თემურ შაშიაშვილი: აქ ვნახე დიდი ქართული განწყობა

 

israeli„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ამ დღეებში ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის მიწვევით ისრაელში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა ისრაელში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან.

„საქართველოს ყველა რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ.  . – განაცხადა „თეთრების“ ლიდემა

რომელმაც მაღალი შეფასება მისცა   ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა საქმიანობას. ამ კუთხით  ერთ-ერთი  გამორჩეულია   აშდოთის ქართველ ებრაელთა კულტურის ცენტრი

„რასაც აშდოდის ვიცე-მერი და ამ ცენტრის დიდი ხელმძღვანელი,ბატონი მოშე ბოთერაშვილი აკეთებს,ყოველი მოაზროვნე ქართველის მადლობას იმსახურებს…აქ ვნახე დიდი ქართული განწყობა და გულდასაწყვეტია,რომ ეს საქართველოში არ ვიცით…საქართველოს ტელევიზიებს ასეთი საქმეებისათვის არ სცალიათ,ჯერ არ დაუსრულებიათ ქვეყნის ლანძღვა-გინება,ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდება“ განაცხადა თემურ შაშიაშვილმა .

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

20.12.2016წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *