციას უწევს დიდიბრიტანეთის საელჩო უკრაინაში.

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

P.S. 1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა ერთა ლიგის (გაეროს მსგავსი ორგანიზაცია) პირველი კრება, რომელსაც ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრების საკითხიც უნდა განეხილა. ერთა ლიგაში გაწევრება საქართველოს ბოლშევიზმის შემოჭრისგან იხსნიდა, მაგრამ ამის მომხრე მხოლოდ 10 სახელმწიფო აღმოჩნდა, წინააღმდეგი კი _ 14. მოწინააღმდეგეთა შორის იყო ჩვენი ამჟამინდელი “სტრატეგიული მოკავშირე” დიდი ბრიტანეთი.

http://geworld.ge/NEW/?page=view&art=9111

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *